ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს (ფრედერიკ ბასტია)

uncle-sam-taxes1

გადასახადები

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები ამ ხარჯების გასაწევად დაკისრებული გადასახადების გამო დაკარგული სიმდიდრის კომპენსირებას შეძლებენ. ქვეყნის მარჯვენა ჯიბიდან მარცხენა ჯიბეში ფულის გადადება არც ისეთი მარტივი პროცესია, როგორც ჩვეულებრივ მის წარმოჩენას ცდილობენ. მაგალითად, საზოგადოებრივი სახსრების განმკარგველები გვეუბნებიან, რომ თუკი ეროვნული შემოსავალი 20000000000 ლარს შეადგენს (ამ ციფრის დაფიქსირებისას ისი-ნი ყოველთვის ძალიან გულუხვები არიან), სახელმწიფოს მიერ გადასახადების სახით აკრეფილი 5000000000 ლარი მხოლოდ ეროვნული შემოსავლის 25%-ს შეადგენს, ანუ კერძო სექტორიდან საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის მხოლოდ მეოთხედის ამოღება ხდება. ამაში იგულისხმება, თითქოს სახელმწიფო დიდი კორპორაციის მსგავსი სტრუქტურაა, და რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ უბრალო საბუღალტრო ოპერაციაა. საზოგადოებრივი სახსრების მხარჯველებს ავიწყდებათ, რომ აქ საუბარია თანხის A-სთვის გამორთმევაზე, რათა B დავაფინანსოთ. ან, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ მათ ეს მშვენივრად იციან; მაგრამ, როდესაც ისინი ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა სიკეთეს მოიტანს ეს B-სთვის, და იმაზე თუ რამდენი კარგი საქმე კეთდება, საქმე, რომელიც არასოდეს გაკეთდებოდა ამ უკანასკნელისთვის ფული რომ არ გადაგვეცა, მათ ავიწყდებათ იმის თქმა, თუ რა გავლენას ახდენს ეს A-ზე. B-ს ვხედავთ, ხოლო A გვავიწყდება. დღევანდელ რეალობაში საგადასახადო განაკვეთები სხვადასხვა პირებისთვის სხვადასხვაა. საშემოსავლო გადასახადის უდიდესი ნაწილი ეროვნული შემოსავლის მწარმოებელთა მცირე პროცენტზე მოდის. ეს გადასახადები გარდაუვლად ახდენს ზეგავლენას იმ პირების ქმედებებსა და სტიმულებზე, ვისგანაც მათი ამოღება ხდება. როდესაც კორპორაცია კარგავს ასივე თეთრს მის მიერ დაკარგული თითოული ლარიდან, ხოლო მოგებული ლარიდან მხოლოდ 60 თეთრის შენარჩუნების უფლება გააჩნია, და როდესაც იგი ზარალიანი წლების მომგებიანი წლების ხარჯზე კომპენსირებას ვერ ახერხებს (ან ადეკვატურად ვერ ახერხებს), მისი პოლიტიკა იცვლება. იგი აღარ აფართოებს და ამრავალფეროვნებს საკუთარ საქმიანობას ან აფართოებს მხოლოდ იმათ, რომლებიც მინიმალურ რისკებთან არის დაკავშირებული. ისინი, ვინც ამ სიტუაციას აცნობიერებენ, ახალი ბიზნესის წამოწყებისაგან თავს იკავებენ. შედეგად, არსებული დამსაქმებლები აღარ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს ან არ ქმნიან მათ იმ რაოდენობით, რომლითაც სხვა გარემოებებში შექმნიდნენ; ხოლო სხვები საერთოდ არჩევენ არ გახდნენ დამსაქმებლები. გაუმჯობესებული აღჭურვილობა და უკეთესად შეიარაღებული ქარხნები გაცილებით უფრო ნელა იქმნება, ვიდრე უნდა იქმნებოდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში მომ-ხმარებლები ვეღარ იღებენ უკეთეს და იაფ პროდუქციას, ანუ რეალური ხელფასები დაბალი რჩება. შედეგი იგივეა, როდესაც პირადი შემოსავლები 50, 60, 75 და 90 პროცენტით იბეგრება. ადამიანები კითხულობენ: რატომ უნდა იმუშაონ მათ ექვსი, რვა ან ათი თვე მთავრობისთვის და მხოლოდ ექვსი, ოთხი ან ორი თვე საკუთარი თავისთვის და ოჯახებისთვის? ისინი იმ დასკვნამდე მივლენ, რომ საკუთარი კაპიტალით გარისკვა სისულელეა და სხვა არაფერი. ამას გარდა, თავად რისკის გასაწევი კაპიტალის ოდენობაც მნიშვნელოვნად მცირდება. კაპიტალის დაგროვება ვერ ხერხდება, რადგან იგი გადასახადებს მიაქვს. მოკლედ, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭირო კაპიტალი ვერ გროვდება, ხოლო, მეორე რიგში, შექმნილი კაპიტალის ახალ საწარმოში დაბანდება აზრს კარგავს. საჯარო სახსრების გან-მკარგველები თავადვე ქმნიან იმ უმუშევრობის პრობლემებს, რომლების გადაჭრაზეც ისინი თავს დებენ.
რაც მეტია ეროვნული შემოსავლის გადასახადების სახით ამოღებული წილი, მით მეტ ზიანს აყენებს ეს კერძო წარმოებას და მით უფრო დიდ უმუშევრობას იწვევს. როდესაც მთლიანი საგადასახადო ტვირთი ასატან ფარგლებს სცილდება, გადასახადების ისე ამოღების პრობლემა, რომ ამან ხელი არ შეუშა-ლოს წარმოებას, საერთოდ გადაუჭრადი ხდება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s