ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს (ფრედერიკ ბასტია)

1367419632_9781453857502_p0_v1_s260x420
კარგი და ცუდი ეკონომისტი

ეკონომიკის სფეროში ნებისმიერი ქმედება, ჩვევა, დადგენილება და კანონი ბადებს არა ერთ, არამედ შედეგების მთელ ჯაჭვს. ამათგან მხოლოდ ერთი, პირველი მჟღავნდება უშუალოდ, მის გამომწვევ მიზეზთან ერთად ეს არის ის, რაც ჩანს. დანარჩენი მჟღავნდება ერთიმეორის მიმდევრობით ეს არის ის, რაც არ ჩანს და ჩვენთვის უკეთესია თუ მათ წინასწარ განვჭვრეტთ. განსხვავება ცუდ და კარგ ეკონომისტს შორის ისაა, რომ პირველი ითვალისწინებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩანს, ხოლო მეორე იმასაც ითვალისწინებს რაც ჩანს და იმასაც, რისი განჭვრეტაც აუცილებელია. ეს განსხვავება ძალინ დიდია, რადგან თითქმის ყოველ-თვის ისე ხდება, რომ პირველი შედეგები ხელსაყრელია, ხოლო შემდგომი უკვე დამღუპველი და პირიქით. აქედან გამომდინარეობს, რომ ცუდი ეკონომისტი თავის არჩევანს აკეთებს მცირე კეთილდღეობაზე, რომელსაც მომავალში დიდი ბოროტება მოჰყვება, მაშინ, როცა ჭეშმარიტი ეკონომისტი მომავლის სა-ყოველთაო კეთილდღეობაზე აკეთებს არჩევანს და დღეს მცირე ბოროტების არსებობას რისკავს. იგივე პრობლებას ვაწყდებით ჰიგიენასა და ზნეობასთან მიმართებაში, ხშირად ამა თუ იმ ჩვევის პირველი ნაყოფი რაც უფრო ტკბილია, მით უფრო მწარეა დანარჩენები. მაგალითისთვის მოვიყვანოთ გარყვნილება, სიზარმაცე, მფლანგველობა. მაშასადამე, როცა ადამიანი მხოლოდ ხილულ შედეგებს ხედავს და არ შეუძლია იმის განჭვრეტა რაც არ ჩანს, იგი როგორც მიდრეკილებით, ისე გათვლებით დამღუპველ ჩვევებსაა დამორჩილებული.
სწორედ ამიტომაც განვიხილოთ სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენების შედეგები, სადაც ერთმანეთს დავუპირისპირებ იმას, რაც ჩანს და იმას, რაც არ ჩანს.

2. ჩამსხვრეული ფანჯარა მოდით
ყველაზე მარტივი მაგალითით დავიწყოთ: ჩამსხვრეული ფანჯრის შემთხვევა განვიხილოთ. წარმოიდგინეთ, რომ მცირეწლოვანმა ონავარმა აგურით საცხობის ფანჯარა ჩაამსხვრია. განრისხებული ხაბაზი ქუჩაში გავარდა, მაგრამ ბავშვი უკვე გაიქცა. ხალხმა უცებ მოიყარა თავი, ისინი უტყვი კმაყოფილებით უმზერდნენ ჩატეხილ ფანჯარას და პურსა და ფუნთუშეულზე მიმოფანტულ მინის ნამსხვრევებს. ცოტა ხანში ბრბოს ფილოსოფიური განსჯის სურვილი უჩნდება. მისი რამდენიმე წევრი დარწმუნებით უმტკიცებს შეკრებილებს და ხაბაზს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ამ ზარალს დადებითი მხარეც გააჩნია. ამ გზით ხომ რომელიმე მეშუშეს საქმე გაუჩნდება! ამ მიმართულებით მსჯელობას კიდევ უფრო შორსმიმავალი დასკვნები მოჰყვა. რა ღირს ახალი შუშა? ორასორმოცდაათი ლარი? საკმაო თანხაა. ბოლოს და ბო-ლოს, ფანჯრები რომ არასოდეს ტყდებოდეს, მეშუშეების ბიზნესს რა დღე დაადგებოდა? შემდგომი მსჯელობა კიდევ უფრო შორს მიდის. მეშუშეს გაუჩნდება ზედმეტი 50 ლარი, რომელსაც იგი სხვა მოვაჭრეებთან დახარჯავს, ისინი, თავის მხრივ, 50 ლარად კიდევ სხვა რამეს იყიდიან და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ჩამსხვრეული ფანჯრა ბაზარს ფულის დამატებითი ნაკადითა და ახალი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს და პროცესი წყალში ჩაგდებული ქვისგან წარმოქმნილი ტალღებივით გაფართოვდება. ყოველივე ამის ლოგიკური დასკვნა: თუკი ბრობო მოინდომებს, ონავარი, რომელმაც აგური ისროლა, საზოგადოების მტერი კი არა, კეთილისმყოფელია.
მოდით ახლა საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. ბრბო მართალია თავის პირველ დასკვნაში: ვანდალიზმის ეს მცირე აქტი მეშუშეს საქმეს გაუჩენს. მეშუშეს ამ ამბის გაგება ისევე გაუხარდება, როგორც მესაფლავეს ადამიანის გარდაცვალება. თუმცა, ხაბაზმა ჩატეხილი ფანჯარა უნდა აღადგინოს და ამისთვის მან ის 250 ლარი უნდა დახარჯოს, რომლითაც ახალი პიჯაკის ყიდვას აპირებდა. შესაბამისად, მას ისევ ძველ კოსტიუმში სიარული მოუწევს. იმის ნაცვლად, რომ ხელუხლებელი ფანჯარა და 250 ლარიც ჰქონოდა, მას ახლა მხოლოდ აღდგენილი
ფანჯარა ექნება. ანუ, რადგანაც იგი ამ დილით პიჯაკის ყიდვას აპირებდა, იმის ნაცვლად, რომ ხელუხლებელი ფანჯარაც და ახალი პიჯაკიც ჰქონოდა, მას მხოლოდ აღდგენილი ფანჯარაღა შერჩება. თუკი ჩვენ იმაზე დავფიქრდებით, რომ ხაბაზიც საზო-გადოების ნაწილია, დავინახავთ, რომ საზოგადოებამ ახალი პიჯაკი დაკარგა, რომელიც სხვა შემთხვევაში “სამომხმარებლო ბრუნვაში” გამოვიდოდა, ანუ საზოგადოება ზუსტად ამავე თანხით გაღარიბდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეშუშის ბიზნესმა იმდენივე მოიგო, რამდენიც მკერავის ბიზნესმა წააგო. ანუ, არავითარი ახალი “სამუშაო” არ შექმნილა. შეკრებილი ხალხი ამ პროცესის მხოლოდ ორ მონაწილეზე ფიქრობდა ხაბაზსა და მეშუშეზე. მათ დაავიწყდათ მესამე მხარე მკერავი, რომელიც აგრეთვე ამ პროცესის პოტენციური მონაწილეა. ის ზუსტად იმიტომ დაავიწყდათ, რომ ამ მომენტში იგი არენაზე არ ჩანდა. ხალხი სულ მალე დაინახავს აღდგენილ ფანჯარას, მაგრამ ვერასოდეს დაი-ნახავს ახალ პიჯაკს, რადგან იგი არც კი შეიკერება. ხალხი მხო-ლოდ იმას ხედავს, რაც უშუალოდ მის თვალწინაა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s