საქართველოს კრიზისი თუ?

საქართველოში დღეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ამის შესახებ ყველა ლაპარაკობს და მსჯელობს, დაწყებული საქართველოს რიგითი მოქალაქეებიდან, პოლიტიკოსებიდან, ქართული მედიიასაშუალებებიდან თუ სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს ექსპერტებიდან და საერთაშორისო თანმშრომლობის ოფიციალური წრეებით, კვლევითი ცენტრებით, ექსპერტებით თუ მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებით დამთავრებული. პირველ რიგიში რას ნიშნავს დღევანდელი მდგომარებობა ამ სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის? რატომ გახდა ეს პატარა სახელმწიფო მსოფლიო მსჯელობის საგანი? და რა არის ამ სიტუაციის მიზეზი და რა იქნება შედეგი?
ეს არის, ის ძირითადი კითხვები რომელზე პასუხის გაცემასაც შეეცდება ეს სტატია.  პირველი რაც მკითხველს თავში მოუვა არის ის, რომ ამ საკითხის გარშემო ძალიან ბევრმა ადგილობრივმა თუ უცხოურმა სამეცნიერო თუ მედია საშუალებებმა არაერთი ანალიზი თუ პროგნოზი შემოგვთავაზეს და რა უნდა იყოს ის მთავარი განმასხვავებელი არგუმენტები, ამ სტატიის, რომელიც მასში გამოთქმულ დასკვნებს ღირებულად, რეალობად აქცევს.  ამიტომ თავიდანვე განვაცხადებ იმის შესახებ, რომ სტატიაში მოყვანილი მსჯელობები და დასკვნები რადიკალურად თუ არა, მნიშვნელოვანწილად იქნება განსხვავებული ყველა ან უმეტესი, იმ ანალიტიკური დასკვნებისგან და პროგნოზებისგან რაც კი საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულა ან გამოთქმულა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. Pპრეტენზია ზემოთთქმულის შესახებ ამ სტატიას აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ან უმეტესი ანალიტიკა თუ ინფორმაცია გამოქვეყნებული ან გამოთქმული საქართველოს სახელმწიფოს შესახებ,  ჩემს მიერ მრავალგზის იქნა განხილული და გააზრებული მთელი ამ პერიოდის მანძილზე. Mმინდა დავამატო რომ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა არ გახლავთ რაღაც აღმოჩენა ან უპირატესობა მთელ ამ განსხვავებულ ანალიზებსა და ინფორმაციის ჯაჭვზე, პირიქით, უმთავრესი და უმნიშვნლოვანესი რასაც სტატია ეყრდნობა და აძლევს საშუალებას რომ შედგეს როგორც ანალიტიკა საქართველოს მდომარეობის შესახებ გახლავთ მთელი ეს ინფორმაციის და მსჯელობების ჯაჭვი რაც ამ წლების მანძილზე გამოთქმულა ან გამოქვეყნებულა.
Yყველაფერი ის რაც ხდება დღეს საქართველოს სახელმწიფოში არ დაწყებულა არც 2009 წლის 9 აპრილს, არც 2008 წლის 8 აგვისტოს და არც, არც თუ ისე შორეულ წარსულში. საერთოდაც საქართველოში არსებული “კრიზისის” დაწყებას კონკრეტული თარიღი არ გააჩნია, რადგან ეს სიტუაცია რამდენიმე ფაქტორის და გადაწყვეტილებების გამო შეიქმნა და განვითარდა, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეების შეფასებები და მოქმედებებიც ამ მიმართულებით წარიმართა. არა მარტო საქართველოს საზოგადოების, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობის შეფასებები და შეხედულებებიც კი. რას გულისხმობს ეს ყველაფერი კონკრეტულად? 2003 წლის “ვარდების რევოლუცია” რეალურად არის იმ ცვლილებების და დღევანდელი რეალობის წარმომქმნელი(ოღონდ ჯერჯერობით ყოველგვარი შეფასებების გარეშე), რადგან ამ მოვლენის შემდეგ სახელმწიფოში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
საქართველოს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ: ოფიციალური  შეფასებით საქართველოს სახელმწიფო 2004 წლიდან იწყებს რადიკალურ რეფორმებს სახელმწიფოს ყველა სექტორში. კონსტიტუციის რეფორმა, სახელმწიფოებრივი მართვის, მთავრობის სტრუქტურის, თავდაცვის, პოლიციის, განათლების, ჯანდაცვის, სოციალურ სფეროს, კულტურის, სპორტის, ენერგეტიკის და რაც მთავარია ეკონომიკის სექტორებში, კონკრეტულად: თავდაცვის რეფორმა – სრული ცვლილება თავდაცვის სექტორის, სავალდებულო სამსახურის ნებაყოფლობითობა სახელმწიფო ბეგარის საფუძველზე, საკონტრაქტო სამხედრო სამსხურის შემოღება, არმიის გადაიარაღება, სრული ინფრასტრუქტურული ცვლილება სამხედრო ინფრასტრუქტურის, სამხედრო პერსონალის საგანმანათლებლო სისტემის შექმნა და ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება. Pპოლიციის რეფორმა – ნულოვანი დონიდან დაწყებული რეფორმა, პოლიციის ყველა თანამშრომელი ხელახლა იქნა შერჩეული კონკურსის საფუძველზე, კორუფციის დონე ნულოვანი გახდა. განათლების რეფორმა – საგანმანათლებლო სექტორს მიენიჭა ფართო ავტონომია მენეჯმენტის, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების სისტემა გახდა ერთიანი და დამოუკიდებლი ყოველგვარი ჩარევისგან, სახელმწიფო სასწავლო გრანტები გაიცემა ასევე კონკურსის წესით. კულტურას და სპორტს ჩამოშორდა ცენტრალური დაგეგმვის და სახელმწიფო მენეჯმენტის სისტემა, დაფინანსება გადავიდა საგრანტო საკონკურსო პირობებზე, რამაც გაზარდა კონკურენცია და მოტივაცია ღირებული პროექტების განხორციელების მიზნით.  სახელმწიფოებრივი მართვის და მთავრობის სტრუქტურული რეფორმა –  სამინისტროები შემცირდა 18-დან 13-მდე, სახელმწიფო სამსახურები შემცირდა 52-დან 34-მდე, 35 პროცენტით შემცირდა ბიუროკრატიული აპარატი. ჯანდაცვის და სოციალური სექტორი – მიღებულ იქნა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ლიბერალური შრომის კოდექსი, ჯანდაცვის სფეროს და ინფრასტრუქტურის მენეჯმენტის კერძო სექტორისთვის გადაცემა, ზუსტი განსაზღვრა სოციალურად დაუცველი ადამიანების კონტინგენტის და მათი საბიუჯეტო დაფინანსება. Eეკონომიკა – ეკონომიკის სრული ლიბერალიზაცია, 100% პრივატიზაცია, ახალი საგადასახადო კოდექსი – გადასახადების შემცირება 22-დან, 6-მდე, სოციალური გადასახადის გაუქმება, მოგების გადასახადის შემცირება 20%-დან, 15%-მდე, საშემოსავლო გადასახადი შემცირება 25%-დან, 20%-მდე, საბაჯო ტარიფების 90%-ის გაუქმება, დარჩენილი საქონლის 0,5% დაყვანა, ლიცენზირების და ნებართვების სისტემის დერეგულირება და არსებულის 85%-ით შემცირება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქტობრივი გაუქმება.
რეფორმების შედეგად საქართველო 1 ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოში, რეფორმების მოცულობის და ჩატარების ტემპით (Dოინგ Bუსინესს 2007), 35 ადგილზე, ეკონომიკის თავისუფლების რეიტინგში, მიიღო სტატუსი “თითქმის თავისუფალი” (Hერიტაგე Fოუნდატიონ 2007) და ა.შ.
ეს ყველაფერი ერთის მხრივ იმის მაჩვენებელია რომ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება სწორედ განისაზღვრა და განხორციელების პროცესიც სწორად მიმდინარეობს, მაგრამ სტატიის დასაწყისში დასმული სიტუაცია და დღევანდელობაც ასევე ერთი შეხედვით საპირისპიროს აჩვენებს. რატომ? პირველადი დასკვნით შეგვიძლია მოვიტანოთ რამდენიმე სავარაუდო მიზეზი, რის გამოც მიუხედავად ასეთი რეფორმირებისა სახელმწიფოს მდგომარეობის რეალური შედეგები ყველასთვის, რბილად რომ ვთქვათ ნეგატიური კუთხიდან ჩანს, ხოლო ბევრის აზრით კატასტოფულია.
სავარაუდო მიზეზები: რეფორმების ჩავარდნა (ბოლომდე არ მიყვანა, შეჩერება და სხვ.), მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა, მთავრობის უუნარობა, პოლიტიკური სპექტრის მოუმზადებლობა ან უუნარობა, საზოგადოების მოუმზადებლობა, გარე და შიდა  პოლიტიკური საფრთხეები.
შევეცდები თითოეული ამ სავარაუდო მიზეზის არსებობის დასაბუთებას: რეფორმების ჩავარდნა – მიუხედავად რეფორმების ერთმნიშვნელოვნად ლიბერალური ხასიათისა, მთელი ამ წლების მანძლზე ასეთი შედეგები გვაქვს. თავდაცვის სისტემა – სერიოზული პრობლემაა თანამედროვე სამხედრო თავდაცვის, სტრატეგიის, ტაქტიკის და ლოგისტიკის თეორიული განათლების ცოდნის დონე, რაც გამოვლინდა კიდეც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში. პოლიციის რეფორმა – შეიქმნა სისტემა რომელიც დაეყრდნო “აშშ საპოლიციო მოდელს” ხოლო შედეგად მხოლოდ ის მოიტანა, რომ კორუფციის და პროფესიონალიზმის მხრივ აღმოჩნდა მხოლოდ ეფექტური, ხოლო რაც შეეხება სისტემის დეცენტრალიზაციას, მენეჯმენტს და დაფინასებს, აქ შედეგი აღმოჩნდა აშკარად ნეგატიური, რადგან სახეზე გვაქვს “პირამიდული” სამინსტრო, რომელსაც გარდა საპოლიციო სისტემის ვერტიკალური მმართველობისა, დაემატა, სასაზღვრო, სადაზვერვო, დაცვის (რომელიც სპეციალურად, კანონის საფუძველზე ერთადერთ მონოპოლისტად იქცა კერძო სექტორის მომსახურების თვალსაზრისით). შედეგად საპოლიციო სისტემის რეფორმა რადიკალურად ნეგატიური კუთხით განვითარდა რომელსაც ვერაფრით დაავარქმევთ ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე განხორციელებულს. განათლების რეფორმა – მიუხედავად რეფორმის პროგრამული და თეორიული გამართულობისა, შედეგად ისევ არაკონკურენტუნარიანი და არაეფექტური სისტემაა ქვეყანაში, რადგან რელურად, რეფორმირებულმა სფერომ ვერ მოახერხა დასავლურ სტანდარტებთან მიახლოვება, მაგ. თუნდაც “ბოლონიის კონვენციასთან” ფორმალური ვერმიერთებაც კმარა. Eეკონომიკის რეფორმა – პრივატიზაციის პროცესი შეფერხებულია რადგან ისევ რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ქონება, მაგ. უმთავრესი ეკონომიკური ობიექტი “საქართველოს რკინიგზა”, ამის გამო მისი ეფექტიანობა თითქმის 40% დაეცა. Aასევე მკაცრად ცენტრალიზებულად დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგ. თბილისში, ფინანსთა სამინისტრო და მისი მოხელეები განსაზღვრავენ, რეგიონალური, რაიონული და სათემო საკრებულოების და თვითმმართველობების ბიუჯეტს ისე, რომ უმეტესობა საერთოდ არაა ნამყოფი ადგილზე. იზრდება სახელმწიფო ფინანსური სუბსიდირების ტენდენციებიც. Mმაგ. ხელოვნურად ხდება  ფინანსური სუბსიდირება კერძო სექტორის, მეღვინეობასა თუ მეცხოველეობაში, რაც ძალიან არაეფექტურია. Aასევე ხელოვნურად ხდება მონეტარული პოლიტიკის გატარება რაც ასევე არაეფექტურია, Aანუ თუ გავიხსენებთ ცნობილი ამერიკელი ექსპერტის ტომ პალემრის ერთერთი ბოლო სტატიის სათაურს, საქართველოს მთავრობა მიუხედავად ცოდნისა “პახმელიას განკურნებას მაინც არყით ცდილობს” .
მაშინ რატომ იქცევა მთავრობა ასე თუკი იცის რომ “პახმელიის მკურნალობა არ შეიძლება არაყით”? ამ ლოგიკური კითხვის შემდეგ თავისთავად შემოდის ახალი მიზეზები, იმ სავარაუდო მიზეზების ჩამონათვალიდან რომელიც ზემოთ ვივარუდეთ. მთავრობის და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის უუნარობა თუ მოუმზადებლობა? დავიწყოთ 2003 წლის ვარდების რევოლუცით როდესაც სახელმწიფოს მმართველობაში დღევანდელი პოიტიკური ძალა მოვიდა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და რომლებაც დაიწყეს რეფომირების პროცესი, თუ კი დაიწყეს და პირველი 2 წლის მანძილზე ზემოთხსენებული შედეგი ჰქონდათ მაშინ რა მოხდა ასეთი? და სად იყო დანარჩენი  ქართული პოლიტიკური სპექტრი რომ ხელი შეეშალათ რეფორმების პროცესის შეჩერებისთვის და ჩავარდნისთვის?
Mმე ვფიქრობ რომ სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული და ამ სახელმწიფოს ყველა პრობლემის სათავე. გაგახსენებთ ამ პეროდს და გეტყვით, რომ რეფორმების პროცესი საქართველოში ფართო საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რას ნიშნავს ეს? პრივატიზაციის პროცესი “საბჭოთა კავშირ გამოვლილი” საზოგადოებისთვის “ქვეყნის გაყიდვის” სინონიმად იქცა ხოლო “ქართული ლიბერალური რეფორმების მამა” კახა ბენდუქიძე “იუდად”, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში მაქსიმალურად კერძო სექტორის შემოყვანა, ჯანმრთელობის დაცვის მიუწვდომლობის და სიკვდილიანობის გაზრდის იარლიყი მიეწება, პოლიციის რეფორმა 35000 სამუშაო ადგილის გაუქმებად აღიქვა საზოგადოებამ, ხოლო კორუფციის გაქრობა ამ სფეროში, პოლიციის მოსყიდვად, ოღონდ მხოლოდ სამთავობო ძალის მხრიდან. განათლების სფეროს, კულტურის, სპორტის რეფორმა საერთოდ “მასონიზმის” და ყოველივე ქართულის მოსპობის და გადაგვარების მცდელობად ჩაითვალა. საზოგადოება აბსოლიტურად მოუმზადებელი და გაუცნობიერებელი აღმოჩნდა იმისთვის რომ თუნდაც მცირედით წარმოედგინათ რეფორმების შინაარსი და შედეგები. რატომ? რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ამაზე    პირველ რიგიში ამ პერიოდის მთავრობას ანუ პრეზიდენტს და მის გუნდს ეკისრება და სავსებით ლეგიტიმურადაც. ყოველივე ზემოთქმულიდან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ის, რომ ხელისუფლებას   ჰქონდა ლეგიტიმურობის მანდატი და პოლიტიკური ნებაც რომ რეფორმები გაეტარებინათ ამ სახელმწიფოში, რომელიც უკვე 20 წელია საზარელი საბჭოთა კომუნიზმის შედეგებიდან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ შედეგი იყო აბსოლიტურად სხვა, მთავრობა რომელიც ქვეყნის დასავლური ცივილიზაციის კანონზომიერების თანახმა პრინციპებით წარმართვას ცდილობდა, “ქვეყნის გამყიდველად” და “მოღალატედ” გამოაცხადა საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა რატომ?
პასუხი სავსებით ადვილია თუ ლოგიკური მსჯელობით გამოვიყვანთ დასკვნას სახელმწიფოს ისტორიული მდგომარეობის და საზოგადოების მენტალობიდან და სტერეოტიპებიდან. საქართველოს მოსხლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის გაუგებარია ცნებები “ყველა ადამიანი თანასწორია საწყისი პირობებით” ან “კერძო საკუთრება ხელშეუხებელი და უმთავრესია” “ყველა იღებს საკუთარი სურვილების და მიზნების დაკმაყოფილებას, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე” და ა.შ. ყოველივე აქედან ასევე ლოგიკური დასკვნა კი არის ის მიზეზი თუ რატომ “მოინათლა” მთავრობა“ მოღალატედ.  რა გააკეთა მთავრობამ იმისათვის რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი სიტუაცია შეეცვალა? ნაცვლად იმისა რომ საზოგადოების ინფორმირებას რეფორმების შესახებ გრანდიოზული მასშტაბები მიეღო (დღესაც კი არცერთი სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე მათივე რეფორმების  კონცეფციები, მიზნები, შედეგები და სხვ. ინფორმაციული მონაცემები არ დევს, არა თუ ყველაზე შორეულ სოფელში ვინმეს ეს დაბეჭდილი სახით თუ არა სიტყვიერად მაინც მიეტანა), პირიქით “ერთგვარი უკანდახევა” დაიწყო, გაიზარდა სუბსიდირება კერძო სექტორის, შემოიღეს ათასგვარი ბერკეტები ხელოვნური რეგულირების, ბევრ სფეროში “იაფი კრედიტები”, “სახელმწიფო დაზღვევა”, ეროვნულ ბანკს გაუზარდეს უფლებები მონეტარული პოლიტიკის რეგულირების, შეწყვიტეს პრივატიზების პროცესი და ბოლო შედევრი მათი საქმიანობის არის ანტიმონოპოლიური სამსახურის სხვა სახით, მაგრამ აღდგენა. ისევ ისმის კითხვა რატომ? ლოგიკის მეცნიერებაში არსებობს ორგვარი ტიპის მსჯელობა; დედუქციური – ანუ მსჯელობა სადაც დასკვნის ლოგიკური გამომდინარეობა შეუქცევადია და უეჭველია და ინდუქციური სადაც დასკვნის ლოგიკური გამომდინარეობის შეუქცევადობა ალბათობით და განმეორებადობით გამომდინარეობს. Yყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის ეს საქციელი დედუქციური ლოგიკით აშკარად ალოგიკურია ანუ შედეგი საქართველოს რეფორმირების ნეგატიური და ჩიხური იქნებოდა, თუ რეფორმირების პროცესი შეუქცევადი არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობა ალოგიკურად მოიქცა რადგან მათ უკან დაიხიეს “ქართული სოციალისტური სტერეოტიპების” წინაშე, მთავრობამ მოინდომა რომ “იუდა” მხოლოდ ბენდუქიძე ყოფილიყო და ლიებერალური რეფორმების ერთგავრი “რეგულირება”  დაიწყეს, რათა მათ უბრალოდ საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერა ანუ ძალაუფლება არ დაეკარგათ. რაც უკვე ნამდვილი აბსურდია, რადგან ლოგიკური შედეგი ამ ყოველივესი ქართული სახელმწიფოს დღევანდელობა ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური “კრიზისია”. შემდეგი კითხვა რაც დაისმება არის შემდეგი: ვის უნდა შეეშალა ხელი ამ პროცესების ასე განვითრებისთვის? Pპასუხი ავტომატურია, მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს, ე.წ. ოპოზიციას. ხოლო რეალობა ასეთია, საქართველოს  სახელმწიფოს რეფორმირების პროცესის ნეგატიური კუთხით განვითარებაში მთავრობას ხელი არავინ შეუშალა! Eეს დასკვნაც აბსურდულია თუ გამოვალთ იმ საფუძვლიდან რომ მთავრობას ყავდა და ყავს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრი რომლებიც მათ მიერ სახელმწიფოს განვითარებისკენ აღებულ კურსის გაკონტროლებას იYღებენ საკუთარ თავზე. რატომ არ შეუშალა და არ გააკონტროლა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა მთავრობის მიერ დაწყებული სახელმწიფოს ლიბერალიზციის პროცესი? Aარც ამ კითხვაზე პასუხია ძნელი თუ ისევ ლოგიკურ მსჯელობებს მოვიშველიებთ. Oოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ “სოციალისტურია”.  რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს, ის რომ ოპოზიციური ძალები პირველები იყვნენ ვინც სახელმწიფოს ლიბერალური რეფორმირება, “გამყიდველობად”, “მასონიზმად” და კიდევ ათასგვარ პროვოკაციად მონათლეს და საზოგადოებაში არსებულ “სოციალისტურ მუხტი” ხელახლა გააღვიძეს, სხვას ვერაფერს დავარქმევ, რკინიგზის, პორტების და დიდი სამრეწველო ობიექების პრივატიზაციის პროცესში ჩართვის, მუდმივ პროტესტს და საზოგადოების, ამის წინააღმდეგ განწყობას, “უფასო განათლების, ჯანდაცვის, დაზღვევის და ა. შ.” მუდმივი მოთხოვნას და საზოგადოების ფართო ფენებზე აპელირებას იმ მოტივით რომ “ისინი მათზე ზრუნავენ”, მაგ. ლეიბორისტული პარტია, კონსერვატორები, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და ყველა ის ოპოზიციონერი, პოლიტიკური ლიდერი რომელთაც აქვთ საშუალება საზოგადოებას ელაპარაკონ, ამას დავუმატოთ სოკოებივით მომრავლებული “სხვადასხვა სფეროს ექსპერტები” და ნათელი ხდება თუ რატომ წავიდა ამ მიმართულებით მოვლენები საქართველოში.
ყოველივე აქედან გამომდინარე ოპოზიციური სპექტრის პასუხისმგებლობა ორმაგად და ოთხმაგად დიდია და კიდევ უფრო იზრდება, იმ “კრიზისული” სიტუაციის დადგომასთან დაკავშირებით, რაც დღეს მათივე აზრით მხოლოდ დღევანდელი ხელსუფლების ბრალია.  Aამ პოლიტიკურ ძალებს თუ ესმით სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონმიკური განვითრების დასავლური კანონზომიერებები, რასაც ასე თავდადებით ამტკიცებენ, მაშინ ის, რასაც ისინი მთელი ამ წლების მანძილზე აკეთებდნენ, პირდაპირ გამიზნული დანაშაულია სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, ხოლო თუ უბრალოდ არ ესმით და არც სახელმწიფოს განვითარების ლოგიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე შედეგების პროგნოზირება არ შეუძლიათ, მაშინ მათ პოლიტიკის თამაში ეკრძალებათ, მით უმეტეს პრეტენზია, მომავალში, ამ ქვეყნის მართვაზე.
შესაბამისად შეფასებები რომ საქრთველოში კრიზისია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, მე აბსურდად მიმაჩნია, რადგან ყოველივე რაც მოხდა და ხდება საქართველოში 2004 წლის შემდეგ, გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფომ დასავლური ცივილიზაციის თანამედროვე იდეოლოგიის ლიბერალური-დემოკრატიის მოდელი აირჩია და მთავრობამ (რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა ყოფილიყო) დაიწყო ამ იდეოლოგიის შესაბამისი აუცილებელი რეფორმების პროცესი. ხოლო ჩვენ, შედეგად მივიღეთ კრახი. Aშედეგების პროგნოზირება და პოზიტიური შედეგის მიღწევა აბსოლიტურად შესაძლებელი იყო. (გავიხსენებ ესტონეთის მაგალითს, უმრავი პრობლემა ჰქონდათ მათაც მაგრამ არც მთავრობა ადა არც ოპოზიციას ეჭვი არ შეპარვიათ იმაში რომ შედეგი გარანტირებულად ექნებოდათ). Aამიტომ მიმაჩნია საუბარი საქართველოს კრიზისზე აბსურდად, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საერთაშორისო თანამეგობრობის თუ მტრების მხრიდან. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციური ლიდერების “თავგადაკლული” სურვილი “ამ მთავრობის გაძევების და ქვეყნის აღმშენებლობისთვის თავის დადების”, სრული ბლეფი და აბსურდია, მათ უნდა იცოდნენ უკეთეს შემთხვევაში, როგორ კეთდება ეს, ხოლო უარესში იციან და გამიზნულად იქცევიან მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით ან გარეშე მტრის სურვილის შესაბამისად, სულ უარესი, კი ამ ორივე ფაქტორის გამო ერთად. ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მოტივაცია სახელმწიფოს რეფორმირების და განვითარების უკეთეს შემთხვევაში ნელ-ნელა ჩაიფერფლა, ხოლო უარეს შემთხვევაში ძალაუფლების ხელში აღებისთანავე. Aამ “აბსურდული კრიზისის” ანუ ძალაუფლების გაყოფისთვის ან მოპოვებისთვის ბრძოლის მთელი ეს პერიოდი, ქართულ სახელმწიფოსთვის კატასტროფით აისახება, რადგან სახელმწიფოში მოქმედ “გენიოსი” პოლიტიკოსების “მოღვაწეობის” შედეგად ისევ “უფასო ყველზე” უზომოდ შეყვარებული საზოგადოების ფართო მასები ცხოვრობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ დაკარგულ ტერიტორიებზე და იმაზე რომ “მათ მიერ შეთხზული მითი საქართველოს სახელმწიფოს კრიზისის შესახებ” საქართველოს მოქალაქეებს დროსაც არ უტოვებს იმისათვის, რომ იქნებ გაიფიქრონ – “უფასო ყველ მხოლოდ სათაგურშიაო”, მით უმეტეს გამორიცხულია ასეთი კრიზისის დროს რ. რეიგანივით მივიდეს ვინმე მათთან და უთხრას ის ცხრა შემზარავი ინგლისური სიტყვა – მე ვარ მთავრობიდან და აქ ვარ, იმისათვის, რომ დაგეხმაროთ!

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s