მექანიზმი ინფლაციისთვის ფული, სახელმწიფო და თანამედროვე მერკანტილიზმი1

tumblr_lygtmgqHl91qb74bso1_500

მიურეი როთბარდი

ნებისმიერ ეკონომიკაში ფული ნერვული სისტემის ცენტრს წარმოადგენს. ეკონომიკა შედგება ორ ადამიანს შორის გაცვლის თავისუფალი და რთული ქსელისგან, ფული კი ყოველი გაცვლის ერთ მხარეს წარმოადგენს. ფულის საშუალებით მომსახურების და საქონლის (რომელიც ფულზე იყიდება) მწარმოებლები ხდებიან საქონლის და მომსახურების
(რომელსაც ფულით იძენენ) მომხმარებლები. თუ რომელიმე ადამიანი ან ორგანიზაცია შეძლებს მოიპოვოს კონტროლი ფულის მიწოდებაზე – მის ხარისხზე, მის რაოდენობაზე, ან მის გამოყენებაზე – შესაბამისად დიდ ნაბიჯს დგამს ერთიანი ეკონომიკური სისტემის სრული კონტროლისკენ. ამგვარად, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მიღწეულ
იქნას სრული ეკონომიკური კონტროლი ფულის მიწოდებაზე ბატონობის გარეშე.

ფული თავისუფალ ბაზარზე

სრულიად თავისუფალ ბაზარზე არც ერთ ადამიანს ან ჯგუფს არ შეუძლია ფულის კონტროლი. ფული თავისუფალ ბაზარზე ინდივიდების მიერ გაცვლის საშუალებად მაშინ ყალიბდება, როცა ერთი ან რამდენიმე საქონელზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა და ისეთი თვისებებით გამოირჩევა, როგორიცაა: გამძლეობა, პორტატიულობა და გაყოფადობის უნარი. როგორც კი საქონელი გამოიყენება გაცვლის საშუალებად, პროცესი ჩქარდება, საქონელი უფრო მეტად ღირებული ხდება, ხოლო საბოლოოდ საყოველთაო გაცვლის საშუალებად ჩამოყალიბდება – როგორიც მაგალითად ფულია. ცივილიზაციის სხვადასხვა პერიოდებში, ოქრო და ვერცხლი წამყვან გაცვლით საქონელს წარმოადგენდნენ და შესაბამისად, ფულად ჩამოყალიბდნენ. თავისუფალ ბაზარზე ფული გარდაიქმნება ძალზედ მნიშვნელოვან საბაზრო საქონლად. ცივილიზებულ ერაში, ეს რჩეული საქონელი ოქრო და ვერცხლი იყო2.
თავისუფალ ბაზარზე ადამიანს მხოლოდ სამი გზით შეუძლია ფულის მიღება: 1) საქონლის ან მომსახურების წარმოებით და შემდგომ მისი გაცვლით („გაყიდვით“) ფულად საქონელზე; 2) საჩუქრის მიღებით; ან 3) თავად ფულის როგორც საქონლის წარმოებით.
მე-2 მიმართულება არ იქნება წამყვანი ეკონომიკაში, და ნებისმიერ შემთხვევაში, დანარჩენ ორ მეთოდს მოსდევს, სანამ უკუსვლის დროს გარკვეულ მომენტში ჩუქების პროცესი არ დასრულდება. მაგრამ საქონელი მხოლოდ მაშინ იქნება არჩეული ფულად, როდესაც იგი მყარი და მოთხოვნადი გახდება. მოთხოვნადი კი მანამ არ იქნება, სანამ იგი შედარებით იშვიათი და მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამგვარად, მიმართულება (3) ფულის შესაქმნელად გულისხმობს იშვიათი საქონლის წარმოების რთულ პროცესს; ოქროსა და ვერცხლის შემთხვევაში, ეს გულისხმობს მადნის ახალი საბადოების აღმოჩენას და მოპოვებას. ბაზარზე არსებული ყველა ბიზნესი და ინდუსტრია მიდრეკილია, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამონაგების იგივე რაოდენობა მიიღოს რაც დანახარჯია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაპიტალი და რესურსები უფრო ღარიბი ინდუსტრიებიდან შემოსავლიან ინდუსტრიებისკენ გაედინება, სანამ ამონაგები არ გათანაბრდება. შედეგად, ოქროს მომპოვებელი ბიზნესები ბაზარზე დიდი ხნით გამძლე მომგებიან საქმეს ვერ უზრუნველყოფენ; ისინი მიდრეკილნი იქნებიან სხვა ინდუსტრიების მსგავსი ამონაგების მიღებისკენ. ამგვარად, აღარ იარსებებს ოქროს ან ვერცხლის მომპოვებელ ინსდუსტრიებში შესვლის სტიმული სხვა წარმოებებთან შედარებით.
მეტიც, ოქრო და ვერცხლი გამძლე ლითონებია, ამიტომ ყოველ წელს მოპოვებული ახალი ოქრო და ვერცხლი მნიშვნელობას კარგავს უკვე არსებულ მარაგთან შედარებით. მაშინ ბაზარზე ფულის გამომუშავების ძალზედ მნიშვნელოვანი გზა იქნება (ა), საქონლის და მომსახურების გაყიდვა სხვა ადამიანის ფულის მარაგის სანაცვლოდ. არავის შეეძლება ფულის შოვნა მანამ იგი არ აწარმოებს გაცვლისთვის საჭირო საქონელს და მომსახურებას ან ოქროს მოპოვების საქმეს არ მიჰყოფს ხელს. გარდა ნებაყოფლობითი საჩუქრებისა, იგი მიიღებს ოქროს ან ვერცხლს იმ ღირებულების პროპორციულად, რადაც სხვა გამცვლელები აფასებენ მის მომსახურებას.
ნათელი უნდა იყოს, რომ თავისუფალ ბაზარზე, არც ერთ ადამიანს ან ჯგუფს არ შეეძლება გააკონტროლოს საზოგადოების ფული. ყველა სახის ფული კერძო ინდივიდების მიერ საბადოებზე მუშაობით მოიპოვება და ეს სახელმწიფოს მიერ საგადამხდელო საშუალების გამოშვებას არ ნიშნავს. ფულის სრული მიწოდება განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების
მდგომარეობით და ადამიანებით, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის მოპოვების ბიზნესში თავისუფლად და ნებაყოფლობით შედიან. თუ რამდენ ფულს ღებულობს ერთეული ადამიანი ცალსახად განისაზღვრება თითოეული ინდივიდის თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით, რამდენს გაყიდის და იყიდის, ან არ იყიდის და არ გაყიდის ნებისმიერ მოცემულ საქონელსა თუ მომსახურებას. ინდივიდუალური არჩევანის საერთო შედეგი განსაზღვრავს პიროვნების ჯამურ გაყიდვებსა და შემოსავალს. თავისუფალი და არაკონტროლირებადი ფული, და თავისუფალი და არაკონტროლირებადი ბაზარი აუცილებლად ხელიდან ხელში გადადის.
საკვირველია, მსოფლიო ისე გასცდა ჭეშმარიტად თავისუფალ ფულს, რომ ყველაზე „კონსერვატორი“, თავისუფალი ბაზრის მომხრე ეკონომისტებიც კი, აღარ არჩევენ თავისუფალი ბაზრის ფულზე დაბრუნებას. მილთონ ფრიდმენი და „ჩიკოგოს სკოლის“ სხვა ეკონომისტები დეკრეტულ ფულს უჭერენ მხარს, რომელსაც მთავრობა ბეჭდავს და კავშირი
არ აქვს ოქროსა და ვერცხლთან. ამერიკის სავაჭრო პალატა ეკონომიკის სახელმძღვანელოში უბრალოდ ეთანხმება ამას: „ფული არის ის, რასაც მთავრობა გამოაცხადებს ფულად“3. მაგრამ ამასთან, თავისუფალი ბაზარი ვერ გაძლებს ისეთ პირობებში, როცა ფულის საციცოხლო მიწოდებაზე კონტროლი მუდმივად მთავრობის პრეროგატივაა.

ფული და სახელმწიფო

მეცხრამეტე საუკუნის ჩაურევლობის (Laissez-Faire) რევოლუციაში, ფული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მთავრობამ დაიცვა არა მხოლოდ მონეტარული მონოპოლია, ერთადერთი საგადამხდელო საშუალების შესახებ კანონები და ოქროსა და ვერხლს შორის გაცვლის კურსების თვითნებური დარეგულირების უზრუნველყოფილი პრაქტიკა, არამედ, უმნიშვნელოვანესი – გააძლიერა ცენტრალური ბანკი. იმ დროიდან საბანკო სისტემაში არსებული პასივები, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყო განაღდებადი ოქროთი თუ ვერცხლით, ყველა ქვეყნის ფულის მიწოდებაში სავალალოდ გაიზარდა, მთავრობის პროტექციონიზმმა და გავლენამ საბანკო სისტემაზე კიდევ უფრო დიდი პრობლემა წარმოშვა. ბრიტანელ კლასიკოს ლიბერალებს არასოდეს უფიქრიათ საღვთო სტატუსის მქონე ინგლისის ბანკი შეეწუხებინათ; აშშ დროდადრო ებრძოდა ცენტრალურ ბანკს; სხვა დროს, მთავრობა ფულს სხვადასხვაგვარად აკონტროლებდა. აშშ-ს XIX
საუკუნეში მონეტარულ კონტროლზე იმედი გადაეწურა, ხოლო მეოცე საუკუნეში ოქროსა და ვერცხლის ხელში ჩაგდებით, მონეტარული სისტემის აბსოლუტური კონტროლისკენ გადადგა ნაბიჯი და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქონელი ფულად არ გამოყენებულიყო.
ამ გზით, მრავალ ქვეყანაში სახელმწიფომ მიითვისა ფულის ბეჭდვის და გამოცემის მონოპოლია; „ქაღალდის“ სტანდარტი, რომელიც ქმნის ეროვნულ ფულს და რომელზეც მთავრობის მიერ კონტროლირებადი და მანიპულირებული საბანკო სისტემა უშვებს პასივებს, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ქაღალდს.
რთული გამოსაცნობი არაა რატომაა სახელმწიფო ჩაბღაუჭებული ფულის კონტროლის მექანიზმებზე, იმ დროსაც კი, როცა დროებით თმობს მას და ყურადღება ეკონომიკის სხვა სფეროებზე გადააქვს. ერთის მხრივ, როგორც ვნახეთ, ეროვნული ფულის კონტროლი ეკონომიკის სხვა დარგებისთვის დიქტატის წინაპრობაა. სახელმწიფოს მიერ ფულის მიმართ ასეთი ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ მას მხოლოდ ამ სახის კონტროლით შეუძლია თავისუფალი ბაზრის წარმოება-შემოსავალის კავშირის დარღვევა. ჩვენ დავინახეთ, რომ თავისუფალ ბაზარზე, ფულის შოვნის ერთადერთი გზა საქონლის და მომსახურების წარმოება და შემდგომ მისი გაყიდვაა. ამგვარად, ფულის სხვა ადამიანებისგან მიღების გზით ამავდროულად მათ იმ მომსახურებით უზრუნველვყოფთ, რომლის მიღებაც სურთ. მაგრამ არსებობს ერთი გზა სასურველი საქონლის და მომსახურების წარმოების გარეშე ფულის გამოსამუშავებლად; ეს არის ფულის გამოშვების საშუალებებზე კონტროლის ხელში ჩაგდება. თუ ადამიანს შეუძლია შექმნას ფული მარტივად, მაშინ მას შეუძლია ბაზარზე შესვლა საქონლის და მომსახურების შესაძენად ისე, რომ თავად არ შექმნას არაფერი. კერძო ინდივიდების მიერ ფულის ბეჭდვა „თაღლითობად“ მიიჩნევა.
თუმცა, სახელმწიფოს აქვს უნიკალური თავისებურება განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც კერძო ინდივიდებისთვის კრიმინალადაა მიჩნეული („დაბეგრვა“ „ქურდობის“, „ომის“, „მკვლელობის“, „ინფლაციის“, „თაღლითობის“ წილ). თუ სახელმწიფო აკონტროლებს ფულის მიწოდებას, მას შეუძლია შექმნას ახალი ფული და გამოიყენოს იგი საკუთარი ხარჯების გასაზრდელად და საქონელის და მომსახურების შესაძენად, ისევე როგორც საზოგადოებამ მისთვის ფავორიტი ჯგუფების სუბსიდირებისთვის. ფულის გამოშვების უფლების თაღლითურად მითვისება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას,რომ წარმოების შემოსავლები თავის სასარგებლოდ გადაანაწილოს. ეს საზოგადოებაში ნამდვილ მწარმოებლებს ზიანს აყენებს, რომლებმაც მომგებიანად უნდა გამოიყენონ რესურსები იმათგან თავის დასაცავად, ვინც ბაზარზე ახლად გამოშვებული ფულით შემოვიდა.
ამიტომაა რომ „ინფლაცია“ – ქაღალდის ფულის რაოდენობის ან პასივების ზრდა ფარული დაბეგვრის მზაკვრულ ფორმას წარმოადგენს. ფულის ინფლაცია შეიძლება არ აღიძვრას იმის საწინააღმდეგოდ ვინც შეიძლება დანაშაული ჩიდინოს დაუფარავი დაბეგვრით.
მონეტარული ინფლაცია დაფარულია მაშინაც კი, როცა მის შედეგად ფასების ზრდა საჯარო ხდება, ამ დროს მთავრობას შეუძლია ფასების ზრდის მხილება/დაგმობაში საზოგადოებას შეუერთდეს, სანამ პირობითად აღმართავს საკუთარ პასუხისმგებლობას მასზე. ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს; მან შეიძლება დაადანაშაულოს
მოსახლეობის გარკვეული ან ყველა ჯგუფი, როცა გასაყიდი ფასები ბუნებრივად გაიზარდა ინფლაციის დროს, ფასების ზრდის ბოროტად გამოწვევაში.
უცხოელები, სპეკულანტები, ბიზნესმენი (დიდი თუ მცირე), მუშები – განტევების ვაცია და ისინი დაიგმობიან, შემდგომ მთავრობა გააგრძელებს შეტევებს საზოგადოებაზე საკუთარი კონტროლის და დიქტატის გასაფართოვებლად. სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს შემოსავლები – დაარღვიოს ბაზრის წარმოება-შემოსავლის კავშირი – ორი გზით. მან შეიძლება იძულებით დაბეგროს, რაც უკუსვლას გამოიწვევს.
ან, მეორეს მხრივ, მან შეიძლება გააკონტროლოს მონეტარული სისტემა და შემდგომ შექმნას ახალი ფული დასახარჯად ან ჯილდოდ მისი ფავორიტი ჯგუფებისთვის. მეტიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფლაციური პროცესი სათუთადაა დაფარული და საზოგადოებას ვერც გამოაღვიძებს; სახელმწიფოს შეუძლია ინფლაცია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს,
დაადანაშაულოს სხვადასხვა ჯგუფები ინფლაციის გამოწვევაში, და შემდგომ საკუთარი ძალაუფლების გაფართოების გამართლებად გამოიყენოს. სახელმწიფო საზოგადოების თვალში გამოჩნდება, არა როგორც მბეგრავი და მიმტაცებელი, არამედ, როგორც საზოგადოების გულმოდგინე დამცველი „ინფლაციის“ წინააღმდეგ.
თითქოს ირონიულია დოქტრინა, რომლის მიხედვით, სახელმწიფომ „საზოგადოება ინფლაციისგან უნდა დაიცვას“ ან „ფასების დონე დაარეგულიროს“. ინფლაცია სახელმწიფოს ჯანმრთელობა და ბუნებრივი მიდრეკილებაა; სახელმწიფოს მიერ მონეტარულ მექანიზმებზე აბსოლუტური კონტროლის დაცვა მისსავე სასარგებლოდ გამოიყენება4. ფაქტიურად,
ნებისმიერი ჯგუფი ფულის შექმნის ძალაუფლებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, და ცხადია სახელმწიფო გამონაკლისი სულაც არ არის. კერძო ინდივიდებს და სახელმწიფოებრივი აპარატის წევრებს სხვადასხვანაირი მოტივაცია გააჩნიათ. როცა ადამიანი აპარატის წევრი ხდება ან უერთდება რაიმე სამუშაო ძალას, მიიჩნევენ, რომ მისი უმთავრესი მოტივაცია
საზოგადოებრივი კეთილდღეობა უნდა იყოს, ვიდრე პირადი სარგებელი და შემოსავალი.
პირადი შემოსავალი კერძო მეწარმეობაში მიჩნეულია ბუნებრვივ მოტივაციად, მაგრამ როცა ადამიანი სახელმწიფო აპარატის წევრი ხდება, იგი „საზოგადოებრივი სიკეთისათვის“ ალტრუისტული ბრძოლითაა მოტივირებული და ნებისმიერი სხვაგვარი მოტივაცია „გარყვნილებაა“. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოება ინსტიქტურად ხვდება, თავისუფალ ბაზარზე კერძო შემოსავალი სხვებისთვის მომსახურების გაწევით მიიღება და ასე რომ კერძო შემოსავლები შეთავსებადია და მოგებას უხსნის გზას. მეორე მხრივ, საზოგადოებამ შესაძლოა ასევე ინსტინქტურად იგრძნოს, რომ სახელმწიფო აპარატი შემოსავლებს მხოლოდ სხვების ხარჯზე იღებს. ინტერესთა ჰარმონიასთან ერთად ბაზარზე არსებობს ინტერესთა დამახასიათებელი კონფლიქტიც, ეს კი სახელმწიფოს ბუნდოვანი ქმედებებით არის გამოწვეული. მაშასადამე, დაჯერება იმისა, რომ თანამდებობის პირები სხვებისთვის ჩამორთმეულ საკუთრებას საკუთარივით განკარგავენ, გაუსაძლისი ხდება.
სახელმწიფოს ქმედებების მორალური და ესთეტიკური ფორმებით შესანიღბავად, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქმედებები „საზოგადოებრივ დოვლათზე ზრუნვითაა“ მოტივირებული. დაე, საზოგადო-ებამ დაინახოს ამ თვალთმაქცობის შედეგები – სახელმწიფო, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც სხვა ადამიანების წარმოების ხარჯზე ცხოვრობენ – სახელმწიფო, როგორც ინფლაციის წყარო და „ფასების საერთო დონის რეგულირების“ არასრულყოფილი ინსტრუმენტი.

ცენტრალიზებული საბანკო სისტემა

სახელმწიფოსთვის თანამედროვე ეკონომიკაში არც ერთი ინსტიტუტი ისე საჭირო არ არის კონროლისა და მანიპულაციისთვის, როგორც ცენტრალური ბანკი. მრავალი კონსერვატორი ეკონომისტი თავს გამბედავად მიიჩნევს, როდესაც ცენტრალური ბანკის ხაზინისგან დამოუკიდებლობის დასაცავად გამოდიან – ამაო თვალთმაქცობაა, იმის მტკიცება,
რომ ცენტრალური ბანკი, როგორც სახელმწიფოს ნაწილი შეიძლება „პოლიკიტაზე მაღლა მდგომ“ და მომგებიან ინსტიტუტად გადაიქცეს. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მანიპულაციები ფაქტიურად კრიტიკის გარეშე რჩება. სავაჭრო პალატას ეჭვი არ ეპარება: ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნების მთავარი ფუნქცია, ეკონომიკის
ეფექტური ფუნქციონირებისთვის ქაღალდის ფულის მიწოდების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა და ფულის ჭარბი ან ნაკლული მიწოდების შეწინაღმდეგებაა…
რეცესიის ან დეპრესიის დროს, ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა უნდა შეამციროს სარეზერვო მოთხოვნები, იყიდოს აშშ-ს მთავრობის ობლიგაციები და შეამციროს თამასუქის განაღდების ნორმები. ეს უზრუნველყოფს კომერციული ბანკების ხელმისაწვდომობას რეზერვებთან და გაზრდის ფულის მიწოდებას… აყვავების და აღდგენის პერიოდებში ფედერალურმა
სარეზერვო ბანკმა დეპრესიის პოლიტიკის საპირისპირო პოლიტიკა უნდა გაატაროს: სახელდობრ, მან უნდა გაზარდოს რეზერვის მოთხოვნები, გაყიდოს აშშ-ს მთავრობის ობლიგაციები და გაზარდოს თამასუქების განაღდების ნორმები. ეს აფერხებს კრედიტის რაოდენობას, რომელიც შეიძლება შეიქმნას და გამოყენებულ იქნას ფასების ზრდაზე
კონტროლის ბერკეტად და მის შესაჩერებლად…
ინფლაციის (ასევე დეფლაციის) შეჩერება აშშ-ის ხაზინის და ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელშია. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ასევე აუცილებელია საზოგადოებრივი მხარდაჭერა5.
საზოგადოდ მიღებული მითია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა, სხვა ცენტრალური ბანკების შემთხვევების მსგავსად, ეკონომიკის სტაბილიზაციის და ინფლაციის კონტროლისთვის შეიქმნა. სინამდვილეში იგი ცენტრალური მთავრობის ეგიდით ინფლაციის ხელშესაწყობად წარმოიქმნა. კერძო ბანკებს, მსხვილ ბანკებად ჩამოყალიბებამდე,
ცენტრალური ბანკების მხარდაჭერის გარეშე არსებობა ეძნელებათ. ცენტრალურ ბანკს შეუძლია უზრუნველყოს ყველა ბანკის ერთდროული განვითარება, შეუძლია მიაწოდოს საჭირო რეზერვები ყველა იმ ბანკს ვისაც ესაჭიროება და ამასთან, ძალუძს ფულის მიწოდების ცენტრალურად კოორდინირებული ექსპანსია6 მოახდინოს.
კონსერვატორი ეკონომისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც აღიარებენ ფულზე ფედერალური სარეზერვო ბანკის აბსოლუტურ კონტროლს, განსხვავებული აზრი გამოთქვა ოსქარ იოჰანსენმა. თავისწერილს იწყებს იგი ამერიკელ ბანკირთა ასოციაციის ეკონომიკური პოლიტიკის კომისიის ანგარიშის კრიტიკით. ბატონო იოჰანსენი ამბობს: „აშკარაა, რომ კომიტეტი ეჭვგარეშე იღებს ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ფული, საბანკო საქმიანობა და კრედიტი ბრუნავს სახელმწიფოში და სახელმწიფო ვალდებულია, მონეტარული საქმეები პოლიტიკური ნებით მართოს. სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ფულისა და საბანკო სისტემის რეგულირება, ისევე როგორც ხახვის მოყვანის და მისი ბაზარზე გატანის რეგულირება…
ფული, საბანკო საქმიანობა და კრედიტი სახელმწიფოს მიერ ერთადერთ ცენტრალიზებულ საბანკო სისტემაშია მოქცეული, რომელსაც თავადვე აკონტროლებს. მაგრამ მთავრობის მიერ კონტროლირებადი საბანკო სისტემა სოციალისტური საბანკო სისტემაა.
სოციალიზმის არსიც ხომ მთავრობის მიერ იმის კონტროლია, რასაც წესით კერძო მეწარმეობა თავად უნდა ახდენდეს… ნათელი უნდა იყოს, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკის შექმნით, ამერიკამ მიიღო სრულიად განსხვავებული სისტემა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ისეთი სისტემისგან, სადაც წარმოება, ვაჭრობა ხორციელდება კერძო ინდივიდების მიერ, რომლებიც მოტივირებული არიან სარგებლის მიღებით და მათთვის უმთავრესია მომხმარებელი; სადაც არავითარი თვითნებური კომისია, ან ადამიანთა ჯგუფი, ან ბიუროკრატია არ განსაზღვრავს ვინ და როგორი მანქანა უნდა აწარმოოს და რა ფასით გაიყიდოს ნაწარმი… ეს ყველაფერი კერძო მეწარმეების მეშვეობით ხდება, და მათთვის ამ საქმიანობაში უმთავრესია მომხმარებელი, რომელიც, თავის მხრივ, ყიდულობს საქონელს. საუბედუროდ, საბანკო სისტემაში, რომელსაც გააჩნია ყველაზე მნიშვნელოვანი სამომხმარებლო საქონელი, ფული, ჩვენ სოციალიზმი მივიღეთ. ეს საგანგაშო ფაქტია,
რომლის ასე დამშვიდებით ყურება კერძო მეწარმეებს არ შეუძლიათ, რადგანაც სოციალისტური საბანკო სისტემა სოციალიზმის წინამორბედია7.

ინფლაციონიზმი და მერკანტილიზმი ამერიკაში:

5 შემთხვევის ისტორიულ მიმოხილვა
თუ ინფლაცია სახელმწიფოს ჯანმრთელობაა, როგორ და რა გზით გამოიწვია მთავრობამ ინფლაცია შეერთებული შტატების ისტორიაში? შემდეგი „შემთხვევების შესწავლა“ ასახავს ამ პროცესს, ისევე როგორც მნიშვნელოვან კავშირს ინფლაციას და ცენტრალიზებულ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის კონტროლს შორის. ისინი ასევე ასახავენ კავშირს ინფლაციასა და „მერკანტილიზმს“ შორის – სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური რეგულირების და ჩარევის გამოყენება კეთილგანწყობილ მეწარმეთათვის პრივილეგიების შესაქმნელად. აქამდე, კონსერვატიული და მემარცხენე ისტორიკოსები აღიარებდნენ ნეომარქსისტულ მითს, რომ ყველა ბრძოლა რომელიც ინფლაციისა და მყარი ფულის წინააღმდეგ წარმოებდა ამერიკაში, წარმოადგენდა ინფლაციის გამო ფერმერების და მუშების „კლასობრივ ბრძოლას“, ასევე მყარი ფულის სახელით ვაჭარი-კრედიტორების წინააღმდეგ. თემატური კვლევები მიგვანიშნებენ, რომ უახლესმა ისტორიულმა მეცნიერებამ უარყო ეს
საყოველთაოდ აღიარებული თეზისი.

ა) 1740 წლის მასაჩუსეტსის მიწის ბანკი

ქაღალდის ფულის ინფლაციონისტური გეგმა (1740 წლის მასაჩუსეტსის მიწის ბანკი), ისტორიკოსების მიერ საზოგადოდ მიჩნეული იყო მცირე ფერმერ-დებიტორების მიერ შემუშავებულ გეგმად ბოსტონელი მოვაჭრე-კრედიტორების წინააღმდეგ. ეს სტერეოტიპი პირველად გეგმის თანამედროვე ოპონენტების მიერ ჩამოყალიბდა, რომლებმაც ბანკის მომხრეები “პლებეებად“ შერაცხეს; იგი სისტემაში მოიყვანეს ისეთმა კონსერვატორმა ეკონომიკურმა ისტორიკოსებმა, როგორიცაა ენდრიუ დევისი, რომელიც წერდა მაშინ, როცა აგრარული პოპულისტური ინფლაცინიზმი საფრთხეს წარმოადგენდა ფინანსებისთვის.
შემდგომ გააგრძელეს ნეო-მარქსისტმა ისტორიკოსებმა 1930-იან წლებში და საბოლოოდ დამკვიდრდა ისტორიის სახემძღვანელოებშიც. როგორც დოქ. ბილიასმა საკუთარ მნიშვნელოვან ნაშრომში დაგვანახა, გეგმის მომხრეები მდიდრები იყვნენ, ისინიც ისევე იყვნენ დაკავშირებულნი ბიზნესთან, როგორც მათი მოწინააღმდეგეები; ვაჭრებიც დებიტორები
იყვნენ. მიწის ბანკის მთავარი დამცველები „ბოსტონში მცხოვრები ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და წარჩინებული ადამიანები იყვნენ“: ამ გეგმის მთავარი მომხრე ჯონ ქოლმენი, გამოჩენილი ბოსტონელი ვაჭარი და მასაჩუსეტსის მიწის ბანკის დამფუძნებელი იყო. ქოლმენი, ცდილობდა ფერმერებს შორის მხარდაჭერა მოეპოვებინა იმით, რომ ჰპირდებოდა
მათ ბანკის დამაარსებლების მიერ გამოწვეული ინფლაციის ზრდით ფერმერულ ნაწარმზეც გაიზრდებოდა ფასები. ბიზნესმენები განსაკუთრებით მოწადინებულნი იყვნენ ინფლაციის მოსახდენად 1720 წლის შემდგომ, რადგან ამ დროს მასაჩუსეტსის მთავრობამ ერთგვარი პოლიტიკა გაატარა და დაუსახლებელი მიწები სპეკულანტებს აჩუქა, რომლებმაც შემდგომ ეს მიწები ახალმოსახლეებს ბევრად უფრო მაღალ ფასად მიჰყიდეს. საბანკო კრედიტების გაზრდა გამოცხადდა ბიზნეს გეგმების დასაფინანსებლადაც და სამთავრობო გრანტებმა მიწის ფასები მკვეთრად გაზარდა. ინფლაციას დაუკავშირეს კიდევ ერთი მერკანტილური საკითხი: შიდა მეურნეობის სუბსიდირება, რომლისთვისაც ბანკის ვალის გასტუმრება წარმოებული საქონლით8 ხორციელდებოდა.

ბ) ნიქოლას ბიდლი, მგეგმავი და ცენტრალური ბანკის მმართველი

სამწუხაროდ, ასევე არასწორად განმარტეს ისტორიკოსებმა ცნობილი საბანკო ომი ენდრიუ ჯექსონსა და აშშ-ს მეორე ბანკს შორის. ჯექსონი მიჩნეული იყო აგრარული ინფლაციონიზმის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბანკის მმართველ ნიქოლას ბიდლს. საქმის ასეთი ინტერპრეტაცია ჯექსონის თანამედროვე მტრებმა
მოგვცეს, XIX ს-ის ბოლოს. შემდგომ ნეო მარქსისტმა ისტორიკოსებმა აღიარეს 1920-30-იანი წლებში. სინამდვილეში კი, როგორც თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ, ახალი მიმდინარეობის მამამთავრად ითვლება არა ენდრიუ ჯექსონი, არამედ მისი ოპონენტები, ნიქოლას ბიდლის ჩათვლით. ბიდლმა, წარმატებული ფილადელფიელი ვაჭრის ვაჟმა, მერკანტილური „ამერიკული სისტემა“ კარგად გამოიყენა. ბიდლის მერკანტილური ხედვები მკაფიოდ ჩანს პროფესორ ჯოვანის სახოტბო ბიოგრაფიაში. იგი წერს: “პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლამ ბიდლი მიიყვანა კლასიკოსი ლიბერალების დოქტრინების უარყოფამდე…
იგი კარგად ხედავდა 1812 წლის ომის დროს და მის შემდგომაც ბაზარი როგორ პასუხობდა ფულის მიწოდების გაფართოება-შეკუმშვას და სჯეროდა, რომ ეკონომიკური ქმედება იმართებოდა ბუნებითი კანონებით. იგი ეროვნული მიზეზების გამო იცავდა დამცავ ტარიფებს, კერძოდ, ინგლისის ეკონომიკური გავლენისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად… სხვა ქვეყნებთან შედარებით მუშათა და ქარხნების მფლობელთა ხელფასები და მოგება უნდა შენარჩუნებულიყო მაღალ დონეზე, ხოლო ფერმერები და ვაჭრები მიიღებდნენ კომპენსაციას…
ამგვარ პროგრამაში ეროვნული ბანკი სასიცოხლო ელემენტი იყო. გზების და არხების მშენებლობას; მდინარეების და ნავსადგურების გაუმჯობესებას ადამიანების და საქონლის გადაადგილება უნდა წაეხალისებინა, ხოლო აშშ-ის ბანკი, ერთი საგადამხდელო საშუალების გამოცემითა და შიდა გაცვლების განაკვეთთა რეგულირებით, გარიგებების
ფულად ასპექტებს წაახალისებდა.
კერძო ეკონომიკის ეს კონცეფცია ერთ ადამიანს არ შეუქმნია. მას მხარს უჭერდნენ სახელმწიფო სამსახურის მაღალჩინოსნები. იგი გადმოცემულია ალექსანდრე ჰემილტონის სახელმწიფო დოკუმენტებში…“9

გ) სტეფან ქოლუელი, კონსერვატორული სოციალისტი

კონსერვატიზმის და სოციალიზმის უგულებელყოფილი მერკანტილური სიახლოვე ყველაზე კარგად გადმოგვცა XIX ს-ის პირველი ნახევრის წამყვანმა პროტექციონისტმა იდეოლოგმა სტეფან ქოლუელმა10. პენსილვანიელი ქოლუელი რკინიგზაში ახდენდა ინვესტიციებს. რკინის წარმოება ყოველთვის დამცავი ტარიფების და საკრედიტო დახმარებების11 უმთავრესი მიმღები იყო. რიგ სტატიებში, რომელიც 1840-იან წლებში პრესბიტერიანულ ბიბლიურ რეპორტიორსა და პრინსტონის მიმოხილვაში გამოქვეყნდა, ქოლუელი „ქრისტიანობის სახელით მონობის მხარდაჭერის, მაღალი ტარიფებისა და ქვეყნის
ანტიდემოკრატიული ძალების გაერთიანებას ცდილობდა“12. ქოლუელი მხარს უჭერდა სამართლიანი ტარიფებით რეგულირებას. დასაქმებული „განადგურებული, მშიერი, და გარიყულია ჯოჯოხეთური კონკურენციის გამო“, იგი სამხრეთელ მონებზე უარესი „მონაა“13. ქოლუელი ეკონომიკურ ჩაურევლობას აკრიტიკებდა და მას მიიჩნევდა, როგორც
აბსტრაქტულს, ეგოისტურსა და მატერიალისტურს ვიდრე რელიგია, მორალი, ისტორია და მთელი კაცობრიობის კეთილდღეობაა. ეკონომიკური ჩაურევლობის თეორეტიკოსებმა „თავისუფალი ვაჭრობა“ ყველაზე მაღლა დააყენეს. ქოლუელი ასევე წერდა: მხოლოდ მთავრობას შეუძლია მიმოიხილოს ეროვნული წარმოება მთლიანობაში და გამოარკვიოს
მუშათა მდგომარეობა… თუ რამდენი იტანჯება უცხოური პროდუქციის შემოსვლით“.
1850-იან წლებში ქოლუელმა ყურადღება გაამახვილა ჯანსაღ ფულზე, მოუწოდა ცენტრალურ ბანკს დაერეგულირებინა საგადამხდელო საშუალება და ყურადღება მიექცია არაგანაღდებადი ქაღალდის ფულისთვის. ფაქტობრივად, ქოლუელის სქემის მიხედვით, ბანკები გამოისყიდიან ბანკნოტებს და ვალდებულნი იქნებიან მიიღონ საკუთარი ბანკნოტები მხოლოდ გაცემული ვალის გადახდის გზით. ქოლუელმა უარყო, რომ მის მიერ განჭვრეტილი ინფლაცია გაზრდიდა ფასებს: ფულის რაოდენობრივი თეორია „თეორეტიკოსების“ პროდუქტი იყო და არ მტკიცდებოდა სტატისტიკური შედეგებით. მაღალი
ფასები, მაშინაც კი თუ ისინი წარმოიშობიან, სასარგებლონი არიან, განსაკუთრებით როცა ერწყმიან მაღალ ტარიფებს, რაც იმის გარანტიაა, რომ უცხოური კონკურენცია ვერ დაარღვევს მაღალი ფასების და მაღალი ხელფასების იდილიას. ქოლუელმა გაკიცხა საბანკო სისტემა, რომელიც მონეტების მეშვეობით ახდენდა გადახდებს15.

დ) ინფლაცია და პროტექციონიზმი რეკონსტრუქციის პერიოდში

კიდევ ერთი მითი, რომელიც თითქმის დღემდე დომინირებდა ისტორიკოსებს შორის, რეკონსტრუქციის პერიოდის ნეო-მარქსისტული ბეარდ-ბეალეს კონცეფციაა, რომელიც ჩრდილოეთის „ზრდადი კაპიტალისტური კლასის მიერ სამხრეთის ექსპლოატაციის“ დამარცხებას ასაბუთებდა, რომ „ექსპლუატაცია“ ხდებოდა ჯანსაღი ფულით და დამცავი ტარიფის მეშვეობით. აქაც ისტორიკოსები დამნაშავეები იყვნენ, იმ ისტორიული და პოლიტიკური მდგომარეობის არასწორად შეფასებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1890 წლის შემდეგ. ფაქტობრივად, როგორც ახლახან რამდენიმე ისტორიკოსმა გვანახა, ჩრდილოეთის კაპიტალისტები რეკონსტრუქციის პროგრამასთან დაკავშირებით ორ ნაწილად გაიყვნენ, რადიკალი რესპუბლიკელები კი თავად ასევე ორ ნაწილად გაიყვნენ ჯანსაღი ფულისა და ტარიფების საკითხებზე. ორი ცნობილი რადიკალი ლიდერიდან ერთი სენატორი ჩარლზ სამნერი მყარ ფულსა და თავისუფალ ვაჭრობას ემხრობოდა, მაშინ როცა
წარმომადგენელი თადეუს სთივენსი, პენსილვანიელი ზეინკალი, პროტექციონიზმსა და ქაღალდის დოლარის არსებობას უჭერდა მხარს. პენსილვანიური რკინისა და ფოლადის ინდუსტრია პროტექციონიზმისა და ქაღალდის ნიშნის ინფლაციის მხარდამჭერად გამოდიოდა.
პენსილვანიელები მიხვდნენ რომ, არაგანაღდებადი ქაღალდის ფული ინფლაციის პერიოდში – რასაც შედეგად ქაღალდის დოლარის გაუფასურება მოჰყვა ოქროსთან და საგარეო ვაჭრობასთან შედარებით – დამცავი ტარიფის ექვივალენტური იყო, ექსპორტის ფასის ხელოვნურად დაწევის და ამერიკული იმპორტის გათვა-ლისწინებით. პენსილვანის წარმომადგენელი უილიამ დ. ქელი, ქაღალდის ფულის ინფლაციის და დამცავი ტარიფების კიდევ ერთი თავგამოდებული მომხრე იყო.
პენსილვანიური რკინის და ფოლადის სარგებლებს საფრთხეს უქმნიდა დიდ ბრიტანეთში არსებული დაბალი ფასები. მდიდარი მერკანტილისტები ანტიკაპიტალისტურ რიტორიკას არ სცილდებოდნენ. სტეფან ქოლუელი ამ შემთვევაშიც აქტიური იყო. პენსილვანიელმა რკინის მწარმოებელმა დანიელ ჯეი მორელი ეწინააღმდეგებოდა მყარი ფულის მხარდამჭერებს და მათ მიიჩნევდა „მუშების მტრად“ და „ფულიან პირად, რომელსაც სურდა, რომ საკუთარ ფულს
სამუშაო ძალებსა და წარმოებულ საქონელზე მეტი ძალაუფლება ჰქონოდა.“16 ჯოსეფ ვართონმა, ბეთლემ აირონ კომპანიდან, დაადანაშაულა მყარი ფულის პოლიტიკა ძველი გადახდის საშუალებების განახლებაში, როგორც „ჩვენი ინგლისელი მტრების მიერ“ ამოქმედებული17. პროტექციის და ინფლაციის შედეგს მხარს უჭერდა ამერიკის რკინის და
ფოლადის ასოციაცია, ამერიკელი რკინის მწარმოებელთა კავშირი, ამერიკული ინდუსტრიული ლიგა (რომელიც ძირითადად პენსილვანიელი რკინის მწარმოებლებისგან შედგებოდა) და ინდუსტრიული ბიულეტენი, ისევე როგორც ჟურნალები ამერიკელი მეწარმე (პიტსბურგი) და რკინის ხანა.
ამ პერიოდში იაფი ფულის ერთ-ერთი წამყვანი დამცველი გამოჩენილი ბანკირი ჯეი ქუქი იყო. ქუქმა, რომელმაც სარკინიგზო წამოწყებებში მიწის სამთავრობო გრანტები მიიღო, ინფლაციისა და საკრედიტო ექსპანსიის შედეგად მიწის გაზრდილი ფასებით ისარგებლა. შემთხვევით, ქუქი სამოქალაქო ომის დროს ეროვნული საბანკო სისტემის შექმნის წამყვანი
ძალა გახდა. ამ ინოვაციით საბანკო სისტემაზე ფედერალური კონტროლი დაწესდა, მას შემდეგ რაც ჯექსონმა შეერთებული შტატების მეორე ბანკი გააუქმა. ქუქი ჩრდილოეთმა დაიქირავა სამთავრობო გირავნობის სადაზღვეო საქმიანობის საწარმოებლად. ამ საკითხებზე იგი ეროვნული საბანკო სისტემის დაფუძნებისათვის მუშაობდა, რომლის რეზერვებიც,
სამთავრობო გირაოთი მყარდებოდა და ამგვარად აიძულებდა ბანკებს დიდი ინვესტირება მოეხდინათ გირაოებზე18.

ე. პოლ ვორბურგი, აქცეპტის ბაზარი და ფედერალური სარეზერვო სისტემა

საოცარია, მაგრამ ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბებისთანავე ქაღალდის აქცეპტის ბაზრის შექმნა დაიწყო. ეს კრედიტის ის ფორმაა, რომელიც ევროპისგან განსხვავებით ამერიკაში თითქმის არ არსებობდა. იგი სრულიად არაეკონომიკური იყო აშშ-თვის, სადაც საკრედიტო არხები ერთი სახელწოდების თამასუქს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაგრამ მაინც, „ფედი“ უზარმაზარ სუბსიდირებას უწევდა აქცეპტის ბაზარს, ყოველთვის მზად იყო შეესყიდა ბაზრის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი აქცეპტი ხელსაყრელ ფასად, იმაზე იაფად ვიდრე ფედერალური რეზერვი ჩვეულებრივ
კომერციულ ქაღალდებს ყიდდა თვითონ. აქცეპტის ბაზრის უპირობო დახმარების და სუბსიდირების პოლიტიკა გამანადგურებელი გამოდგა 1920-იანი წლების ეკონომიკური ვარდნის დროს, როცა მან რამდენჯერმე შეუშალა ხელი ფედერალურ სარეზერვო ბანკს შეეჩერებინა საკრედიტო ექსპანსია. გვიან 1920-იან წლებში ფედერალურ სარეზერვო
სისტემა ამ გზით ახდენდა აქცეპტის შესყიდვას პირდაპირ კერძო აქცეპტების ბანკებიდან, რის შედეგად ხელში ჩაიგდო ქვეყანაში ბანკირების აქცეპტების თითქმის ნახევარზე მეტი.
უფრო მეტიც, მან უხვი სუბსიდირების პოლიტიკა რამდენიმე მსხვილ საკონტრაქტო სახლის დაფინანსებამდე შეზღუდა. მან უარი განაცხადა აქცეპტების პირდაპირ ბიზნესიდან შესყიდვაზე, დაჟინებით მოითხოვდა იმ შუამავალი სახლების ჩართვას ამ პროცესში, რომელთა კაპიტალი ერთ მილიონ დოლარზე მეტი იყო. მან ასევე რამდენიმე მსხვილ დილერთან „მეორედ შესყიდვის ხელშეკრულება“ გააფორმა – ეს იყო საშუალება უკან გამოესყიდა აქცეპტი მოცემულ დროსა და არსებულ ფასში.
რა იყო ამ მაღალინფლაციური პოლიტიკის მიზეზი, რომლითაც უშედეგო აღმოჩნდა მუდმივი და საყოველთაო აქცეპტის ბაზრის შექმნის მცდელობა და შექმნა აქცეპტის ბანკებისთვის სუბსიდირების და სპეციალური პრივილეგიების მინიჭების შემზარავი ფორმა?
შესაძლოა, მიზეზი მდგომარეობს წამყვან როლში, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნაში პოლ ამ. ვორბურგმა ითამაშა. ვორბურგი წარმოშობით გერმანიიდან იყო, სადაც კარგად იყო დამკვიდრებული ცენტრალური საბანკო სისტემა. იგი აშშ-ში ჩავიდა იმიტომ, რომ კუნის, ლოების და კომპანიის საინვესტიციო სახლის პარტნიორი გამხდარიყო და ცენტრალური ბანკის სახელით სწრაფადაც მოიკიდა ფეხი.
ვორბურგი დასახელდა ფედერალური სარეზერვო საბჭოს პირველ თავჯდომარედ. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ და 1920-იან წლებში იგი თავმჯდომარეობდა გავლენიან ფედერალურ სათათბირო საბჭოს, კანონით დადგენილ ბანკირთა ჯგუფს, რომელიც ფედერალური სარეზერვო სისტემის მრჩეველ ორგანოს წარმოადგენდა. ვორბურგი ქვეყნის წამყვანი
აქცეპტის ბანკირი გახდა, ამგვარად სარგებლობდა სისტემიდან, რომელიც თავად დააფუძნა და რომლის კურსის დადგენასაც თავადვე ეხმარებოდა. იგი იყო მსოფლიოში უდიდესი ნიუ იურკის საერთაშორი აქცეპტის ბანკის თავჯდომარე, ვესტინგჰაუზის აქცეპტის ბანკის და სხვა რამდენიმე მიმღები სახლის დირექტორი, ამერიკის აქცეპტის საბჭოს (სავაჭრო ასოციაცია, 1919 წელს დაარსდა) აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვორბურგის გავლენის აღნიშვნა არ არის სპეკულაცია, იგი თავადაც ტრაბახობდა საკუთარი წარმატებით ფედერალური სარეზერვოსისტემის დარწმუნებაში, რომ შეემსუბუქებინა ფულის შესყიდვის წესები და დაემკვიდრებინა სუბსიდირებულ განა-კვეთზე ყველა შეთავაზებული აქცეპტის შესყიდვის პოლიტიკა19. მას დიდი გავლენა ქონდა ბენჯამინ სთრონგზე, ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის უფროსზე, რომელიც წლების მანძილზე აყალიბებდა ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკას20.
ამ ისტორიებით, ჩვენ დავინახეთ, რომ ინფლაციონიზმი და მონეტარული სისტემის სახელმწიფო კონტროლი, ამერიკის ისტორიის მრავალი კრიტიკური პერიოდის განმავლობაში, შეთავაზებულ და დამკვიდრებულ იქნა არა „მუშათა და ფერმერების“, არა უკმაყოფილო ინტელექტუალების მიერ, არამედ ვაჭართა, მწარმოებელთა და სხვა ბიზნესმენთა მიერ, რომლებსაც სურდათ პრივილეგიების მიღება და სახელმწიფოს თავის სასარგებლოდ გამოყენება ანუ თანამედროვე გაგებით მერკანტილისტების მიერ. მათ ძალზე დიდი როლი ითამაშეს ეტატიზმის მიმართულებით მოძრაობაში და ცენტრალიზებულ დაგეგმვაში.

—————-

1 წერილი გამოქვეყნდა 1964 წელს კრებულში ცენტრალური დაგეგმარება და ნეო-მერკანტილიზმი
“Money, the State and Modern Mercantilism”, in Helmut Schoeck and Helmut Wiggins, eds., Central Planning and Neo-Mercantilism, D. Van Nostrand, Princeton, New Jersey, 1964.
2 მიზესის მიხედვით, თავისუფალ ბაზარზე ფული შეიძლება წარმოიშვას როგორც მხოლოდ საქონელი
და იგი არ შეიძლება წარმოიშვას მთავრობის დეკრეტით. იხ. Ludwig von Mises, The Theory of Money and Credit, 2nd ed. (New heaven: Yale University Press, 1953), 97-123; Murray N. Rothbard, Man, Economy, and State
(Princeton: D. Van Nostrand Co., Inc., 1962), I, 231-37; Rothbard, „The Case for a 100 Per Cent Gold Dollar,” in Leland B. Yeager, ed., In Search of Monetary Constitution (Cambridge: Harvard University Press, 1962
3 ეკონომიკური კვლევის დეპარტამენტი, შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა,The Mistery of Money (Washington: Chamber of Commerce, 1953), გვ 1.
4 როგორც ვილჰელმ როპკე ამბობს, „ინფლაცია ისეთივე ძველია, როგორც მთავრობის მიერ ფულის
განკარგვა.” იხ. მისი A Humane Economy (Chicago: Regnery, 1960) გვ. 196. ნებისმიერი სახის ჯგუფები,
ნებისმიერ მოცემულ დროსა და ადგილას, შეიძლება გახდნენ სახელმწიფოს ფავორიტები ან
მოკავშირეები: ბიზნესი, ფერმა, შრომა, რეგილიური ჯგუფები და სხვ. საქმე იმაშია, რომ (1) ნებისმიერი
ჯგუფი შეეცდება სახელმწიფო აპარატი გამოიყენოს როგორც სიმდიდრის და ძალაუფლების მიღების
გზა; და (2) სახელმწიფოს მმართველები შეეცდებიან დაიცვან სუბსიდირებული მოკავშირეები
საზოგადოებაში.
5 ფულის საიდუმლო, გვ. 17; ეკონომიკური კვლევის დეპარტამენტი, აშშ-ს სავაჭრო პალატა, 1953, გვ.
15, 21. ასევე იხ. James Washington Bell and Walter Earl Spahr-Si, eds., A proper Monetary and Banking System for the United States (New York: Ronald press, 1960), 51, 106, 165.
6 ფედერალური სარეზერვო სისტემის ინფლაციური ბუნების განხილვა, ისევე როგორც ინფლაციური
პოლიტიკა და მისი გამანადგურებელი შედეგები იხ.C.A. Phillips, T.F. McManus, da R.W. Nelson, Banking
and the Business Cyrcle (New York: Macmillan, 1937), gv. 21 ff; ასევე O. K. Burrell, “The Coming Crisis in
External Convertibility in U.S. Gold,” The Commercial and Financial Chronicle (23 აპრილი, 1959), გვ. 5
7 Oscar B. Johannsen, “Advocates Unrestricted Private Control over Money and Banking,” The Commercial and
Financial Chronicle (12 ივნისი, 1958), გვ. 2622.
8 George Athan Billias, The Massachusetts Land Bankers of 1740 მაინი უნივერსიტეტის ბიულეტენი, აპრილი, 1959.
158 თავისუფლების ბიბლიოთეკა. კრებული VII. “თავისუფლების ფული”
13 იქვე, გვ. 811-12.
9 Thomas Payne Govan, Nicholas Biddle: Nationalist and Public Banker, 1786-1844 (University of Chicago Press გვ. 70-71; 50, 65.
10 იხ. Joseph Dorfman, The Economic Mind in American Civilization ( ნიუ იორკი, Vicing Press, 1946), II, 809-26
11 პირველი გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი ამერიკაში, ორგანიზებული პროტექციონისტური მოძრაობის,
წარმომადგენელი ჰენრი ბოლდუინი, ცნობილი რკინის მწარმოებელი იყო ქალაქ
პიტსბურგიდან. ბოლდუინი როგორც „ამერიკული სისტემის მამა.” იხ. Murray N. Rothbard, The Panic of
1819: Reactions and Policies (ნიუ იორკი: Columbia University Press, 1962), გვ. 164.
12 Dorfman, op. cit., გვ. 811.
14 Stephen Colwell, The Claims of Labor and Theor Precedence ot the Claims of Free Trade (1861)
15 Harry E. Miller, Banking Theories in the United States Before 1860 (Cambridge; Harvard University Press, 1927) გვ. 138; 135-38
16 Robert P. Sharkey, Money Class, and Party (Baltimore: Johns Hopkins Press, 1959), გვ. 159 ნ.
17 Irwin Unger, “Business Men and Specie Reconstruction,” Political Science Quarterly (March, 1959),გვ.53.
18 Sharkey, op. cit., 245 ff.; Unger, op. cit., gv. 46-70, Stanley Coben, “Northeastern Business and radical Reconstruction: a Re-examination”, Mississippi Valley Historical review (June, 1959), gv. 67-90; Irwin Unger, „Review of Robert P. Sharkey, Money, Class and Party,” Political Science Quarterly (June, 1960); da Julius Grodinsky. “Review of Ropert P. Sharkey, Money, Class and Party,” Mississippi Valley Historical Review (June, 1960).
19 Charles O. Hardy, Credit Policies of the Federal Reserve System (Washington: Brookings Institution, 1932). ჰარდი მართალი იყო იმის დასკვნაში (გვ. 263), რომ „კრედიტის აქცეპტის ფორმით ძალით გამოყენებას
შედეგი არ ექნებოდა, ის საკუთარ დამსახურებებსაც კი ვერ გაუწევდა კონკურენციას.”
20 მისი საპრეზიდენტო მიმართვა ამერიკის აქცეპტის საბჭოს წინაშე 1923 წლის 19 იანვარს. იხ., Paul M.
Warburg, The Federal Reserve System (New York:Macmillan, 1930), II, 822.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s