ფეხბურთი ჩვენებურად

centre

ალილო და ხვალეო…. ქართველები ანდაზების სიმცირეს არ ვუჩივით, ამიტომაც ხშირად ვიყენებთ არგუმენტებად. შეიძლება მეც ასე მომდის, მაგრამ ყოველგვარი მსჯელობის ბოლოს მაინც ამ დასკვნამდე მივდივარ.
ტრადიციებ ტრადიციები და ისევ ტრადიციები…. ესაა რაც დაგვრჩა და რაც გვინდა რომ გავაცოცხლოთ, არა და ეს გამორიცხულია, ყოველგვარი ტრადიცია მხოლოდ თავისმოსაწონებელი ღირებულებაა. ამიტომაც ფეხბურთი, რომელიც ასე გვიყვარს ქართველებს(სიტყვებით ასე გამოვხატავთ). პირველ რიგიში ტრადიციებისკენ ლტოლვისგან უნდა გავათავისუფლოთ. ერთადერთი რაც შეიძლება ამაში კარგი დავინახოთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მოტივაციის და სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის გამოყენებაშია.
დათო ყიფიანობა არ უნდა მოვთხოვოთ არცერთ ფეხბურთელს, იმიტომ რომ არცერთ შემთხვევაში არ გამოუვა! უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფეხბურთის დაფასება. სტადიონზე სიარულით, მხარდაჭერით და ფულის დახარჯვით. სახელმწიფოს იმედზე განვითარებული ფეხბურთის წარმატებების მოლოდინში ჩვენი მტერი იყოს(განსაკუთრებით ჩრდილოეთით, მათ უკვე მიიღეს ასე შედეგი). ჯერ მარტო ის რად ღირს რომ არცერთ გულშემატკივარს თუ სპეციალისტს არ მოუვიდა აზრად ქართული ფეხბურთის მხარდამჭრი ფონდის შექმნა…. რა ყოველმა გულშემატკივარმა, კვირაში 1 ლარი მაინც რომ გადარიცხოს, თუნდაც ტოტალიზატორში მოგებული თანხებიდან, ან ტოტალიზატორებმა გადარიცხონ მიღებული შემოსავლებიდან თუნდაც თეთრები…
მოკლედ ეს ერთი შეხედვით სულელურ და არამაშტაბურ იდეა ჩანს მაგრამ აქ ელემენტარული მათემატიკაც საკმარისია იმისთვის თუ რამხელა დახმარების გაწევა შეუძლია მსგავს იდეას ბავშვთა ფეხბურთისთვის…
მოტივაცია გვჭირდება ამისთვის და ბრმა რწმენა იმის რომ წარმატებას შეგვიძლია მივაღწიოთ…
არა და რა ცუდ დღეში ვართ

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s