ნაგვიანევი უკრაინა

ვერაფრით მივეჩვიე ამ ბლოგერობას, თუმცა ისიც არ ვიცი ზუსტად რა ქვია ამას… მოკლედ რომ ვთქვა ეს გლობალიზაციის საჩუქარია ჩემთვის, თანაც ისეთი კარგი, რომ შემიძლია ყოველგვარი სისულელე მივასაღო მსოფლიო ინტენეტის ლაბირინთს, ენიდან და დამწერლობიდან გამომდინარე, ალბათ ამის წამკითხავი ცოტა თუ გამოჩნდება დუნიაზე, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც წერ და წერ, არც არავინ გაძალებს, გინდა თუ არა ამდენი და ამდენი ან აქედან, აქამდე, თუ სულაც, რამე ღირებული დაწერეო. მოკლედ ეს ამდენი აბდაუბდა მხოლოდ იმის საჩვენებლად რომ თქვენს წინაშე მწერალი არაა, არც შემოქმედი, არც მეზღაპრე… და არც არავინ.
7 სექტემბერს დავბრუნდი, საშინლად გაციებული, სიცხიანი, ცხვირგაჭედილი, ყელატკივებული და ყურებდაგუბებული. აეროპორტში, საზღვარზე შემოსვლის რეგისტრაცია გავიარე თუ არა ხანშიშესულმა მამაკაცმა გულისხმიერად გამომიწოდა ა4 ფორმატის ქაღალდი ნაბეჭდი ტექსტით, თავაზიანობისთვის გამოვართვი და გადავკეცე ნაგვის ყუთამდე, ესკალატორზე დავეშვი, ადამიანურ ცნობიმოყვარეობას ხომ საზღვარი არ აქვს და უცნაურობასაც, თავიდანვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ ქაღალდი ნაგვის ყუთში ჩამეშვა, წამიერად შევცვალე და გავშალე, ქართულ ინგლისური ტექსტის სათაური პირდაპირ შავად აბრდღვიალდა ჩემი ავადმყოფობისგან ამოღამებული თვალების წინაშე: ”გაფრთხილება ეიჩ1ენ1 ვირუსის (ღორის გრიპის) შესახებ” დამავიწყდა ყველაფერი, წამიერად. შემეშინდათქო ვერ ვიტყვი, რადგან უკვე ვიცოდი რომ ვკვდებოდი და თანაც საკმაოდ მალე… ერთადერთი რაც მოვიაზრე იყო ის, რომ უკვე გვიანი იყო, საიფორმაციო ტექსტში მითითებულ მისამართზე წასასვლელად. მეც რაც სემეძლო უსიცოცხლოდ ავიღე ჩემი საგორავებიანი ჩემოდანი და გამოვგორდი გარეთ. ეგრევე ჩემი მეგობარი პოლიციელი შემეფეთა მხარზე ებრაულ ავტომატ გადაკიდებული. შევძელი ეტყობა გახარებული გამომეტყველების დაჭერა რადგან უცბად მოვუყევი 12 დღიანი თავგადასავალის ის საჭირო ნაწილი, ძმაკაცებს რომ უყვებიან ხოლმე, უცხოეთიდან და მით უმეტეს უკრაინიდან ჩამოსული ქართველები. ტაქსის გაჩერებაც მოვახერხე… კიდევ ერთი რამაც უფრო ცუდად გამხადა იყო ის რომ უცბად გამახსენდა რომ ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი უნდა მენახა იმავე საღამოს, ხოდა როგორი ასატანია ავადმყფობას დამატებული მწარე ფიქრები… ვნახო უსაყვარლესი ქალი, ეს ნიშნავს რომ ვირუსს გადავდებ(მე ხომ დარწმუნებული ვიყავი რომ ვკვდებოდი), არ ვნახო იმავე საღამოს და მიდი და აუხსენი მეორე დღეს(თუ საბედნიეროდ დიაგნოზი უარყოფითი იქნა) უკრაინიდან ჩამოსულმა, მართლა ძალიან მოგენატრა ოღონდ ჩამოსვლისას ძალიან დაღლილი იყავი და პირდაპირ მის სანახავად ვერ წახვედი… მოკლედ პირველი, 3 საღამო ვწვებოდი დასაძინებლად, იმ შეგრძნებით რომ ხვალ თუ ცოცხალი ვიქნები, წავალ იმ ჯანდაბა-ცენტრში, დიაგნოსტიკისთვის მაგრამ როგორც მიხვდით არ ვიყავი მე დავირუსებული და რომ არა ის დასაწვავი საინფორმაციო ფურცელი არც ასე დავვარდებოდი ქადაგად ღორის გრიპზე. კიდევ ეს ყველაფერი ჩემი ნამდვილი უკრაინული შთაბეჭდილებების ნაგვიანევი მოძალების მიზეზად იქცა, ამას დავუმატოთ ჩემი არშემდგარი ბლოგერობა და სულ ადვილი გასაგებია, თუ რატომაა ჩემს ბლოგზე პოსტების ნიაღვარი.
უკრაინაში გამგზავრებას სრულიად ოფიციალური მიზეზი ჰქონდა, ამერიკული ლიბერალიზმის გიგანტი ინსტიტუტი ყოველწლიურ საზაფხულო სკოლას აწყობდა ოდესაში, სახელწოდებით ”საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე” აწ უკვე დანგრეული კომუნისტური გიგანტის ჯერ კიდევ ფესვებზე ამოყლორტილი სახელმწიფოების მოქალაქე, ახალგაზრდა ექსპერტებისთვის.
ასე და ამგვარად გადავფრინდი კიივს(ასე ქვია უკრაინულად მათ დედაქალაქს!!!)ჩემი საუკეთესო მეგობარი ყოველთვის მჯობდა ამ ლიბერალური მივლინებებით საზღვარგარეთ და ამჯერადაც, მე და გიო კიივის აეროპორტში ვხვდებით, ”მისმა” ეარბასმა, ნიუ-იორკიდან, მთელი 3 საათით დაიგვიანა და არც ჩემს ძმაკაცს მოჰკლებია, ზურიკელას ბებიის მსგავსი დალოცვა მთელი ამ დროის მანძილზე ორი დღე გვაქვს კიივში, მთელი ორი დღე, ალბათ ყველა თუ არა ბევრი მკითხველი წამიერად ჩადებს ამ ”მთელ ორ დღეში” იმას რასაც ”37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა და მამაკაცური ტემპერამენტის თავისუფლება ქართულად” დღესაც ასე აქტუალურია ჩვენში. მაგრამ ეს ყველაფერი, დავივიწყეთ ამის გამო, რომ მერე ”გამოსულ ლიბერალებს” თბილისში ჩვენთვის ნიშნის მოგებით არ დაეწყოთ ყურება და თანაც ეს დრო ჩვენთვის უკვე გარდასულ პერიოდად იქცა. ამიტომ ვისეირნეთ ხრეშატიკზე…., წმ. სოფიას ლავრაში(ეს ლავრა კიევის პატრიარქის რეზიდენციაცაა), მერე კიივ-პეჩორის გვირაბებში, ვსვით ძალიან ბევრი და კარგი ლუდი, ვაფურთხეთ ყაზბეგს! ვუყურეთ უეფას სუპერ თასის გათამაშებას სტუმართმოყვარე მასპინძელთან ერთად, დიდ ლუდის პაბში, სადაც შახტარის გულშემატკივრების სრული დეფიციტი იყო და გახარებული უკრაინელები ქართულ გინებაზე არა ნაკლები სიმძაფრით კითხულობდნენ დონეცკელი ზანგი თუ თეთრი პუტინების და იანუკოვიჩების ოჯახის წევრებს. მერე კიივის ცენეტრში ავწიეთ ბარსელონას და საქართველოს სადღეგრძელოები და მასპინძელმა დიდი გაწევ-გამოწევის მერე როგორც იქნა გაგვიშვა დასაძინებლად.
საოცარი ქალაქია კიივი. დახუჭავ თვალებს, გაახელ, სრულიად საბჭოთაა არქიტექტურით. ისევ, დახუჭავ თვალებს, გაახელ, სრულიად ევროპულია არქიტექტურით. მოკლედ იქ ყველაფერი იანუსივითაა, ერთ ნაბიჯზე ანტირუსულია ყველაფერი, მეორე ნაბიჯზე კომუნისტებს რუსული დროშებით, წითელი კარვები აქვთ გაშლილი. ვიღაც გაღიმებული და მოწიწებით გიყურებს როგორც ქართველს, ვიღაცას ფაშისტი ქართველის დანახვა აღიზიანებს, მაგრამ მთავარი ჩემს მაგალითზე, მაინც ისაა რომ ხვდები რა წინ ხარ, ოლეგი ამბობს, რომ მათ ქვეყანას მომავალი არ აქვს, თუ თავი არ დააღწიეს ამ ორსახოვნებას თუ ორბუნებობას.
– თქვენ რა გიჭირთ, ქართველებს, ის მაინც იცით რომ თქვენგან ჩრდილოეთით აღარასოდეს უნდა გაიხედოთ.
ეხ, რომ იცოდეს ჯერ კიდევ რამდენი იყურება, ჩვენთან ჩრდილოეთით და არა მხოლოდ იყურება ალბათ საკუთარ ქვეყანასაც ასე არ მოექცეოდა, მაგრამ ვხვდები რომ ეს ”მფრინავი ჰოლანდიელივით” მორიალე აზრი ქართველების შეკრულობის და სახელმწიფოს მიზნების გარკვეულობის რომელიც მათთვის ასე ურყევია, საბოლოოდ ჩვენთვის, კარგის მანიშნებელია. ერთია კიდევ კიივში, ხალხს პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად აინტერესებსო, ოლეგი ასე ფიქრობს. საკმაოდ კარგი ჟურნალის რედაქტორია კაცი, უკრაინულის.
ამასობაში ოდესაში გადაფრენის დროც მოვიდა, დროა სერიოზულ საკითხებზე ვიკამათოთ, მე მგონი სერიოზულ ხალხთან, ლიბერალები არიან მაინც, ყოველშემთხვევაში ასე უწერია ყველას ესეებში(ეს სკოლა ესსეების კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენასაც ითავსებს). ოდესა დიდი ქალაქია რაღაცით ბათუმსაც გავს, ოღონდ 5-ჯერ დიდ ბათუმს. კიდევ იმ განსხვავებითაც, რომ აქ ყველანაირი ტრანსპორტის წინა საქარე მინაზე მიკრულ უკრაინის სახელმწიფო დროშას, გვერდს რუსეთის დროშა უმშვენებს. ჰოდა ყველაფერი წამსვე გასაგები ხდება ჩემთვის. შესაბამისად ისტორიული ნაწილის გარდა რომლის აშენებაც ფრანგ ჰერცოგ რიშელიეს და კიდევ დაახლოებით 12 სხვა ეროვნების ადამიანებს უნდა უმადლოდეს სრულიად ოდესა, არც არაფრით დავინტერესებულვარ. პირდაპირ გავწიეთ სანატორიუმ ”სოვინიონისკენ” გზად მხოლოდ ვენახები და შორს ჰორიზონტზე ჩამწკრივებული საპორტო ამწეების გარდა არც არაფერი შეგვხვედრია. ღვინო ძალიან ეამაყებათ ოდესელებს, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – არი რაა. საფერავიც მოჰყავთ და 200 წლიანი ღვინის უზარმაზარი ქარხნითაც ამაყობენ, ”შაბო” ეს დაახლოებით მათთვის იგივეა რაც ”შამპან” ფრანგებისთვის.
6 დღე, დილით ძალიან ცნობილი ექსპერტების(ილარიონოვის და კიდევ ერთი ქართველის რომლის გვარსაც არ დავასახელებ, ისედაც ყველამ იცის) 1 საათიანი პრეზენტაცია თემის გარშემო და შემდეგ გაუთავებელი კამათი და სჯაბაასი იმის შესახებ თუ რა შორს ვართ, საზოგადოებისგან სახელმწიფოს გარეშე. გაუთავებელი და ხშირად მომაბეზრებელიც, კამათი კამათის გამო და საჭმელი რომელიც პირადად ჩემთვის ერთადერთ ეპითეტს იმსახურებს – ”დელიკატესები ანუ საცოდაობა). ყველაზე მეტად რუსები აქტიურობენ, აქაც ბევრნი არიან და ალბათ იმიტომ, მაგრამ როგორც მერე მივხვდი, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან უჭირთ, რატომ? არცერთი მათგანი წამითაც არ უშვებდა იმას, რომ შესაძლებელია ოდესმე სახელმწიფო იყოს უფრო ლიბერალური.
ამიტომ მე ჩემებურად ვცდილობდი, ეს ჩემებურად რას ნიშნავს, ძნელია თქმა მაგრამ ასეა.
ყველაზე პოპულარული ადამიანი იქ ქართველი ლექტორი და ანდრეი ილარიონოვი იყო, მერე კი… მოკლედ ეს შთაბეჭდილებები ნაგვიანევია და კიდევ ბევრი უბრალოდ ეხლა არ მიტრიალებს გონებაში… ბოლოს და ბოლოს შთაბეჭდილება ემოციაა და არა მსჯელობათა ჯაჭვი…
ხვალ ან ზეგ შეიძლება კიდევ გამახსენდეს რამე… ჩავიწერ… რა ვიცი რაში დამჭირდეს….

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s