კერძო საკუთრება და სახელმწიფო

შესავალი

საკუთრება და თავისუფლება ადამიანური არსებობის უპირველესი და ყველაზე მთავარი პირობაა, ადამიანი, როგორც მოაზროვნე, სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური არსება, ასეთად იქცა მხოლოდ მას შემდეგ რაც შეძლო ამ ორი ცნების მოპოვება და გააზრება. მეტისმეტად თამამი განცხადებაა ესსეს დასაწყისისთვის და ამიტომ მინდა ამ დებულებით დავიწყო ჩემი მსჯელობა ამ საკითხის და პრობლემის გარშემო. თუ რატომ? ჩემი პასუხი ისევ და ისევ ადამიანური ბუნებიდან და თანამედროვეობის საზოგადოებრივი ჯგუფების უამრავი განსხვავებულობიდან გამომდინარეობს.

მაშ ასე, როცა მსჯელობას იწყებ და მით უმეტეს წერას, მაშინ ის აუცილებლად უნდა ჯდებოდეს მეცნიერული მსჯელობის და ლოგიკური სისტემურობის ჯაჭვში, აქედან გამომდინარე კი ძალიან ძნელია თანამედროვეობაში დაწერო მეცნიერული ნაშრომი ან თუნდაც ესსე რომლის წაკითხვაც ჩვეულებრივი მკითხველისთვის ან თუნდაც ამავე საკითხების ექსპერტთათვისაც იქნება საინტერესო და ბოლომდე წაკითხვადი. ამიტომ მე გარკვეული მეთოდი გამოვიყენე როდესაც თამამი დებულების განცხადებით დავიწყე იმ თემაზე წერა რომლის გააზრება და ჩემეული ვერიფიცირებაც შემდგომ უნდა მოვახერხო. ამ მეთოდის საინტერესოობა იმაში მდგომარეობს რომ ამ დებულების წაკითხვისთანავე, მკითხველები აუცილებლად დაიყოფიან ამ დებულების მომხრეებად და მოწინააღმდეგებად, მომხრეებისთვის საინტერესო იქნება იმდენად რამდენადაც ისინი ამ ესსეში საკუთარი განწყობისთვის დამატებითი არგუმენტების და ფაქტების მოძიების სურვილით ანდა სულაც სუსტი მხარეების აღმოჩენის გამო ინტერესთ წაიკითხავენ ესეს და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია წერისთვის. ხოლო მოწინააღმდეგენი აუცილებლად შეეცდებიან ბოლომდე წაიკითხონ რათა საკუთარი განწყობის კიდევ უფრო გამყარება ან ამისთვის მათაც ახალი არგუმენტების მოძიება შეძლონ. ყოველივე აქედან გამომდინარე აუცილებლად წარმოიშვება ის სააზროვნო ველი რაშიც საბოლოო ჯამში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ადამიანის არსებობის უმნიშვნელოვანესი საკითხების საკუთრების და თავისუფლების უფრო და უფრო საფუძვლიანი გააზრებისთვის.

მოდით ცოტახნით წარსულში გადავინაცვლოთ და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის განვლილი გზა ადამიანთა თანაცხოვრების რომელმაც დღემდე ასეთებად მოგვიყვანა, არსად ისე ნათლად და ფაქტებით გამყარებული არ ჩანს, საკუთრების და თავისუფლების უპირველეს მიზნად დასახვის სურვილი და ამისთვის ბრძოლა ადამიანთა მხრიდან, როგორც უკვე განვლილი და მომხდარი მოვლენების გააზრებისას.

მე ვეცდები ჩემს მიერ დასაწყისში გამოთქმული დებულების მნიშვნელობის ჩვენებას წინამდებარე ესსეში. არა მარტო მე მიმაჩნია რომ ეს დებულება ჭეშმარიტია და ერთადერთიც, თუ ჩვენ ადამიანს განვიხილავთ ისეთად როგორიც ის ღმერთმა შექმნა ან თუნდაც ისეთად როგორც ამას ათეისტები თვლიან, თუმცა ამას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ ვის როგორ სწამს ადამიანის არსებობის და მოღვაწეობის სტატუსი. მთავარი ისაა თუ რას მივიჩნევთ უმთავრესად ადამიანის არსებობის მიზნებისათვის და საშუალებებად ამ მიზნების განხორციელებისთვის. ადამიანი იბადება მხოლოდ იმისათვის რომ მან საკუთარი სიცოცხლის წლები განვლოს, საკუთარი შესაძლებლობების ფასად და განსხვავებულად ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან. აქ უკვე ზემოთთქმულის დაშვებისთანავე ჩნდება, ცნება რასაც ჩვენ თავისუფლებას ვუწოდებთ, თავისუფლება სხვა არაფერია თუ არა ადამიანი, თავისი აზროვნებით, მოთხოვნებით, შეგრძნებებით და მიმართებებით გარემო სამყაროსთან და თავად ადამიანებთან, ეს ყოველივე ადამიანს მართალია შეუძლია რომ იქონიოს მაგრამ არც არავინ ჩუქნის მას და სწორედ ესაა უმნიშვნელოვანესი. მან ეს ყოველივე უნდა მოიპოვოს. ნებისმიერი პროცესი ადამიანის არსებობისთვის საჭირო, გარდა ფიზიოლოგიური ზრდის პროცესისა, ქონა-არქონასთანაა დაკავშირებული. ადამიანს ან აქვს აზროვნების, მუშაობის და კომუნიკაციის უნარი ან არა. მაგრამ ეს ყოველივე მისგან დამოუკიდებლად, განსხვავებით ბიოლოგიური პროცესისა, არ ხდება. ადამიანზეა დამოკიდებული ყოველივე იმ უნარების შეძენა-გამომუშავება რაც მისი არსებობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკურ-ბიოლოგიური ფაქტორი. მაშინ ისეთივე აუცილებლობაა საჭირო, ყოველივე იმის შენარჩუნებისთვის რაც მან საკუთარი შესაძლებლობების ფასად მოიპოვა, როგორც სიცოცხლის ბიოლოგიური პროცესი და თქმა ან დაშვება იმის, რომ ადამიანისთვის არსებობს რაიმე, რაც უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე საკუთარი შესაძლებლობებით მოპოვებული ცხოვრება და სიცოცხლე, უბრალოდ არაკომპეტენტური საქციელია და ამაზე არც არავინ დაობს.

მაგრამ კაცობრიობა მთელი არსებობის მანძილზე დაუსრულებლად კამათობს იმის გარშემო თუ რისი უფლება აქვს და რისი არა თვითოეულ ინდივიდს. ადამიანებმა დაუსრულებელი თეორიები და სისტემები შევქმენით რათა გაგვეუმჯობესებინა და უფრო მეტი კეთილდღეობისთვის მიგვეღწია, მაგრამ დღესაც კი 21 საუკუნეში ადამიანთა უმეტესი უმრავლესობა ვერ შევთანხმდით იმ უმარტივეს და ყოვლის მომცველ ჭეშმარიტებაზე რომ ადამიანური არსებობის გამართლება და არსი ამ ორი ცნების ერთიანობაში და უპირველესობაშია.

საკუთრება და თავისუფლება ეს ორი ცნება მიუხედავად სხვადასხვა სიტყვიერი მნიშვნელობისა, საბოლო აზრით, ნებისმიერი ცნების არსებობის მეცნიერულ ღირებულების თანახმად და თუნდაც ამის გარეშეც, საერთო არსის მატარებელია და ამის გააზრება მეტისმეტად მარტივია მათი მნიშვნელობის გათვალისწინების მიუხედავად. საკუთრება და თავისუფლება, ამ ორ რამეს ადამიანის მხრიდან ყოველთვის სჭირდება მოპოვება და დაცვა, ამის გარეშე ეს ორი რამ, უბრალოდ არ არსებობს.

ჯ. ლოკი ამბობდა: “დედამიწა ადამიანისა და მასზე დაბლა მდგომი ყველა ქმნილებისთვის საერთოა, თუმცა არსებითია ის გარემოება რომ ადამიანი საკუთარ თავს განაგებს, ანუ საკუთარი თავი მას ეკუთვნის და არც ერთ სხვა ადამიანს მასზე უფლება არ გააჩნია”1. ძნელი არ არის იმის შენიშვნა რომ ამ რამდენიმე წინადადებით სწორედ საკუთრების და თავისუფლების დეფინიციაა მოცემული. მართლაცდა მთელი ამ საუკუნეების მანძილზე რამდენმა სხვადასხვა აზრმა, სისტემამ, რელიგიამ, ერმა და სახელმწიფომ დატოვა თავისი კვალი ან მოვიდა თანამედროვეობაში? ბევრმა. თუ ძალიან ბევრმა არა, იმდენმა მაინც, რომ ადამიანის არსება შეეცვალა. მაგრამ მნიშვნელობა ამ ცნებების არა თუ შეიცვალა, არამედ თავსი კუთვნილ ადგილას დადგა ადამიანურ ღირებულებათა დიდი ჯაჭვში, თავს კუთვნილ პირველ ადგილას!

მოდით გავიხსენოთ ადამიანები რომელთა მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ იდეალების დანარჩრენებამდე მიტანას მიუძღვნეს და ვიდრე საკუთრების და თავისუფლების პრობლემატურობის ქართული მაგალითის ანალიზზე გადავალ და იმ კითხვებსაც მიმოვიხილავ რომლებიც თავისთავად ისმება ამ პრობლების გარშემო მსჯელობისას. საჭიროდ ვთვლი ლიბერალური  იდეოლოგიის უმთავრესი დებულებების მოტანას, რადგან ამ საკითხისადმი რეალობაში განხორციელებული და გატარებული მიდგომები უმეტეს შემთხვევაში იმდენად აბსურდული, კომიკური და იშვიათად ადეკვატურია, რომ აუცილებელია, პარალელებისთვის და ლიბერალიზმს ამოფარებული, ადამიანის წინააღმდეგ, მისი ღირსების და ინდივიდუალიზმის შემლახავი ქმედებების დასაფიქსირებლად. მაშ ასე “საკუთრება”, “თავისუფლება” და “სახლემწიფო”. შეიძლებოდა ეს ასეთი ფორმულირებით დამეწერა “საკუთრება და თავისუფლება” Vშ “სახელმწიფო”, მაგრამ მე არ მინდა ეს ესსე სახელმწიფოებრიობის ცნების მოწინააღმდეგეობად ჩამეთვალოს. აქვე ავღნიშნავ რომ სახელმწიფოს გარეშე ადამიანური თავისუფლების და საკუთრების მოაზრება დღევანდელ მსოფლიოში წარმოუდგენელია, მაგრამ ხშირად, ადამიანებისთვის უფრო წარმოუდგენელი ქმედებები ხდება და ეს ყველაფერი სწორედ იმ სისტემის გამო, რომელიც ადამიანებმა სწორედ ამ ორი უპირველესი ცნების დასაცავად შევქმენით.

თავისუფლება

ადამიანის გონებას საერთოდ ჩვევია ცნებებით სპეკულირება მაგრამ თავისუფლების ცნება დღემდე რჩება სპეკულაციური აზროვნების უმთავარეს მასალად. თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმ თეორიას, სისტემას, თუ მოძღვრებას რაც კი ადამიანის გონს შეუქმნია, პირველივე ის რაც თვალში მოგვხდება ესაა თავსიუფლების ცნების ათასგვარი ინტერპრეტაცია და სპეციფიკურობის მტკიცება. ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებ რაიმე ახალი სპეკულაციის წამოწყებას, მაგრამ მინდა უბრალოდ შევეცადო ეს სპეკულაციები წარმოვადგინო როგორც “სამუზეომო არტეფაქტები, თავისუფლების იდეის ცნობილი თეორიებისა”.

1. “პირველყოფილი თავისუფლება ადამიანისა” — ასე შეიძლება დავარქვათ მთელ იმ კასკადს თეორიებისას და მოსაზრებებისას რომელიც დღემდე განხილვადია სამეცნიერო წრეებში. რომელიც ძვ.წღ.ის VI საუკუნიდან დაიწყო ერთდროულად როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ ნაწილში ჩვენი დედამიწის და XX ს.ის ბოლომდე ისტორიულ მასალად რჩებოდა მეცნიერებისთვის. ძვ. ბერძნები თვლიდნენ რომ მითოსში ნახულობდა პირველყოფილ ადამიანი “გაუაზრებელ თავისუფლებას”. ქრისტიანებისთვის პირველყოფილი ადამიანის თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა. როგორც ასეთი. დარვინმა საერთოდ შეცვალა ყველა ეს წარმოდგენა და შემდგომი ეპოქების მიდგომაც ამ საკითხისადმი და კიდევ უფრო დააპირისპირა ადამიანების წარმოდგენები.
2. “ადამიანის სოციალურ-პოლიტიკური თავისუფლება” – ასე დავარქმევ ყველა იმ  მოდელს თავისუფლების ცნების გაგებისას რასაც სთავაზობდნენ ადამიანს განსხვავებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ანუ უკვე სახელმწიფო სისტემები ასევე მთელი ისტორიის მანძილზე. აღმოსავლეთი: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია. აბსოლიტურად განსხვავებულ თავისუფლების ინსტიტუტებს ნერგავდა ამ საზოგადოებებში. დასავლეთი: ეგვიპტე, შუამდინარეთი, კავკასია, საბერძნეთი, რომი, ევროპა, ცენტრალური ამირიკა. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია ისტორიული თავისუფლების ინსტიტუტებისა რომელიც სახელმწიფომ შესთავაზა ადამიანს. (ამაზე უფრო დაწვრილებით შემდგომ ქვეთავში და რაც მთავარია მთავარია ჩემთვის, კრიტიკული თვალსაზრისით.)
3. ეს მესამე “არტეფაქტი” მიუხედავად ნუმერაციისა ყოველთვის გადამწყვეტი იყო წინა ორი “არტეფაქტის” ფორმირებისას და სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქვს გავლენა ადამიანის ცნობიერებაზე.

“ადამიანის თავისუფლების რელიგიური ფაქტორები” – ადამიანებმა თავისუფლების არსის საძებნელად რელიგიას მიმართეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ კაცობრიობა მთელი ისტორიის მანძილზე გზააბნეული დახეტიალობდა რელიგიიდან რელიგიაში, ვიდრე იესო ქრისტემდე და შემდგომაც, მისი სიკვდილის მერე უცბადვე დაივიწყეს, რადგან უბრალო მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა მისი თავისუფლების იდეა სათავისოდ შეცვალეს. მანმადე კი აღმოსავლურმა რელიგიურ-ფილოსოფიურმა აზროვნებამ აღმოსავლეთში თავისუფლების იდეა “ნამდვილი, რეალური ყოფიერებიდან სადღაც კომიკურ ნირვანაში გადაიტანა”. ეგვიპტესა და შუამდინარეთში საერთოდ უარყვეს ადამიანის თავისუფლება და თავად ადამიანებმა “ერთ სხვა ადამიანს – ფარაონს” მიანიჭეს თავისუფლება, სპარსელებმა მისტიკაში დაიწყეს ძებნა და ერთადერთი თავისუფლება ცეცხლს მიანიჭეს, ბერძნებმა და რომაელებმა მოინდომეს, საკუთარი აზროვნების ძლიერებით ჭეშმარიტი თავისუფლების იდეა დაემკვიდრებინათ, მაგრამ იმდენად მოიწადინეს რომ თავისუფლება თავსსავე მრავალრიცხოვან ღმერთებს შეატოვეს და საკუთარი თავი კი დაივიწყეს, მხოლოდ მონათფლობელობის განვითრებას შეალიეს საკუთარი შესაძლებლობები. შემდგომ ქრისტიანობამ სცადა უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარება და დაცვა, ქრისტეს თუნდაც ერთერთი შეგონებით – “კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა” მაგრამ აქაც, ადამიანებს ხელში ერთპიროვნული ფეოდალიზმი და შავბნელი ინკვიზიცია შერჩათ. ერთერთ უმთავრე ხელისშემშლელად ქრისტიანობისთვის ისლამიც იქცა რომლისთვისაც ადამიანური თავისუფლება უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ქრისტიანულ რელიგიაში მაინც დარჩა ის უმთავრესი პოსტულატები რამაც შემდგომში მაინც მოახერხა ადამიანური ცნობიერების გამოფხიზლება.

ჩემი აზრით ეს არის გზა რომელიც თავისუფლების იდეამ გამოიარა XVI-XVII საუკუნეებამდე, შემდგომ კი ადამიანებმა უკვე დავიწყეთ თავისუფლების იდეის შეგრძნება. ამაზე შემდგომ უფრო დაწვრილებით.

სახლემწიფო

აქაც უამრავი თეორია და სისტემა არსებობს რომელიც ხსნის ამ ადამიანური შეთანხმების წარმოშობის და განვითარების გზებს, მაგრამ ყველა ამ თეორიაში სახელმწიფო ერთადერთ უზენაეს ადამიანურ წარმონაქმნად სახელდება. სახელმწიფო ესაა სისტემა რომლის დაცვა და გაძლიერება ჩვენი ადამიანების უმთავრესი მოვალეობაა. ეს დებულება მიუხედავად თეორიათა განსხვავებებისა, ყველა სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის უმთავრეს პოსტულატად რჩებოდა და ბევრგან დღესაც რჩება.

ამ შემთხვევაში მე არ მოვიტან “სახელმწიფოს შესახებ” იმ დეფინიციებს და თეორიების ძირითად დებულებებს რომლებიც მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა შეხედულებებს უყალიბებდნენ ასევე სხვადასხვა საზოგადოებებს. იქნებოდა ეს ლაო-ძი თუ კონფუ-ცი აღმოსავლეთში, თუ პლატონი და არისტოტელე დასავლეთში და შემდგომ საუკუნეებში უფრო მეტი და მეტი რიცხვი მოაზროვნეებისა რომელთაც შექმნეს თეორიები სახელმწიფოს შესახებ. უფრო მართებულად ვთვლი მოვიტანო ლ. ფ. მიზესის სიტყვები “ჩვენ ფარისევლებად არ უნდა შევრაცხოთ ისინი, ვინც იმ დროებაში თავისუფლებას ხოტბას ასხავდა, თუმცა იმავდროულად მრავალი ადამიანის სამართლებრივ უუფლებობას, ხშირად კი ბატონყმობასა და მონობასაც კი იცავდა”2. რადგან მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თეორიები “ჭკვიანი სახელმწიფო მოღვაწეების” ხელში საიმედო იდეოლოგიურ იარაღად იქცეოდა ხოლმე საზოგადოების სამართავად, მაინც შეძლეს ამ ადამიანებმა საუკუნეების მანძილზე მუდმივი კითხვის ნიშნის შენარჩუნება ადამიანური თავისუფლების პრობლემაზე სახელმწიფოში.

როდესაც ადამიანები ვიწყებთ მსჯელობას, კამათს ან ვეცნობით თეორიებს სახელმწიფოს და სამართლის შესახებ (ეს ორი რამ ყოველთვის განუყოფელ ცნებებად მოიაზრება მიუხედავად დიდი კითხვის ნიშნებისა) პირველივე რაც ყოველთვის უმთავრესად მიიჩნევა ეს არის, მკაცრი მეცნიერული დეფინიციები სახელმწიფოს შესახებ და კიდევ მტკიცება და კამათი ისეთი არგუმენტის გარშემო როგორიცაა: “სახელმწიფო უპირველესი გარანტია მშვიდობიანი და სამართლიანი თანაარსებობის”. არადა მე ვფიქრობ ყოველი ასეთი მსჯელობა უნდა იწყებოდეს კითხვით “რატომ შევქმენით სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით?”, ხოლო კითხვაზე თუ რატომ? ამ კითხვაზე მე ვფიქრობ პასუხი ლოგიკურად და გამართულად ჟღერს:

სახელმწიფო შევქმენით მხოლოდ იმიტომ რომ დაიცვას ჩვენი საკუთრება. ჩვენი არა როგორც “კოლექტივის” არამედ როგორც ინდივიდების კერძო საკუთრებები. კითხვაზე: რას ნიშნავს ეს? ან კიდევ ერთი კითხვა: სად არის სახელმწიფოს კიდევ ორი ფუნქცია დაიცვას წესრიგი ქვეყანაში და დაიცვას ქვეყნის ინტერესები ქვეყნის გარეთ. ლოგიკური პასუხი ასეთია: სახელმწიფოს კიდევ ორი ფუნქციის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ და რამდენად იცავს სახელმწიფო იმ უმთავრეს ფასეულობას რასაც ინდივიდუალური, კერძო საკუთრება ქვია. შევეცდები დავალაგო ეს ყველაფერი ლოგიკურ ჯაჭვში და გავარკვიო “რას ნიშნავს ეს?” (ოღონდ შემდეგ ქვეთავში რადგან საკუთრების ცნების შემოტანამ, მსჯელობის ამ მიმდინარებაში დამატებითი კითხვები გამოიწვია)

ახლა ფაქტობრივ მონაცემებს შევეხები სახელმწიფოთა განვითარების რეალური სურათიდან გამომდინარე. ჯერ კიდევ “ჩვენს მსოფლიოში” სახელმწიფოთა 70%-ს თუ მეტს არა კონსტიტუციაში უწერია მსგავსი ფორმულირების მუხლი “საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია”, ეს კი იმის ტოლფასი განაცხადია, რომ სახელმწიფო საკუთრებითი უფლებების წყარო სახელმწიფოა. ნუთუ სახელმწიფო იმიტომ შევქმენით ადამიანებმა რომ მესაკუთრეობის უფლება დაგვრთოს? სად არის აქ ადამიანური თავისუფლება? რომლის სრულყოფილი გააზრებისთვის  ადამიანებმა სახელმწიფო შევქმენით. ჩვენდა საბედნიეროდ არის! რადგან ადამიანებმა უკვე ბევრგან მოახერხეს სახელმწიფოებრიობის იდეის იმ მიზნებისთვის სამსახურში ჩაყენება რაც დღეს დასვლური ლიბერალურ-დემოკრატიულ სახლემწიფოების შენებაში გამოიხატება. მაგრამ ამ ყოველივეს განცხადებით ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივ ეიფორიულ განწყობაზე.

თუ გადავხედავთ მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკას და ბევრ კომპეტენტურ მეცნიერულ გამოკვლევებს, დავინახავთ რომ მაქსიმალური თავისუფლებით როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკურით მხოლოდ ორი ათეული ქვეყანა თუ დაიკვეხნის ამხელა მსოფლიოში.

რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება უამრავ კითხვის ნიშნებს ტოვებდა და ჯერაც ტოვებს, აუცილებელია ვეძებოთ მიზეზები პრობლემების წარმოშობის და მეთოდები მათი მოგვარებისთვის. უმთავრესი პრობლემა რაც სახელმწიფოს როგორც სისტემის მუშაობას ხელს უშლის ეს მისი ბიუროკრატიული, ჩინოვნიკური სპეციფიკაა. უმთავრესი კი ამ სისტემაშიც ადამიანის ფაქტორია, მაშინ რატომ ქმნის ადამიანი ამ პრობლემას თუ კი ჩვენ ადამიანის უმთავრეს მიზნებად თავისუფლება და საკუთრება მიგვაჩნია?

* უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმ ცვლილებებისა რასაც განიცდის ადამიანი, არის თავად სისტემა რომელიც ადამიანის გარეშე არ არსებობს მაგრამ როგორც კი ადამიანი ხდება ამ სისტემის ერთერთი ჭანჭიკი მაშინ სისტემაც უკვე მისი იდეალების გარეშე, თავისით მუშაობს როგორც “პერპეტუმ მობილე”. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ “პერპეტუმ მობილე” მექანიკის უტოპიური თეორიაა და რეალობისგან შორსაა, ამიტომ ბიუროკრატიული აპარატი უფრო საათის მექანიზმს უნდა შევადაროთ რომელიც ისე იმუშავებს როგორც დაქოქავენ.
* მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი სახელმწიფოს სისტემის ბიუროკრატიულობის ხასიათისა არის ადამიანური ფსიქოლოგია და ის ფსიქიკურ-აზროვნებითი ველი რაც უყალიბდება ადამიანს ძალაუფლების და ნების, მარადიულ ფილოსოფიურ პარადიგმაში მოხვედრისას. მე ამას დავარქმევ “ყველის უფასოდ მოპოვების შესაძლებლობას მიუხედავად სათაგურის არსებობისა”, ეს არის პასუხისმგებლობის არ ქონა საკუთრებაზე და მით უმეტეს სხვის საკუთრებაზე.

საბოლოო ჯამში ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას რომ სახელმწიფოს როგორც სისტემის მუშაობა ყოველთვის განპირობებული იყოს მისი ბიუროკრატიული ხასიათით, რადგან სახელმწიფო “ეს ჩვენ ვართ” – ინდივიდები და შემდგომ სხვადასხვა სოციუმები და ჩვენზეა დამოკიდებული. უფრო სწორად დამოკიდებულია ჩვენს მიზნებზე. იმაზე თუ რამდენად გვაქვს გააზრებული და რამდენად ვცდილობთ დავიცვათ ინდივიდუალური საკუთრების და ინდივიდუალური თავისუფლების  ღირებულებები რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საკუთრება და თავისუფლება

ეს ქვეთავი განსხვავებული იქნება წინა ორისგან, იმით რომ აქ შევეცდები საკუთრების იდეის გარშემო წამოჭრილი პრობლემატური სკითხებს რეალობაში არსებული, უკვე განხორციელებული და წარმატებული მაგალითები დავუპირისპირო. ეს იქნება საკუთრების იდეის გაიგივება თავისუფლებასთან და თავისუფლების იდეის უპირველესობა სახელმწიფოს სისტემისთვის, “რადგან არ არსებობს არავითარი ადამიანური თავისუფლება და ადამიანური სახელმწიფო თუ არ არსებობს ამ ადამიანთა საკუთრების უფლებები”

ყველაფერი რაც არსებობს ადამიანის გარშემო აუცილებელ კავშირშია საკუთრების ცნებასთან, აქედან გამომდინარე მე შევეცდები გამოვყო რამდენიმე უმთავრესი საკითხი რაც განსაზღვრავს საკუთრების ცნებას ადამიანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ორი მნიშვნელოვანი საკითხიდან, პირველი  თუ რამდენად ახდენს გავლენას საკუთრების ცნება და რეალურად მისი ქონა განსხვავებული კულტურის და ტრადიციების მქონე ადამიანებზე და მეორე არის თუ არა თავად ადამიანი სახელმწიფოს საკუთრება.

ამ შემთხვევაში  მეორე საკითზე დამატებითი მსჯელობა წინა ქვეთავიდან გამომდინარე საჭიროდ აღა მიმაჩნია უბრალოდ დავამატებ მხოლოდ ერთ დებულებას: არ არსებობს არავითარი სახელმწიფო ადამიანის გარეშე და სახელმწიფო უნდა იყოს მხოლოდ მცველი ადამიანთა საკუთრების უფლებების, ისც იმ შემთხვევაში თუ იქ მცხოვრები ადამიანები თანახმა არიან ამაზე”.

რაც შეეხება პირველ საკითხს მე ვფიქრობ ეს პრობლემა თავის თავში კიდევ რამდენიმე საკითხს მოიცავს რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია; რა ადგილი უჭირავს საკუთრების უფლების ცნებას განსხვავებული კულტურის და ტრადიციის მატარებელ ადმიანთა ღირებულებების ე.წ. შკალაზე და რა უფრო ეფექტურია ადამიანებისთვის კერძო საკუთრება თუ სახელმწიფო საკუთრება.

* საკუთრების უფლება ესაა ადამიანის უფლება ფლობდეს საკუთარ როგორც ფიზიკურ ისე გონებრივ შესაძლებლობებს, მოიპოვოს საკუთრება საკუთარი შესაძლებლობებიდან და სხვა ადამიანებთან შეთანხმების საფუძველზე. ყველა მატერიალურად ღირებული თუ არა ღირებული ფასეულობა, რომელიც მის ინდივიდუალურ მიზნებსა და სურვილებს შეესაბამება.

მიუხედავად განსხვავებებისა ადამიანებს შორის, როგორც კულტურულ-ტრადიციული ისე რელიგიური კუთხით, ერთი რამ რისი თქმაც თამამად შეიძლება ისაა, რომ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი რომლისთვისაც არსებობდეს იმაზე მეტად საჭირო რამ ვიდრე საკუთრების უფლება. არსებობს მხოლოდ განსხვავებები ე.წ. “ღირებულებით იერარქიაში” ანუ რომელი განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფი, ერი თუ ინდივიდი საკუთრების რომელ კონკრეტულ სახეს აყენებს წინ საკუთარი საკუთრების უზოგადესი უფლებების გააზრებისას.

* საკუთრების უფლების გააზრება ადამიანის მიერ აუცილებლობით უკავშირდება ადამიანის მიერ გარემოსამყაროსთან უკვე ჩამოყალიბებული, გააზრებული, ურთიერთკავშირზე დამყარებულ ურთიერთოებებს, ანუ ინდივიდუალურ თავისუფლებას. ადამიანმა ინდივიდუალური თავისუფლების ფასი შეიგრძნო და მოიპოვა მას შემდეგ რაც პირველად დაამზადა, თუნდაც იარაღი, საკვების მოსაპოვებლად და ეს იარაღი სხვა არაფერი იყო, თუ არა მის მიერ მოფიქრებული და დამზადებული საკუთრება, რომლის გამოყენებაზე თუ გასხვისებაზე ერთპიროვნული უფლება ჰქონდა.
* საკუთრების უფლება და მისი ტიპები: მე არასოდეს დავეთანხმები არცერთ დეფინიციას თუ თეორიას რომელიც ამ სიტყვებით დაიწყება. არ არსებობს არავითარი ტიპები საკუთრების უფლების, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი ტიპის საკუთრება და ესაა კერძო საკუთრება. მითი კოლექტიური საკუთრების ან სახელმწიფო საკუთრების, იმდენად დამაჯერებლად დაინგრა გასული საუკუნის ბოლოს, საბჭოთა კავშირის სახით, რომ ამაზე მსჯელობა და კამათი ამ კუთხით დროის დაკარგვაა იქნება, მაგრამ გამართლებული და საჭიროა ამის მუდმივი შეხსენება ადამიანთა ჯერ კიდევ დიდი ნაწილისთვის. რადგან ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც “ფანატიკური ჰუმანიზმი” ამოძრავებს სხვების კეთილდღეობისთვის და ასევე ბევრია ადამიანი ვისაც უბრალოდ სჯერა რომ ეს “ფანატიკოსი ჰუმანისტები” მათ შესაქმნელს და მათ ლუკმა პურს მათთვის მოიპოვებენ.
* სახელმწიფო და საკუთრება: როდესაც ჩემმა ქვეყანამ დამოუკიდებელობა მოიპოვა, აღმოჩნდა რომ მოქალაქეთა უმეტეს უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ ემართა საკუთარი საკუთრება, იქნებოდა ეს უძრავი თუ მოძრავი ქონება. Aრც სახელმწიფოს აღმოაჩნდა რეფორმების სურვილი და პრივატიზაციის პროცესი სახელმწიფო მოხელეების ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული იმდენად რომ ე.წ. “სტრატეგიული ობიექტები” დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 10 წლის შემდეგ და თან რამდენჯერმე  გაიყიდა და შესაბამისად ქვეყანის ეკონომიკის განვითარების პროცესს 10 წლის შემდგომ შეუერთდა. უფუნქციო, დანგრეული, უპერსპექტივო და ფაქტიურად არარსებული აი ასეთი ეპითეტებით შეიძლება შეაფასო ის ქონება რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იმყოფებოდა მთელი ამ წლების მანძილზე, არსად ისე ნათლად და გარკვევით არ ჩანს კერძო საკუთრების და თავისუფლების საჭიროება და ფასი, როგორც საქართველოში. ამიტომ ურთიერთმიმართება საკუთრების უფლების გაგებასა და მისი დაცვის სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ გახდა აღიარებული და ახლაც უამრავი პრობლემა არსებობს. პრობლემა უკვე კანონიერი კერძო საკუთრების სამართლებრივი უზრუნველყოფის, საქართველოში ამას ქონების ხელახალი რეგისტრაცია ჰქვია, ხოლო მესაკუთრეთათვის ეს საკუთარი ქონების ხელახალი ყიდვის ან უარეს შემთხვევაში დაკარგვის ტოლფასი პროცესია.
* საკუთრების უფლება ეს თავისუფლებაა! ერთადერთი უფლება რომლის უზრუნველყოფის შემთხვევაშიც ადამიანის არსებობას აზრი აქვს, ადამიანები განსხვავებული აზრის, კულტურის, ეროვნების, ტრადიციების, ფენის, ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და ამ ადამიანებს ერთადერთი საერთო, რაც გააჩნიათ ეს საკუთრების უფლების თავისუფლებაა სხვა ადამიანებთან შეთანხმების და მორიგების პირობებში რა თქმა უნდა და მეტი არაფერი. სხვა ყველაფერი დამოკიდებულია ამ ორი ცნების დაცულობის ხარისხზე. მოდი დავამტკიცოთ ეს დებულება: ადამიანის დამოკიდებულება გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან განისაზღვრება მისი თავისუფლებით დაამყაროს ურთიერთობა ნებისმიერ სხვა ადამნიანთან ან არ დაამყაროს და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი მის გარშემო არსებული ბუნებრივი რესურსებიდან საკუთარი გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობებით. “ან არ მიიღოს ეს სარგებელი” ეს ფრაზა გამორიცხულია ამ მსჯელობაში, რადგან არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ სურდს ამ სარგებლის მიღება ანუ საკუთრების  უფლების მოპოვების სურვილი.  აქედან გამომდინარე საკუთრების უფლების ქონა ადამიანისთვის, მიუხედავად მისი რასის, ეროვნების, კულტურული კუთვნილების, რელიგის თუ სხვა განსხვავებულობის მიუხედავად უპირველესია და ერთადერთიც რაც ყველა ადამიანში საერთოა.
* საკუთრების უფლების დაცვა, არ არსებობს ქვეყანა სადაც მეტ-ნაკლები სიმძაფირთ არ იყოს ეს პრობლემა ადამიანტა ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილი და წარმოუდგენელია ამ პრობლემის არსებობა სახელმწიფოსთან მიმართების გარეშე. მიუხედავად იმის რომ ზემოთ უკვე ვცადე ამ მიმართების ჩვენება სახელმწიფოს არსის განსაზღვრებით. ამ შემთხვევაშიც გარდაუვლად საჭიროა სახელმწიფოს როლის წარმოჩენა რადგან ჩვენ, ადამიანებმა უმთავრეს დამცველად სახელმწიფო ავირჩიეთ, მაგრამ. . . . ამერიკის პრეზიდენტმა კენედიმ თავისი ცნობილი სიტყვებით “ნუ იკითხავთ რა შეუძლია თქვენს ქვეყანას შეგმატოთ თქვენ; იკითხეთ ის რას შემატებთ თქვენს ქვეყანას თქვენ” კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა მცირე მანძილია სახელმწიფოსთვის ადამიანთა საკუთრების დამცველი “დარაჯისგან”, ჩვენივე ბატონ-პატრონად გადაიქცეს. ასეთი პრობლემის მაგალითად მინდა ჩემი ქვეყნის უკვე განვლილი რეალობა და დღევანდელობა მოვიტანო, ყოველივე ის რაც მე ჩემი თვალით ვნახე და გარკვეულწილად საკუთარ თავზე გამოვცადე, დავინახე თუ როგორ იქცა ჩვენს მიერ შექმნილი სახელმწიფო მონსტრად.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ გადაწყვიტა რომ მას სურდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, მანმადე მათმა უდიდესმა უმრავლესობამ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს მისცა არჩევნების გზით მოემზადებინა და შეესრულებინა ეს ისტორიული მისია. მისია შესრულდა, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ მხოლოდ დამოუკიდებლობა, რადგან მალევე ქვეყანა ბრძოლის ველად გადაიქცა, ძალაუფლების მსურველ ადამიანთა ბრძოლის ველად, აქ ხომ ყველამ მიიღო თავისუფლება. თავისუფლება საკუთრების გარეშე. ადამიანთა იმედებს რომ საბჭოთა სოციალიზმის მიერ სრულად წართმეულ საკუთრებას მათ სახელმწიფო დაუბრუნებდათ და უკეთეს მეპატრონეს მისცემდა საშუალებას მისი მოვლის მაგრამ ეს ყველაფერი იმედებად დარჩა. მთელი ამ 17 წლის მანძილზე ქართული სახელმწიფო ძირითადად ძალაუფლების მსურველ პოლიტიკრ ძალთა ბრძოლის და საკუთრების “გაცემის უკან დაბრუნების და ხელახლა გაყიდვით” იყო დაკავებული. მთელი ამ წლების მანძილზე კი მივიღეთ მუდმივად განვითარების გზაზე შემდგარი სახელმწიფო სადაც ადამიანებს მუდმივად უწევთ კერძო საკუთრების დაცვაზე ზრუნვა და არა მის გამრავლებაზე და მეტი სარგებლის მიღებაზე. თითქმის ორი ათეული წელია ცდილობს ქართული საზოგადოება კერძო საკუთრების და თავისუფლების დამცველი მოქალაქეები რომ სახელმწიფო მმართველობითი აპარატი გადაიქცეს იმ მოდელად რასაც ლიბერალური სახელმწიფოს მოდელი ჰქვია: ნაკლები ძალაუფლება მტავრობას და მეტი თავისუფლება ადამიანებს,. ხოლოდ ბოლო  წელია რაც ლიბერალური ძვრები შეინიშნება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ყოველივე სახელმწიფოს “კეთილი ნების” შედეგია და სწორედ ამიტომაც არის არასრულფოფილი  და უამრავი საშიშროების შემცველი რადგან — “საქართველოში სახელმწიფო სისტემა იქცა ერთადერთ იმედად ადამიანებისთვის, რომელიც მათ გამოკვებავთ”.

დასკვნა

თუ ადამიანებს გვაქვს სურვილი ვიცხოვროთ მუდმივად მზარდი საკუთარი კეთილდღეობით და საკუთარი შესაძლებლობების იმედად, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უპირველესი ღირებულება რაც გაგვაჩნია სხვა ღირებულებებს შორის, ეს თავისუფლების და კერძო საკუთრების ერთიანობის დაცვა და ის არჩევანია რომელსაც ჩვენ დავუტოვებთ სახელმწიფო ხელისუფლებას.

ეს არჩევანი უკვე გამოიყენა ბევრმა სახელმწიფომ და ბევრიც ცდილობს რომ გამოიყენოს სახელმწიფოს ამ არჩევანს მე ყველაზე უკეთესად მილტონ ფრიდმანის სიტყვებით გამოვხატავ “თავისუფალი ადამიანი არ ეკითხება საკუთარ თავს თუ რას უკეთებს მას სახელმწიფო და რას უკეთებს ის სახელმწიფოს არამედ უფრო მნიშვნელოვანია შეკითხვა: რისი მიღწევა შეგვიძლია მე და ჩემს თანამოძმეთ მთავრობის მეშვეობით, რომ სრულად განვახორციელოთ საკუთარი პასუხისმგებლობა, მივაღწიოთ ჩვენ-ჩვენს მიზანს და, ამასთან ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება?”

ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მუდმივი მცდელობა, მე ვფიქრობ გარანტიია ყველა იმ წარმატების რომლის მიღწევის სურვილი ამოძრავებს ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად მათი განსხვავებებისა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s