იდიოტიზმამდე დასული თუ ასული პატრიოტიზმი(ქართულად)

მოკლედ და კონკრეტულად, ეს სათაური ახლად შქმნილ ”საზოგადოებრივ მოძრაობას” ეკუთვნის, ჩემი აზრით. დიახ, დიახ სწორედაც რომ ”სახალხო ლაშქარს – დაიცავი საქართველოს” ვგულისხმობ! არა და რამდენი პატივსცემი პიროვნება ვიხილეთ ამ პომპეზურ თუ არა პომპეზურ პრეზენტაციაზე…. ალბათ მე მათთვის სადღაციდან მოთრეული ღლაპი ვარ (თუ ვინმე წაიკითხავს მათგან, ამას) და რა უფლება მაქვს მათ ”საერთო სახალხო მოძრაობაზე” ასე ირონიულად და კრიტიკულად ვისაუბრო და მითუმეტეს ვწერო. აი მე კი აბსოლიტურად პირიქით ვთვლი, მეტიც დარწმუნებული ვარ რომ მათ არანაირი უფლება არ აქვთ ”ხალხის” და ”საზოგადოების” სახელით ილაპარაკონ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ჩემი წილი საქართველოს დამცველად სხვებს (ძმებ გაჩეჩილაძეებს ან დანარჩენებს…) ვიხილავდი. თქვენ ვინმეს წარმოგიდგენიათ? არა მგონია თუ თავს ინდივიდებად და ქართველებად თვლით! ამ ქვეყანაში ვერაფრით გავაცნობიერეთ რომ ”ხალხი” როგორც კატეგორია აღარ არსებობს, სამწუხაროდ ჯერ ვერც იქამდე მივედით რომ გავაცნობიეროთ ”ადამიანების” კატეგორია და ვართ სადღაც კულტურულ კომუნიზმის საზღვრებთან ჩარჩენილოები და ”სადღაც აქეთ” მომზირალები, სახელი უკვე ყველამ ვიცით, (სიმშვიდისთვის, ეს თუა საკმარისი) ლიბერალური დემოკრატია… მაგრამ ”აქეთობის” მხოლოდ სახელი ვიცით და თუ აქეთ არ წამოვალთ, ხმამაღლა მაინც ვიყვირებთ, იქნებ ”მოძრაობაში” მაინც ჩაგვეთვალოს. ”დაიცავი საქართველო” რა კარგად ჟღერს არა?…. მერე რა?…. რა და ვიცავ ბატონო(ბატონებო), მე ჩემს საქართველოს, ვიცავ და დამანებეთ(დაგვანებეთ) თავი, ”დათა თუთაშხია” მაინც ხომ წაგიკითხავთ… ამაზე მარტივი რა უნდა გითხრათ რომ გაიგოთ…. ”კოლექტივს” და ”მზრუნველ ლიდერებს” არსად და არასოდეს, არავინ დაუცავთ ან გაუთავისუფლებიათ! სახელმწიფოს ბელტივით ყოველწლიურად გადაბრუნებით შედეგი არავისთვის მოუტანია… რა არ იცით? სასაცილოები ხართ თუ არ იცით და დასაჭერები თუ იცით და თავს იკატუნებთ… მაგრამ ეს ჩვენ ვართ ე.წ. საზოგადოება ბნელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და უკვე სულ ამორთმეულები, მონობას შეჩვეულები, რა?…. თუ გაგახსენოთ ”უდიდესი საბჭოთა კინო რეჟისორის” სასოებით წარმოთქმული მადლობა, ჩვენი ქვეყნის დაბომბისთვის და ოკუპაციისთვის, თანაც სულ ამ ბოლო ხანებში.
ეხ საბრალო საქართველო…. (დანარჩენი იხ. კინოფილმ ”ნატვრის ხეში”)
ყველამ საკუთარ საქართველოს მივხედოთ ”ადამიანებო”!
P.S. როდემდე უნდა მიწევდეს ბრჭყლებში ჩასმული ფრაზებით წერა, ეს უკვე პოსტმოდერნიც აღარაა, რადგან გაურკვეველია რეალობა რომელშიც ეს სახელმწიფო არსებობს…. (კიდევ კარგი რომ სახელმწიფო მაინც არსებობს)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s