გზა ბატონყმობისკენ

cover_theroadtoserfdom

ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი (1899-1992)

ეკონომისტმა, პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და იურისტმა „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ უთვალსაჩინოესმა წევრმა, ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკმა თავის ზრდასრული ცხოვრების თითქმის ნახევარი მშობლიურ ავსტრიაში, გერმანულ ცნობიერებასთან მჭიდრო კავშირში გაატარა. შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბოლოს, დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა კეინსიანური კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციისა და ტოტალიტარიზმის საფთრთხეების წინაშე. წინასწარ განჭვრიტა იმ ბოროტების შედეგები, რომლებიც ნებისმიერი ელფერის (კომუნისტური, ფაშისტური, ნაცისტური თუ კიდევ სხვა) სოციალიზმის განხორციელების მცდელობას მოსდევს.

ღრმად მეცნიერულმა კვლევებმა, ორიგინალურმა მიდგომებმა და თავისუფლების იდეალებისათვის მიზანმიმართულმა ბრძოლამ, მას უდიდესი აღიარება მოუტანა, რისი დასტურიც ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის 1974 წლს მინიჭებული ნობელის პრემია იყო.

შორს არ იქნება ჭეშმარიტებისაგან თუ ვიტყვით, რომ ის იყო ერთ-ერთი უპირველესი იმათგან, რომელთა თეორიულმა შრომებმა და პრაქტიკულმა მოღვაწეობამ სოციალიზმი იდეოლოგიურად გააშიშვლა და განაიარაღა, რამაც თავის მხრივ დააჩქარა ცივი ომის დასასრული და სოციალისტური ბანაკის დაშლა 80-90 წლებში.

მისი მემკვიდრეობა კომპლექსური და მრავალმხრივია. უპირველეს ყოვლისა, ჰაიეკი პოპულარულია ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული უკვდავი ნაშრომით „გზა ბატონობისაკენ“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმთავითვე ანტიტოტალიტარული ინტელექტუალური მოძრაობის ბიბლიად იქცა. ნაშრომში ჰაიეკმა გააშიშვლა ტოტალიტარული სახელმწიფოს რეალური, ანტიადამიანური ბუნება. ჰაიეკის მიხედვით ტოტალიტარიზმი უზნეობასა და ძალმომრეობას ეფუძნება, „მომხიბვლელი“ პროპაგანდით ადამიანებს ჭაობში ითრევს, ზომბებად აქცევს და ცრუ, უტოპიური კოლექტივისტური იდეების სამსახურში აყენებს. სინამდვილეში კი ადამიანის წარმატების არსი მისი თვითმყოფადობისა და შემოქმედების გათავისუფლებაში ძევს და არა კოლექტივისადმი მორჩილებასა და მსხვერპლთშეწირვაში..

1989 წელს ის კვლავ დაუბრუნდა ტოტალიტარიზმის თემას, როდესაც გამოაქვეყნა „დამღუპველი თავდავიწყება: სოციალიზმის შეცდომები“. ამ ნაშრომით, ჰაიეკმა გარკვეულ წილად შეაჯამა საკუთარი შემოქმედება და საბოლოოდ ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი ცხოვრების ე.წ. „სპონტანური წესრიგის თეორია“.

სრული სახით გამოქვეყნდა 1944 წელს, ხოლო წინამდებარე თარგმანი წარმოადგენს შემოკლებულ ვერსიას, რომელიც 1945 წლის აპრილში „რიდერს დაიჯესტში“ გამოქვეყნდა.

გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების მიერ მე-19 საუკუნის 30-ან და 40-ან წლებში განხორციელებული ძალმომრეობის მნიშვნელოვანმა მასშტაბებმა, გააძლიერა იმის რწმენა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლებელი იქნება ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალბება. მაგრამ ნება მოგვეცით, გავიხსენოთ – ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ გერმანიაში მოხდებოდა, წარმოუდგნელი იყო არა მხოლოდ თავად გერმანელთა ცხრა-მეათედისათვის, არამედ ყველაზე უფრო მტრულად განწყობილი უცხოელი დამკვირვებლებისთვისაც კი.

უამრავი თავისებურება, რომელიც მაშინ აღიქმებოდა, როგორც „სახასიათოდ გერმანული“, ამჟამად ამერიკასა და ინგლისს ერთნაირად ახასიათებთ. უამრავი ნიშანი, მაგალითად, ხელისუფლების გაზვიადებული თაყვანისცემა; „გარდაუვალობისადმი“ მორჩილება; ყველაფრის „მოწესრიგებით“ (ახლა ამას „დაგეგმარებას ვუწოდებთ) გატაცება, მომავალში გერმანიის შემთხვევის მსგავსი მიმართულებით განვითარების შესაძლბლობაზე მიუთითებს.

საფრთხის არსს და შესაძლო შედეგებს, ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ცუდად აღიქვამენ, ვიდრე გერმანიაში აცნობიერებდნენ. მთავარი უბედურება კი, კვლავ იმის არდანახვაა, რომ გერმანიაში მეტწილად სოციალისტური მრწამსით აღტკინებული ადამიანების კეთილგანწყობამ გაუხსნა გზა ნაცისტურ ძალებს, რომლებიც ყოველივე იმას ემსახურებოდნენ, რაც მათთვის მიუღებელი იყო. ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ ფაშიზმისა და მარქსიზმის აღზევება, წინარე პერიოდის სოციალისტური ტენდენციების საწინააღმდგოდ მიმართული უკუქმედება კი არა, არამედ მათი გარდაუვალი შედეგი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთხსენებული მოძრაობების ლიდერების დიდმა ნაწილმა, იტალიელი მუსოლინიდან მოყოლებული (ფრანგი ლავალისა და ბრიტანელი ქვისლინგის ჩათვლით), მოღვაწეობა დაიწყეს, როგორც სოციალისტებმა და დაამთავრეს, როგორც ფაშისტებმა ან ნაცისტებმა.

სადღეისოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში, იმათი უმრავლესობა, ვისაც გულწრფელად სძაგს ნაციზმის ყოველგვარი გამოვლინება, სინამდვილეში იმ იდეალებს ემსახურება, რომელთა განხორციელებაც უშუალოდ ხსნის გზას საძულველ ტირანიამდე. მათი უმეტესობა, ვისი შეხედულებებიც მოვლენათა განვითარებაზე გავლენას ახდენს, მნიშვნელოვანწილად, სოციალისტები არიან. მათ სჯერათ, რომ ჩვენი ეკონომიკური ცხოვრება „გონივრულად მართვადი“ უნდა იყოს და კონკურენციას – „ეკონომიკური დაგეგმარება“ უნდა ჩაენაცვლოს. მაგრამ განა შეიძლება წარმოვიდგინოთ იმაზე უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ჩვენდა უნებურად, იმის სრულიად საწინააღმდეგო ნაყოფის მიღებაა, რისკენაც ასე ვილტვოდით, როდესაც მიზანმიმართულად ვცდილობდით, რომ ჩვენი მომავალი უმაღლესი იდეალების მიხედვით მოგვეწყო?

დაგეგმარება და ძალაუფლება

საკუთარი მიზნების მისაღწევად დამგეგმარებლებს ისეთი ძალაუფლება სჭირდებათ, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა და ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ სხვებზე უშუალო ბატონობას გულისხმობს. მათი წარმატება დამოკიდებული იქნება მოპოვებული ძალაუფლების მოცულობაზე. შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის ცენტალიზებული მართვა თავისუფლების დათრგუნვას მოითხოვს. ამ პროცესს გარკვეულ წილად დემოკრატია უშლის ხელს. ამიტომ, დაგეგმარებასა და დემოკრატიას შორის დაპირისპირება გარდაუვალი ხდება.

ბევრ სოციალისტს სავალალო ილუზია ჰქონდა, რომ თუკი კერძო პირებს იმ ძალაუფლებას ჩამოართმევდნენ, რომლითაც ისინი ინდივიდუალისტურ წეს-წყობილებაში სარგებლობდნენ და მას საზოგადოებას გადასცემდნენ, ამგვარად თავად ძალაუფლბაც მოისპობოდა. მათ მხედველობიდან გამორჩათ ის, რომ ძალაუფლების იმგვარი კონცენტრირება, როდესაც მისი გამოყენება მხოლოდ ერთადერთი გეგმის განხორციელებისთვისაა შესაძლებელი, მის არა უბრალო გადაცემას, არამედ უსაზღვროდ გაფართოებას გულსხმობს.

ცალკეული ადამიანის ხელში მთელი იმ ძალაუფლების მოქცევით, რომელიც წარსულში თითოეულის მიერ საკუთარი შეხედულებით გამოიყენებოდა, ძალაუფლების მასშტაბი უსაზღვროდ და მანამდე არნახულად იზრდება. ამასთან იმდენად, რომ თითქმის ძირეულად ცვლის მის ხასიათს.

სრულიად მცდარია იმის მტკიცება, რომ ის ყოვლისმომცველი ძალაუფლება, რომელსაც ცენტრალური საგეგმო კომიტეტი ახორციელებს, „არ იქნება კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ძალაუფლება, რომლითაც კერძო სტრუქტურების დირექტორთა საბჭოები სარგებლობენ“. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტულ საზოგადოებაში, ვერავინ სარგებლობს იმ ძალაუფლების მცირედი ნაწილითაც კი, რომლითაც ცენტრალური საგეგმო კომიტეტი ისარგებლებს. ძალაუფლების დეცენტრალიზება ნიშნავს ძალაუფლების აბსოლუტური მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას, ხოლო კონკრტული წეს-წყობილება კი არის ის ერთადერთი წეს-წყობილება, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობას მინიმუმამდე კვეცს. ვის შეუძლია სერიოზულად დაეჭვდეს, რომ იმ მილიონერის ძალაუფლება, რომელიც შესაძლოა ჩემი დამქირავებელიც კი იყოს, განუზომლად უფრო ნაკლებია, ვიდრე დაბალჩინოსანი ბიუროკრატის შესაძლებლობები, რომლის ხელშიცაა სახელისუფლო იძულების აპარატი და რომლის კეთილგონიერებაზეცაა დამოკიდებული თუ როგორ ვიცხოვრო და ვიშრომო?

ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში თვით ყველაზე ცუდად ანაზღაურებად არაპროფესინალ მუშას გაცილებით მეტი თავისუფლება აქვს, რომ ცხოვრება თავისი სურვილისამებრ მოიწყოს, ვიდრე ბევრ მეწარმეს ნაცისტურ გერმანიაში ან შედარებით უკეთესი ანაზღაურების მქონე ინჟინერსა და მენეჯერს რუსეთში. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ინგლისში ადამიანს თითქმის არანაირი წინააღმდგობა არ გადაეღობება თუკი მას სურს, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი ან პროფესია, ხმამაღლა გამოთქვას თავისი შეხედულებები ან ამა თუ იმ სახით გაატაროს თავისი თავისუფალი დრო. მის ფიზიკურ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას არ ემუქრება ისეთი საშიშროება, რომელიც მას უხეში ძალით მიაჯაჭვავს იმ საქმეს და გარემოს, რომელიც უმაღლესი ხელისუფლების მიერ მისთვის არის განსაზღვრული.

ჩვენს თაობას დაავიწყდა, რომ რომ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა. ეს კი ასეა მხოლო დ იმიტომ. რომ წარმოების საშუალებების განმგებლობა გადანაწილებულია უამრავ დამოუკიდებულად მოქმედ ადამიანს შორის, რომელთაც შეუძლიათ თვითონვე გადაწყვიტონ თუ როგორ უნდა მოიქცნენ. როდსაც წარმოების საშუალებები მხოლოდ ერთ ხელშია მოქცეული, თუნდაც ეს იჰყოს „საზოგადოება“, როგორც ერთიანი მთლიანობა ან დიქტატორი, ვინც არ უნდა ახორციელებდეს ამ ზედამხდველობას, ის ჩვენზე სრულ ძალაუფლებას ფლობს. ის, რასაც ეკონომიკური ძალაუფლბა ეწოდება, შეიძლება კიდეც იყოს ძალდატანების საშუალება კერძო პირების ხელში, მაგრამ ის ადამიანის მთელ ყოფაზე ვერასოდეს გავრცელდება. მაგრამ მაშინ, როცა ეკონომიკური ძალაუფლება ცენტრალიზებულია, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ერთგვარი იარაღი, ის ისეთი ხარისხის დამოკიდებულებას ამკვიდრებს, რომელიც მონობისგან ძნელად თუ გამოირჩევა. კარგად არის ნათქვამი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ერთადერთი დამქირავებელი სახელმწიფოა, ოპოზიციაში ყოფნა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს.

საფრთხის წინაპირობა

სოციალიზმისა და ტოტალიტარიზმის გამოვლინების ყველა ფორმისგან განსხვავებით, ინდივიდუალიზმი თითოეული პიროვნების მიმართ ქრისტიანულ პატივისცემასა და რწმენაზეა დაფუძნებული და გულისხმობს, რომ სასურველია, ადამიანმა თავისუფლად განავითაროს ღმერთის მიერ საკუთრივ მისთვის ბოძებული ნიჭი და მიდრეკილებები. ეს ფილოსოფია რენესანსის პერიოდში ჩაისახა, ხოლო შემდეგ ის დაიხვეწა და იმ სახით გავრცელდა, რომელსაც ჩვენ დასავლურ ცივილიზაციად ვიცნობთ. საზოგადოების განვითარების ზოგადი მიმარულება ცალკეული პიროვნებების იმ მარწუხებიდან გამოთავისუფლებაში მდგომარეობდა, რომლებიც მათ ფეოდალურ საზოგადოებაში ბოჭავდა.

შესაძლებელია, რომ ამ მარწუხებიდან ადამიანის პიროვნული ენერგიის გამოთავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო შედეგი მეცნიერების გასაოცარი აღმავლობა იყო. მხოლოდ სამეწარმეო თავისუფლებამ გახსნა გზა ახალი ცოდნის თავისუფლად გამოყენებისაკენ; თან მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითოეულისათის, ვინც კი მზად იყო საკუთარი პასუხისმგებლობით ემოქმედა, ხელმისაწვდომი გახდა ყვლაფერი ის, რაც მეცნიერებამ იმ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯების შედეგად შექმნა, რამაც ბოლო 150 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეცვალა სამყაროს იერსახე. ამ ზრდა-განვითარების შედეგებმა ყოლგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველგან, სადაც კი მოხდა ამ წინააღმდეგობების აღმოფხვრა, რომლებიც პიროვნებების გამჭრიახობის თავისუფალ გამოვლენას ეღობებოდნენ, ადამიანებს თავიანთი მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება სწრაფად გაუჩნდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის, დასავლურ სამყაროში, მშრომელმა ადამიანმა ყოფიერი კეთილღეობის, უსაფრთხოებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის ისეთ დონეს მიაღწია, რომ 100 წლის წინ ამის შესაძლებლობაც კი ძნელად წარმოსადგენი იყო.

ამ წარმატების შედეგი ადამიანებს შორის საკუთარ ბედ-იღბალზე ზემოქმედების ახლებური შეგრძნების გაღვივება და იმ რწმენის განმტკიცება იყო, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი ყოფა-ცხოვრება უსაზღვროდ გაეუჯობესებინათ. ის, რაც იქნა მიღწეული, აღიქმებოდა ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილ და მარადიულ მიღწევად; ხოლო განვითარების ტემპი ითვლებოდა არადამაკმაყოფლილებლად. მეტიც, ის წანამძღვრები, რომელთაც ასეთი წინსვლა შესაძლბელი გახადეს, კიდევ უფრო სწრაფი წინსვლის წინაღობად იქნა მიჩნეული. შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალიზმის თვალსაჩინო წარმატბა თვითონვე ხდებოდა მისივე კრახის მიზეზიც.

არცერთი კეთილგონიერი პიროვნება არ ეჭვობდა, რომ მე-19 საუკუნის ეკონომიკურ მიდგომებზე დაფუძნებული აღმავლობა მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან არსებობდა წინსვლის უზარმაზარი შესაძლებლობები იმ მიმართულებით, საითკენაც მაშინ ვმოძრაობდით. თუმცა ამჟამად გამეფებული შესაძლებლობების შესაბამისად, უკვე აღარ ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ თავისუფალ საზოგადოებაში სპონტანურად წარმოქმნილი ენერგია უფრო უკეთესად. შედეგად, ჩვენ განვიზრახეთ ამ ძალებისგან გამიჯვნა და მათი „კოლექტიურობითა“ და ,,მიზანმიმართული“ მითითებებით ჩანაცვლება.

საყურადღებოა, რომ ლიბერალიზმი ყველაზე სრულად გერმნიაში უარყვეს. ეს გამოვლინდა, როგორც საკუთრივ სოციალიზმის უფრო რადიკალური სახესხვაობის (ნაციზმის) განხორციელებაში, ისე უმეტეს წილად „მოწესრიგების“ და „დაგეგმარების“ მცდელობებში. მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედის და მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში, გერმანია საკმაოდ წინ წავიდა, როგორც სოციალიზმის თეორიის, ისე მისი პრაქტიკული განხორციელების გზაზე. თანაც იმდენად დაწინაურდა, რომ ის საკითხები, რაზეც საბჭოურ რუსეთში ასე ფართოდ მსჯელობდნენ, გერმანელებმა დიდი ხანია უკან მოიტოვეს. გერმანელები ნაციზმის აღმოცენებამდე გაცილებით ადრე აკრიტიკებდნენ ლიბერალიზმსა და დემოკრატიას, კაპიტალიზმსა და ინდივიდუალიზმს.

გერმანელი და იტალიელი სოციალისტები ნაცისტებზე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ იმ ხერხებს, რომლებიც მოგვიანებით ნაცისტებმა და ფაშისტებმა უფრო შედეგიანად გამოიყენეს. პირველად სოციალისტებმა დანერგეს პრაქტიკაში ისეთი პოლიტიკური პარტიის იდეა, რომელიც თრგუნავდა პიროვნების თვითმყოფადობის ყველა გამოლენას და მოიცავდა მის ნებისმიერ საქმიანობას აკვნიდან – საფლავამდე, მოითხოვდა რა, რომ ადამიანს ყველაფერში პარტიის შეხედულებებით ეხელმძღვანელა. სწორედ სოციალისტები და არა ფაშისტები იყვნენ პირველები, რომლებმაც მცირეწლოვანი ბავშვების პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება დაიწყეს, რომ მათი აზროვნება ემართათ. პირველები არა ფაშისტები, არამედ სწორედ სოციალისტები იყვნენ, ვინც სპორტისა და სხვა თამაშების, ფეხბურთისა და ტურიზმის ორგანიზება ისეთი პარტიული კლუბების სახით განიზრახეს, სადაც წევრები სხვა პოლიტიკური შეხედულებებისგან დაცული იქნებოდნენ. პირველად სოციალისტებმა მოითხოვეს, რომ პარტიის წევრებს თავი სხვებისგან მისალმების ხერხით და მიმართვის ფორმებით გამოერჩიათ. სწორედ მათ შექმნეს ტოტალიტარული პარტიის პროტოტიპი, რომელსაც სტრუქტურა „უჯრედების“ სახით ექნებოდა ორგანიზებული და წევრების პირად ცხოვრებაზე პერმანენტული თვალთვალის მექანიზმებს გამოიყენებდა.

ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლის დროისთის, გერმანიაში ლიბერალიზმი უკვე მკვდარი იყო და ის სოციალიზმმა მოკლა.

ძალიან ბევრი ადამიანისათვის, ვინც სოციალიზმიდან ფაშიზმში გადასვლის უშუალო მოწმე გახდა, ამ ორ წყობას შორის კავშირი უფრო მკაფიო შეიქმნა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხის უმეტესობას სოციალიზმისა და თავისუფლების შერწყმის შესაძლებლობისა კვლავ სწამდა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო რამდენიმე თაობის უდიდესი უტოპია, არა მარტო განუხორციელებელია, არამედ კიდევაც რომ ეცადო და ძალისხმევა არ დაიშურო მის მისაღწევად, იძლევა ისეთ შედეგს, რომელიც სრულებით განსხვავდება ჩანაფიქრისაგან – ემხობა თავად თავისუფლება. მოსწრებულად ითქვა, რომ „ის რაც ხელისუფლებას ყოველთვის გარდაქმნის ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად, ადამიანმა თავის სამოთხედ გადაქცევა სცადა“.

შემაშფოთებელია ინგლისსა და ამერიკაში იგივე სურათის დანახვა, თუ როგორ უხეშად არღვევენ და უპატივცემულოდ ეპყრობიან ძველებური ყაიდის ლიბერალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. „კონსერვატიული სოციალიზმი“ იყო დევიზი, რომლის დროშის ქვეშაც მწერალთა დიდმა ნაწილმა შეამზადა გარემო, სადაც გერმანელმა ნაციონალ-სოციალისტებმა წარმატებული კარიერა შეიქმნეს. სწორედ „კონსევატიული სოციალიზმი“ განსაზღვრავს დღევანდელობასაც.

დაგეგმარების ლიბერალური გზა

დაგეგმარების პოპულარობა მეტწილად იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი საერთო პრობლემების, შეძლებისამებრ, წინასწარი განჭვრეტა სურს. კამათი დაგეგმარების დღევანდელ მომხრეებსა და ლიერალებს შორის ეხება არა იმას, თუ რაოდენ მიზანსწრაფულია ჩვენი საქმიანობის დაგეგმარება, არამედ იმას, თუ რომელია საუკეთესო გზა ასეთი ქმედების განსახორცილებლად. საკითხი ისმის ასე: ან შევქმნით ისეთ გარემოპირობებს, რომელიც გასაქანს მისცემს თითოეული პიროვნების ცოდნასა და ინიციატივას, რომ მათ რაც შეიძლება წარმატებულად დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება; ან მთელი სამეურნეო ცხოვრება „დადგენილი გეგმის“ მიხედვით უნდა ვმართოთ, რაც ნიშნავს, საზოგადოებრივი რესურსების წინასწარგამიზნულ განკარგვას იმგვარად, რომ ის მიესადაგოს საგეგმო კომიტეტის წევრების შეხედულებას, იმის შესახებ, თუ ვის რა უნდა ერგოს ყოველ ცალკეულ შემთხვვაში“.

მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისაგან იქნეს გამორჩეული წინააღმდეგობა დაგეგმარების უახლესი ტიპისა და დოგმატურად გაგებული laissez faire (ფრ.- ნება მიბოძეთ ვიმოქმედოთ. რედ. შენიშვნა) მიდგომის მიმართ. ლიბერალური მტკიცებულებები არ გულისხმობენ მოვლენათა შენარჩუნებას არსებული სახით; ისინი უპირატესობას ანიჭებენ კონკურენციის საუკეთესო შესაძლებლობების გამოყენებას, როგორც ადამიანთა ძალისხმევის კოორდინირების საშუალებას. ეს მოსაზრება დაფუძნებულია იმის რწმენაზე, რომ ეფექტური კონკურენციის პირობების შექმნა ცალკეული პიროვნებების ძალისხმევის ხელშეწყობის საუკეთესო შესაძლებლობაა. ლიბერალიზმი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ კონკურენციის ნაყოფიერებისათვის მოხერხებული საკანონმდებლო ჩარჩოების აუცილებელი და არც ძველი და არც ამჟამად არსებული კანონები საბედისწერო ხარვეზებისგან დაცული არ არის.

მიუხედავად ყველაფრისა, ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება იმას, რომ ეკონომიკური საქმიანობა კონკურნციის მაგივრად დირექტიულ მართვას დაექვემდბაროს. ის აღიარებს კონკურენციას, როგორ პირველმნიშვნელოვანს, არა მარტო იმიტომ, რომ ყოველმხრივ შედეგიანი მეთოდია, არამედ იმიტომ, რომ ის ერთადერთი მეთოდია, რომელიც არ მოითხოვს ხელისუფების მიერ ძალადობრივ ან ნებელობით ჩარევას. ლიბერალიზმი ემიჯნება „გონიერი საზოგადოებრივი ზედამხედველობის“ საჭიროებას და ცალკეულ პიროვნებებს შანსს აძლევს, რომ თავად გადაწყვიტონ, რამდენად შეესაბამება მათი კონკრეტული საქმიანობის ანაზღაურება სათანადო ძალისხმევასა და დანახარჯებს.

კონკურენციის დადებითი შედეგების გამოყენებას ხელს არ უშლის გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს ჩარევა. მაგალითად, სამუშაო საათების საზღვრებისა და ზოგიერთი სანიტარული ნორმის დადგენა, საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის მრავალმხრივ მზარდი სისტემის დანერგვა, შესაძლებელია, სრულიად შეესატყვისებოდეს კონკურენციის წესების დაცვას. მაგრამ არის აგრეთვე ის სფეროებიც, სადაც კონკურენტული წყობა გნუხორციელებელია. მაგალითად, ტყის გაჩეხვის მავნე შედეგები, ან საწარმოო გამონაბოლქვთან დაკავშირებული ფაქტორები მხოლოდ კერძო მესაკუთრის უფლებების განხილვით ვერ შემოიფარგლება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სახელისუფლებო მითითებები იქ, სადაც კონკურენცია სრულყოფილად ვერ მუშაობს, სავსებით არ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავახშოთ კონკურენცია იქ, სადაც შესაძლებელია მისი ამოქმედება, იმ პირობების შექმნა, რომელიც კონკურენციას შესაძლებლობების ფარგლებში შედეგიანს გახდის, გაყალბებებისა და თაღლითობისაგან დაცვა, მონოპოლიების აღკვეთა – წარმოადგენს იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ქმნის ფართო და უეჭველ ასპარეზსს სახელისუფლებო მოღვაწეობისათვის.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მოინახოს რაღაც „შუალედური გზა“ კონკურენციასა და ცენტრალურ მართვას შორის. თუმცა, ერთი შეხედვით, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, ან სხვა რა უნდა მოუვიდეთ თავში მოაზროვნე ადამიანებს. მხოლოდ „საღი აზრის“ მოხმობა ამ საკითხში არასაიმედოა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კონკურენციასთან გარკვეული ხასიათის სახელისუფლებო რეგულირების შეხამება, ეს სავსებით შეუთავსებელია ჩვენთვის მისაღები ნებისმიერი მასშტაბის დაგეგმარებასთან, ისე რომ მან არ შეწყვიტოს წარმოების ქმედითი მმართველის ფუნქციის შესრულება.

ორივე, როგორც კონკურენცია, ისე ცენტრალური მართვა, უმოქმედო და უშედეგო იარაღად გადაიქცევა, თუ ისინი არასრულყოფილად გამოიყენება, და ამიტომ მათი შერწყმა ნიშნავს, რომ ვერც ერთი ვერ იმუშავებს.

დაგეგმარებისა და კონკურენციის შეხამება შესაძლებელია მხოლოდ თვით კონკურენციის ხელშეწყობის და არა კონკურენციის შეფერხების დაგეგმარებაში. დაგეგმარება, რომლის წინააღნდეგაც მთელი ჩვენი კრიტიკაა მიმართული, სწორედ რომ კონკურენციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა.

უდიდესი უტოპია

ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ იმათ უმრავლესობას ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში მოითხოვდა მთელი ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალური მმართველობისადმი დაქვემდებარებას, კვლავ სჯერათ, რომ სოციალიზმისა და პიროვნული თავისუფლების შეხამება შესაძლებელია. თუმცა ბევრი მოაზროვნის მიერ სოციალიზმი ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში თავისუფლების მესაფლავედ აღიქმებოდა.

ამჟამად, არც თუ ისე კარგად ახსოვთ, რომ სოციალიზმი თავიდანვე აშკარად ავტორიტარული იყო. ის წარმოიშვა საფრანგეთის რევოლუციის ლიბერალური ტენდენციების საწინააღმდეგოდ სრულიად ღიად მიმართულ რეაქციად. ფრანგი ავტორები, რომლებმაც დასაბამი მისცეს მას, ვერც კი წარმოდგენდენ, რომ მათი იდეების განხორციელება მხოლოდ ძლიერ დიქტატორულ მთავრობას შეეძლებოდა. სენ-სიმონი იყო პირველი დაგეგმარების მომხრეთა შორის, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ისინი, ვინც მის მიერ შეთავაზებულ საგეგმო კომიტეტებს არ დაემოჩილებოდა, „პირუტყვად ჩაითვლებოდა“.

არავის დაუნახავს ისე მკაფიოდ, ვიდრე დიდ ფრანგ პოლიტიკურ მოაზროვნეს დე ტოკვილს, რომ დემოკრატია სოციალიზმთან შეურიგებელ წინააღმდებაშია. „დემოკრატია აფართოებს ინდივიდუალური თავისუფლების სივრცეს“, – ამბობდა ის. „დემოკრატია თითოეულ ადამიას უნარჩუნებს ყველა დამახასიათებელ ღირებულებას“ – თქვა მან 1848 წელს, „მაშინ, როდესაც სოციალიზმი ადამიანს მხოლოდ ნივთად, მხოლოდ არითმეტიკულ ერთეულად წარმოადგენს. დემოკრატიას და სოციალიზმს არაერთი აქვს საერთო გარდა ერთი სიტყვისა – თანასწორობა. მაგრამ ხაზგასმულია განსხვავება: დემოკრატია ისწრაფვის თანასწორობისაკენ თავისუფლებაში, სოციალიზმი თანასწორობას შეზღუდვასა და მორჩილებაში ხედავს.“

ამ ეჭვების გასაქარვებლად და თავიანთი პოზიციების ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოტივით – „თავისუფლებისკენ ლტოლვით“, გასამყარებლად, სოციალისტები „ახალი თავისუფლების“ ქადაგებას მიეძალნენ. სოციალიზმი იყო ის, რასაც „ეკონომიკური თავისუფლება“ უნდა მოეტანა, რომლის გარეშედაც პოლიტიკურ თავისუფლბას გახვრეტილი შაურიანის ფასიც კი არა აქვს.

ამ არგუმენტისათვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად სიტყვა „თავისუფლება“ დაუქვემდებარეს შინაარსობრივ ცვლილებას. ეს სიტყა ადრე ნიშნავდა თავიუფლებას ძალადობისგან; ერთი ადამიანის ნებელობითი ძალაუფლებისგან მეორეზე. ახლა კი ამ სიტყვამ შეიძინა სხვა დატვირთვა. ახლა ის ნიშნავს თავისუფლებას სიდუხჭირისაგან, თავის დაღწევას იმ ზღუდეებიდან, რომლებიც მუდმივად კვეცენ ყველა ჩვნთაგანის არჩევანის ასპარეზს. ასე გაგებული თავისუფება კი, რა თქმა უნდა, არაფერი იყო, თუ არა ს სიმდიდრის ხელახალი გადანაწილების შესახებ ძველი მოთხოვნის განახლებული გამოვლინება.

მტკიცება იმისა, რომ გეგმიური ეკონომიკა თვალსაჩინოდ ნაყოფიერი იქნებოდა, ვიდრე კონკრეტული წყობა, მკვლევართა უმეტესობის მიერ თანმიმდევრულად იქნა უარყოფილი. თუმცაღა, დაგეგმარებისკენ ყველაზე მეტად სწორედ ეს ცრუ იმედი გვიბიძგებს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სოციალისტების დაპირება უფრო მეტი თავისუფლების შესახებ წმინდა და გულწრფელია, გასულ წლებში დამკვირვებლები ერთი მეორის მიყოლებით გამოთქამდნენ გაოცებას სოციალიზმის გაუთვალისწინებელი შედეგებით, გარემოებების იმ არაჩვეულებრივი მსგავსებით, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში „კომუნიზმისა“ და „ფაშიზმის“ შედეგებს ახასიათებს. როგორც ეს მწერალმა პიტერ დაკერმა გამოხატა 1939 წელს, „მარქსიზმის მეშვეობით თავისუფლებისა და თანასწორობის მიღწევის რწმენის სრულმა გაქარწყლებამ რუსეთი აიძულა, რომ დადგომოდა თავისუფლების უარყოფისა და და უთანასწორობის ტოტალიტარული საზოგადოებისაკენ მიმავალ იმავე გზას, რომელც მის კვალდაკვალ გერმანიამაც გაიარა. კომუნიზმი და ფაშიზმი არსობრივად ერთი და იგივე სულაც არ არის. ფაშიზმი არის საფეხური, რომელიც მიღწეული იქნა მას შემდეგ, რაც კომუნიზმის სიყალბე დადასტურდა და ეს სიყალბე ისევე დადასტურდა რუსეთში, როგორც პრე-ჰიტლერულ გერმანიაში“.

არანაკლებ მნიშვნელოვანია 1933 წლამდე გერმანიის კომუნისტური და ფაშისტური მოძრაობების შემადგენლობის ხარისხზე და სამსახურებრივ იერარქიაზე ინტელექტუალური დაკვირვება. ის, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ახალგაზრდა კომუნისტების გადასვლა ნაცისტების ბანაკში ან პირიქით – ნაცისტებიდან კომუნისტების ბანაკში, ყველასთვის, განსაკუთრებულად კი ორივე პარტიის პროპაგანდისტებისათვის კარგად იყო ცნობილი. კომუნისტები და ნაცისტები უფრო ხშირდ ერთმანთს უპირისპიდებოდნენ, ვიდრე სხვა პარტიებს და ეს, უბრალოდ, იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი ერთმანეთს ერთი და იგივე შეხედულებების ადამიანებისათვის ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის ეცილებოდნენ და ერთმანეთს საძულველ ერეტიკოსებს უწოდებდნენ. მათმა საქმიანობამ აჩვენა თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი ერთმანეთთან. ორივესთვის ჭეშმარიტი მტერი ძველი ტიპის ლიბერალი იყო, რომელთნაც მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. მაშინ, როდესაც ნაცისტებისათვის კომუნისტები და კომუნისტბისათის ნაცისტები, ხოლო ამ ორივესთვის სოციალისტები, განიხილებოდნენ შესაძლო ახალწვეულებად, რომლებისგანაც მათი პარტიული მშენებლობისთვის საჭირო მასალა უნდა დამზადებულიყო, ყველა მათგანისთის ცხადი იყო, რომ ყოველგვარი კომპრომისი მათ შორის, ისევე როგორც იმათთან, ვისაც პირადი თავისუფლების რწმენა ჰქონდა, შეუძლებლი იყო.

ის, რაც მათ ჩვენ თავისუფლებისკენ მიმავალ გზად წარმოგვიდგინეს ფაქტიურად არის პირდაპირი გზა ბატონყმობისკენ. ძნელი არაა იმის დანახვა, თუ რა შედეგი გვექნება, როცა დემოკრატია დაგეგმარების მიმართულებას დაადგება. დაგეგმარების მიზანი ზოგიერთების მიერ ისეთი გაურკვეველი ტერმინებით განიმარტება, როგორიცაა „საზოგადო კეთილდღეობა“. იქ, სადაც ხალხმა არ იცის, თუ როგორი იქნება საბოლოო შედეგი, რეალური თანხმობა არ მიიღწევა. ხალხის თანხმობა იმაზე, რომ უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებული დაგეგმარება, საბოლოო შედეგების შესახებ შეთანხმების გარეშე, უცილობლად დაემსგავსება სიტუაციას, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ერთმანეთს ავალდებულებს იმოგზაურონ ერთად, მოგზაურობის მარშრუტის შეუთანხმებლად: ყოველივე ამის შედეგად, შესაძლოა ყოველმა მათგანმა იძულებით იმოგზაუროს იქ, სადაც მათ უმრავლესობას საერთოდ არ სურდა მოგზაურობა.

დემოკრატიულ საკრებულოებს არ შეუძლიათ დაემსგავსონ საგეგმო კომიტეტებს. მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ შეთანხმებები ყველა საკითხზე – ეროვნული რესურსების გამოყენების ყველა მიმართულებაზე – რამეთუ არსებობს მოქმედების უამრავი შესაძლებლობა. მაშინაც კი, თუკი კონგრესი შეძლებს, მუხლობრივი განხილვისა და ყოველ საკითხში კომპრომისის მიღწევის გზით ზოგიერთი პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდეს, ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არავის დააკმაყოფილებს.

ასეთი ხერხით ეკონომიკური გეგმის დასახვა კიდევ უფრო ნაკლებად შესალებელია, ვიდრე მაგალითად, წარმატებული საომარი კამპანიის დაგეგმარება დემოკრატიული პროცედურებით. სტრატეგიულად გარდაუვალი გახდება, რომ სათანადო გადაწყვტილებების მომზადება ექსპერტებს დეკისროთ. და მაშინაც კი, როდესაც ამ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დემოკრატია წარმატებას აღწევს მეურნეობის ცალკეული სექტორების დაგეგმაებაში, კვლავ პრობლემად რჩება ამ ცალკეული გეგმების შერწყმა-შეთანხმება. თანდათანობით სულ უფრო განმტკიცდა მოთხოვნა, რომ ზოგიერთ მმართველ ორგანოს ან ცალკეულ პიროვნებას მიეცეს ძალაუფება იმოქმედოს საუთარი პასუხისმგებლობით. ეკონომიკური დიქტატორის მოსვლისთის ცრემლის ღვრა დამახასიათებლი საფეხურია დაგეგმარების მიმართულებით მოძრაობისას.

ამრიგად, საკანონმდებლო ორგანო შემოიფარგლება იმ პიროვნებათა შერჩევით, რომლებსაც პრაქტიკულად აბსოლუტური ძალაუფლება მიენიჭებათ ხოლო მთლიანად წეს-წყობილება დიქტატურის ისეთი ტიპისკენ გადაიხრება, რომლის დროსაც მთავრობის ხლმძღვანელი თავის პოზიციბს პერიოდულად სახალხო არჩევნებით გაამყარებს, მაგრამ სადაც მას ექნება სრული ძლაუფლება თავისი ბრძანების შესაბამისად, ამომრჩეველთა ხმები დანამდვილებით წარიმართოს იმ მიმართულებით, რომელი მას სჭირდება.

დაგეგმარება განაპირობებს დიქტატურას, რადგან დიქტატურა არის ძალადობის ყველაზე ეფექტური ხერხი და მეტად საჭირო, თუკი აუცილებელია, რომ ცენტრალური დაგეგმარება ფართო მასშტაბებით გახდეს შესაძლებელი. არანაირი გამართლება არ აქვს ფართოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ რაკი ძალაუფლება მოპოვებულია დემოკრატიული პროცედურებით, ის არ შეიძლება იყოს ნებელობითი; ძალაუფლების წყაროს არ შეუძლია ხელისუფლება ნებელობისაგან დაიცვას; დიქტატურისგან თავის დასაცავად, თავად ხელისუფლება უნდა იყოს შეზღუდული.

„პროლეტარიატის ჭეშმარიტი დიქტატურა“, მაშინაც კი, როდესაც მას დემოკრატიული ფორმა აქვს, თუკი გამოყენებული იქნება ეკონომიკური სისტემის მართვისათვის, სავარაუდოდ ისევე სრულად გაანადგურებს ადამიანების პიროვნულ თავისუფლებას, როგორც ყველა მანამდე არსებული ავტოკრატიული წყობა.

პიროვნული თავისუფლება შეუძლებელია შეეგუოს ერთი კონკრეტული მიზნის უზენაესობას, რომელსაც მთელი საზოგადოება მუდმივად უნდა დაექვემდებაროს. გარკვეულ წილად, ეს ფაქტი ომის დროს თვად გამოვცადეთ, როდესაც გადაუდებელი და დამთრგუნავი აუცილებლობის მიმართ აბსოლუტურად ყველაფრის დაქვემდებარება იყო ის საფასური, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, რომ საკუთარ თავისუფლებას გრძელვადიანი პერსპექტივით გავფრთხილებოდით. მაღალფარდოვანი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ყველაფრის ისე კეთება, როგორც ეს ომში გამარჯვების მისაღწევად ვისწავლეთ, სრული შეცდომაა; თუკი ომის დროს კეთილგონივრულია თავისუფლების დროებითი შეზღუდვა, რომ მომავალში ის უფრო დაცული იყოს; ეს სრულიად სხვა საკითხია, როდესაც საქმე ეხება გეგმიური ეკონომიკის ინტერესებისადმი თავისუფლების მუდმივ შეზღუდვას.

მათთვის, ვინც თვალი ადევნა სოციალიზმის ფაშიზმად გარდაქმნას მე-20 საუკუნის პირველ ორ მეოთხედში, კავშირი ამ ორ წეს-წყობილებას შორის სრულიად ცხადია. სოციალისტური პროგრამის რეალიზება თავისუფლების განადგურებას ნიშნავს. დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო რამდენიმე თაობის უდიდესი უტოპია, უბრალოდ განუხოციელებელია.

რატომ ექცევა სათავეში ყველაზე უარესი?

ეჭვს არ იწვევს ის, რომ ინგლისური და ამერიკული „ფაშიზმი“ იტალიური და გერმანული სახესხვაობებისაგან დიდად განსხვავდება; უეჭველია ისიც, რომ თუ წეს-წყობილებათა დანერგვა ძალადობის გარეშე მოხდებოდა, ჩვენ შესაძლოა უკეთესი პოლიტიკური წინამძღოლიც კი მიგვეღო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ფაშისტური წეს-წყობილება ჩვენში ძლიერ განსხვავებული ან გაცილებით ნაკლებ აუტანლი აღმოჩნდება, ვიდრე მისი პროტოტიპები იტალიასა და გერმანიაში. არსებობს სარწმუნო მიზეზები, რომ ტოტალიტარული სისტემების ყველაზე ცუდი თავისებურებები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამვლინდება.

ზუსტად ისე, როგორც დემოკრატი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცდილობს ეკონომიკური ცხოვრების დაგეგმარებას, სულ მალე აღმოჩნდება იმ ალტერნატივის წინაშე, რომ ან უნდა მოიპოვოს დიქტატორული ძალაუფლება ან შეეგუოს მისივე გეგმების სრულ კრახს, ტოტალიტარული მიდრეკილებების წინამძღოლიც, ასევე მალე უზენაესობასა და წარუმატებლობას შორის არჩევანის წინაშე დადგება. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული, რომ ტოტალიტარიზმისაკენ მიდრეკილ საზოგადოებაში წარმატებებს, როგორც წესი უპრინციპო, არაკეთილსინდისიერი პიროვნებები აღწევენ. ის, ვინც ამას ვერ ხედავს, ჯერ კიდევ ვერ წვდება იმ უფსკრულის სიღრმეს, რომელიც ტოტალიტარიზმს ინდივიუალისტური დასავლური ცივილიზაციისგან ასებითად აშორიშორებს.

ტოტალიტარულმა ლიდერმა გარშემო ისეთი ადამიანები უნდა შემოიკრიბოს, რომლებიც ნებაყოფილობით ემორჩილებიან იმგვარ დისციპლინას, რომელიც უნდათ, რომ ხალხის დანარჩენ ნაწილს თავს ძალით მოახვიონ. სოციალიზმის განხორციელება მხოლოდ იმ მეთოდებითაა შესაძლებელი, რომელიც თავად სოციალისტთა უმრავლსობის მიერ არის უარყოფილი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც წარსულში მოღვაწე მრავალი რეფორმატორის საქმიანობისაგან უნდა ვისწავლოთ. ადრეული პერიოდის სოციალისტურ პარტიებს თავიანთი დემოკრატიული იდეალები ბოჭავდენ; ისინი არ მიმართვდნენ დაუნდობელ მეთოდებს იმისთვის, რომ გადაეწყვიტათ მათ მიერ არჩეული ამოცანები. ნიშანდობლივია, რომ გერმანიისა და იტალიის შემთხვევაშიც, ფაშიზმის აღზევება სოციალისტური პარტიების მიერ სახელისუფლებო პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით იყო განპნირობებული. ისინი გულწრფელად არ იყენებდნენ იმ მეთოდებს, რომელთაც თვითონ გაუკვალეს გზა. ისინი კვლავ იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა სასწაული და უმრავლესობა მთელი საზოგადოების გარკვეული გეგმის მიხედვით ორგანიზების იდეას საკუთრი ნებით დათანხმდებოდა. სხვებს კი უკვე გარკვული ჰქონდათ, რომ გეგმიურ საზოგადოებაში მოვლენათა განვითარება დამოკიდებული იქნებოდა არა იმაზე, თუ რას დაეთანხმებოდა ხალხის უმრავლესობა, არამედ იმაზე, თუ ვისგან შეიქმნებოდა ყველაზე დიდი ჯგუფი, რომლის წევრებიც საზოგადოების ნებისმიერი საქმიანობის ერთ კალაპოტში მოქცევის მიზნთ საკმარისად შეთანხმებულად იმოქმედებდნენ.

არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ნებისმიერ საზოგადოებაში აღტკინებულ თანამოაზრეთა ასეთი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, არა საუკეთესო, არამედ ყველაზე უარესი წარმომადგენლებისაგან ყალიბდება.

პირველი, რაც უფრო მაღალია პიროვნებების განათლება და ინტელექი, მით უფრო მრავალფეროვანია მათი გემოვნება და შეხედულებები. თუ ჩვენ გვსურს. რომ შეხედულებების ერთგვაროვნების უფრო მაღალი ხარისხი აღმოვაჩინოთ, დაკვირვებისთვის უფრო დაბალი ზნეობრივი და ინტელექტუალური სტანდარტები უნდა დავაწესოთ და მივმართოთ იმ ფენებს, სადაც პრიმიტიული ინსტიქტები ბატონობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობას დაბალი ზნეობრივი სტანდარტები აქვს; ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ერთგვაროვანი ღირებულებების მქონე ადამიანთა ყველაზე დიდ ჯგუფს სწორედ დაბალი ზნეობრივი მოთხოვნები გააჩნია.

მეორე, ვინაიდან ეს ჯგუფი არ არის საკმარისად დიდი იმისათვის, რომ წინამძღოლთა მიზანსწრაფვას მხარი სათანადოდ აუბას, ის იძულებულია იმავე პრიმიტიული მსოფლმხედველობის საფუძველზე საკუთარ რიგებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღოს.

მან მხარდაჭერა დამჯერი და დამყოლი ადამიანებისგან უნდა მიიღოს, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა არა აქვთ და მზად არიან შეხედულებათა უკვე გამზადებული წყობა მიიღონ, თუკი მათ ამას საკმარისად ხშირად და ხმამაღლა ჩასჩიჩინებენ. ესენი ბუნდოვანი და არასრულყოფილი შეხედულებების მქონე მერყევი ადამიანები იქნებიან, რომლებიც თავიანთი სულიერი აღტკინებითა და ემოციური მდგომარეობით მზად არიან ტოტალიტარულ პარტიას მიენდონ.

მესამე. მომხრეების შეთანხმებულ ორგანიზმად შესადუღაბებლად ლიდერმა საერთო ადამიანურ სისუსტეებს უნდა მოუხმოს. როგორც ჩანს, ადამიანებს უფრო უადვილდებათ ნეგატიური პროგრამის ირგვლივ შეთანხმება, ვთქვათ მტრის საერთო სიძულვილიდან ან შეძლებულებისადმი შურიდან გამომდინარე, ვიდრე რომელიმე პოზიტიური ამოცანის მიზანდასახვა.

დაპირისპირება „ჩვენს“-სა და „მათ“ -ს შორის მუდამ გამოიყენება მათ მიერ, ვინც ფართო მასების მორჩილებას ესწრაფვის. სამიზნე „მტერი“ შიძლება ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით იყოს, მაგალითად, როგორც „ებრაელი“ გერმანიაში ან „კულაკი“ რუსეთში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხერხს უდიდესი უპირატესობა აქვს, რადგან წინამძღოლს მოქმედების უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე ნებისმიერი პოზიტიური პროგრამა.

ტოტალიტარულ ჯგუფში ან პარტიაში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანწილად უზნეო საქციელისათვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. პრინციპი – შედეგი ამართლებს საშუალებებს, რომელიც ინდივიდუალურ ეთიკაში განიხილება როგორც ყოველგვარ ზნეობაზე უარის თქმა, კოლექტივისტურ ეთიკაში აუცილებლად მთავარ სამოქმედო დებულებად გარდაიქმნება. არ არსებობს ისეთი რამ, რომლის გასაკეთებლადაც ჭეშმარიტი კოლექტივისტი მზად არ იყოს, თუკი ეს „საერთო კეთილდღეობას“ ემსახურება; რადგან მისთვის სწორედ „საერთო კეთილდღეობა“ არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა უნდა იყოს განხორციელებული.

თუკი თქვენ ერთხლ მაინც აღიარეთ, რომ იმდივიდი მხოლოდ საშუალებაა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს იმ დიადი ერთობის მიზნების მისაღწევად, რასაც საზოგადოება ან ერი ეწოდება, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება იმ ტოტალიტარულ შესაძლებლობათა უმრავლესობის აღიარებაც რაც მანამდე ასე გვაშფოთებდა. შეურიგებლობა და განსხვავებული აზრის დაუნდობელი ალაგმვა, თვალთმაქცობა და დასმენა, ცალკეულ პიროვნებათა ცხოვრებისა და ბედნიერებისადმი სრული გულგრილობა, კოლექტივიზმის არსებითი და გარდაუვალი მახასიათებლებია. ქმედებები, რომელიც ყველა ჩვენი გრძნობის ამბოხს იწვევს, მაგალითად ტყვეების დახვრეტა, ან მოხუცებისა და ავადმყოფების მოკვდინება, აიხსნება, როგორც უბრალო მიზანშეწონილობა. ასობით ათასი ადამიანის დედაბუდიანად აყრა და გადასახლება პოლიციის ძალისმიერ ინსტრუმენტად გადაიქცა, რომელსაც თითქმის ყველა ეთანხმებოდა, თვით მსხვერპლთა გარდა.

იმისათვის, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის სასარგებლო მსახური გახდეს, ადამიანი მზად უნდა იყოს ყველა მისთვის ნაცნობი ზნეობრივი კანონის უარსაყოფად, თუკი ეს მისთვის დადგენილი შედეგის მისაღწვად საჭიროდ მოეჩვენება. ტოტალიტარული მანქანა დაუნდობლობისა და უპრინციპობისთვის ხელსაყრელ გარემო-პირობებს ქმნის. არც გესტაპო და არც საკონცენტრაციო ბანაკების ადმინისტრაცია, არც პროპაგანდის სამინისტრო და არც SA ან SS სპეც-სამსახურები (ან მათი რუსული ანალოგები) ჰუმანური გრძნობების გამოვლენისთვის შესაფერის ადგილებს არ წარმოადგენენ. თუმცა ტოტალიტარულ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობებისკენ გზას სწორედ ასეთ ადგილებში თავის გამოჩენა ხსნის.

გამოჩენილი ამერიკელი ეკონმისტი, პროფესორი ფრენკ ნაითი სამართლიანად აღნიშნავს, რომ კოლექტივისტური სახელმწიფოს ხელისუფლებამ „სურვილის არსებობა-არარსებობის მიუხედავად ასე უნდა იმოქმედოს და ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ექნებათ გამორჩეული ხასიათი, რაც მათ არ გამოაყენებინებთ ძალაუფლებას, ისევე დაბალია, როგორც იმის ალბათობა, რომ უკიდურესად სათნო გულის მქონე პიროვნებამ მონათა პლანტაციებში მკაცრი ზედამხედველობის თანამდებობა მიიღოს“.

შემდეგი მოსაზრება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს, გულისხმობს: კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს. ტოტალიტარული სისტემის ეფექტური მუშაობისთვის არასაკმრისია, რომ ყველა იქნეს იძულებული დამგეგმარებლების მიერ დასახული მიზნების განხორციელებისთვის იმუშაოს; არსებითი ისაა, რომ ხალხმა ეს მიზნები უნდა გაითავისოს. ეს კი საინფორმაციო წყაროების სრული კონტროლითა და მიზანმიმართული აგიტაცია-პროპაგანდით მიიღწევა.

ყველაზე ეფექტური გზა ხალხის იმ მდგომარეობამდე მისაყვანად, რომ მათ აღიარონ იმ ღირებულბების სამართლიანობა, რომელსაც თვითონვე უნდა ემსახურონ, მდგომარეობს მათ დარწმუნებაში, რომ ეს ზუსტად ის ღირებულებებია, რომელსაც ისინი მანამდე ფლობდნენ, მაგრამ შესაძლოა ვერ ხვდებდნენ და არ აცნობიერბდნენ. ამ მიზნის მისაღწვად ყველაზე ეფექტური მეთოდი ძველი სიტყვების და მათი შეცვლილი მნიშვნელობით გამოყენებაა.

ტოტალიტარული რეჟიმის ზოგიერთი თვისებურება გარეშე დამკვირებლისათვის ისევე დამაბნეველია, როგორც ენის სრული გაუკუღმართება, რაც ჯერ კიდე ახასიათებს მთელ ინტელექტუალურ გარემოს.

სიტყვა „თავისუფლება“ ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაზარალებულია. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში მას ასევე ხშირად იყენებენ, როგორც ყველგან სხვაგან. მართლაც, შესაძლებელია ითქვას, რომ ყველგან, სადაც კი თავისუფლება, იმ სახით როგორადაც ეს ჩვენ გვესმის, განადგურებული იქნა, ეს ხალხისთვის რაღაც ახალი სახის თავისუფლების დაპირების სანაცვლოდ მოხდა. თვით ჩვენ შორისაც არიან დამგეგმარებლბი, რომლებიც ჩვენ გვპირდებიან „კოლექტიურ თავისუფლებას“, რომელიც ისევე მტკნარი სიცრუა, როგორც ტოტალიტარული პოლიტიკოსების მიერ ნათქვამი ნებისმიერი სხვა რამ. „კოლექტიური თავისუფლება“ ეს არის არა საზოგადოების ცალკეული წევრების თავისუფლება, არამედ თვით დამგეგმარებელთა განუსაზღვრელი თავისუფლება საზოგადოებას ისე მოექცნენ, როგორც მათ მოეპრიანებათ. ეს არის უკიდურესობმდე მიყვანილი თავისუფლებისა და ძალაუფლების აღრევა.

უმრავლესობისთვის დამოუკიდებელი აზროვნების საშუალების შეზღუდვა ძნელი არ არის. მაგრამ უმცირესობა, რომელიც კრიტიკისადმი მიდრეკილებას ინარჩუნებს, აგრეთვე ჩაჩუმებული უნდა იქნეს. საზოგადოებრივი კრიტიკა ან თუნდაც ეჭვების გამოხატვა ძირშივე უნდა იყოს აღმოფხვრილი, რადგან ამას შეუძლია შეასუსტოს რეჟიმის მხარდაჭერა. სიდნეი და ბეატრიჩე ვებები რუსულ საწარმოებში მდგომარეობის შესახებ ასე მოგვითხრობდნენ: „სანამ საქმე აღმავლობას განიცდის, დაგეგმარების წარმატებულობისადმი ნებისმიერი ეჭვის საჯაროდ გამოთქმა, არაკეთილგანწყობილი ქმედება და ღალატიც კია, რადგან ამან გავლენა შესაძლოა დანარჩენ მოსამსახურეთა ნებასა და ძალისხმევაზე იქონიოს.“

კონტროლი ვრცელდება იმ საგნებზეც, რომლებსაც ერთი შეხედვითაც კი შეიძლება, რომ პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეთ. მაგალითად ალბათობის თეორიას დაუპირისპირდნენ, როგორც „სემიტურ შეტევას ქრისტიანულ და ჭეშმარიტ გერმანულ საგანთა წყობაზე“, აგრეთვე იმიტომ, რომ ის „უპირისპირდება დილექტურ მატერიალიზმს და მარქსისტულ დოგმატიკას“. ყველა ქმედება გამართლებული უნდა იყოს გააზრებული საზოგადოებივი მიზნით. ადგილი არ უნდა ჰქონდეს სპონტანურ, უმართავ ქმედებას. რადგან ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს, რომლებიც გეგმით უზრუნველყოფილი არ არის.

ეს წესები სპორტულ თამაშებსა და გართობაზეც კი ვრცელდება. მე მკითხველს ვუტოვებ გამოსაცნობად, თუ სად დაითანხმეს მოჭადრაკეები, რომ ოფიციალურად გამოეცხადებინათ: ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი ჭადრაკის ნეიტრალიტეტს, ჭადრაკისვე სასიკეთოდ.“

შესაძლოა, ყველაზე შემაშფოთებელი ის ფაქტი იყოს, რომ ინტელექტუალური თავისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა მხოლოდ ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების შედეგი კი არაა, ის ყველგან თავს იჩენს, სადაც კოლექტივისტურ რწმენას ხელგაშლილი ეგებებიან. ყველაზე მეტად დამთრგუნველი იმასთან შეგუებაა რაც სოცილიზმის სახელთანაა დაკავშირებული და ოპოზიციური იდეებისადმი შეუწყნარებლობის ღიად ქადაგებას გულისხმობს. კოლექტივისტური აზროვნების ტრაგედიაა ის, რომ მის მიერ კეთილგონიერების გაიდეალება კეთილგონიერებისვე განადგურებით სრულდება.

კოლექტივიზმის გაბატონების შედეგად, ზნეობრივი ღირებულებების ცვლილების გამომწვევი მიზეზი განსჯის საგანგებო საზრდოს იძლევა. ეს არის ღირსებები, რომელსაც სულ უფრო და უფრო ნაკლებად სცემენ პატივს ბრიტანეთსა და ამერიკაში, არადა ანგლო-საქსებს სიმაყით აღსავსე თვითგამორჩეულობის შეგრძნება ზუსტად ამ ღირსებების გამო ჰქონდათ და უპირატესობის შეგრძნებას აძლევდათ. ეს ღირსებები იყო დამოუკიდებლობა და თვითდაჯერებულობა. პირადი ინიციატივა და ადგილობრივი პასუხისმგებლობა, ნებაყოფილობითი საქმიანობის წარმატებისადმი რწმენა, მეზობლის საქმებში ჩაურევლობა და განსხვავებულისადმი შემწყნარებლობა, და აგრეთვე ხელისუფლებისა და მოხელეთა ძალაუფლების ჯანსაღი შეზღუდვა.

თითქმის ყველა წეს-ჩვეულება და ინსტიტუტი, რომლებმაც ინგლისსა და ამერიკაში ეროვნული ხასიათი და ერთიანი ზნეობრივი გარემო ჩამოაყალიბეს, ამავდროულად კოლექტივიზმს და მის ცენტრალურ ტენდენციებს ეწინააღმდეგებონენ.

დაგეგმარება კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ

თავისუფალ ქვეყანას არაფერი განასხვავებს ისე თვალნათლივ დესპოტურისაგან, როგორც კანონის უზენაესობის სახელით ცნობილი პრინციპების დაცვა. საქმის ტექნიკური მხარის განხილვას თავს თუ ავარიდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ნებიმიერ ქმედებაში შეზღუდულია წინასწრ დაწესებული და გაცხადებული კანონმდებლობით – წესებით, რომლებიც საშუალებას იძლევიან, რომ წინასწარ იქნეს განჭვრეტილი ის, თუ როგორ გამოიყენებს ხელისუფლება თავის ძალაუფლებას ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში. შესაბამისად, თითოეული კონკრეტული პიროვნება სწორედ ამ ცოდნაზე დაფუძნებით შეძლებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვას. ამრიგად, თამაშის ცნობილი წესების ფარგლებში, ყოველი ცალკეული პიროვნება თავისუფალია, რომ ესწრაფვოდეს საკუთარ მიზნებს და იყოს დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ძალაუფლება მისი ძალისხმევის გასაქარწყლებლად არ იქნება გამოყენებული.

ეკონომიკს სოციალისტური დაგეგმარება, სრულიად საწინააღმდეგოს გულისხმობს. საგეგმო კომიტეტი საკუთარ თავს ზოგადი წესით ვერ შეზღუდავს და ძალის გამოყენებაზე უარს ვერ იტყვის. როდესაც სახელმწიფო წყვეტს, თუ რამდენი ღორი უნდა გაიზარდოს, ან რამდენი ავტობუსი უნდა მოძრაობდეს, რომელი ქვანახშის მაღარო უნდა აითვისონ, ან რა ფასში უნდა გაიყიდოს ფეხსაცმელი, შეუძლებელია ყველფრის წინასწარი განჭვრეტა. ყოველდღიური შემთხვევითობები მოვლენათა განვითარებაზე არსებით გავლენას ახდენს. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, აუცილებელია სხვადასხვა პიროვნებებისა და ჯგუფების ინტერესების გაწონასწორება.

საბოლოოდ კი, საგეგმო კომიტეტში თავმოყრილი გარკვეული ადამიანები საკუთარი შეხედულებებით წყვეტენ, თუ რომელი პიროვნებებისა თუ ჯგუფების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია და ეს შეხედულებები, შემდეგში, ქვეყნის კანონმდბლობის ნაწილი ხდება. საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო მეტს „გეგმავს“ ხელისუფლება, მით უფრო რთულია საკუთარი ცხოვრების დაგეგმარება ცალკეული პიროვნებებისთვის. ამ ორ მიდგომას შორის მნიშვნეელოვანი განსხვავებაა. ეს იგივეა, რაც განსხვავება საგზაო ნიშნების დადგმასა და ხალხისათვის იმის მითითებას შორის თუ რომელი გზა უნდა იარჩიონ მათ.

მეტიც, ცენტრალური დაგეგმარების პირობებში, ხელისუფლება ვერ იქნება მიუკერძოებელი. სახელმწიფო აღარ წარმოადგენს იმ მცირე უტილიტარულ მექანიზმს, რომელიც მიმართულია დაეხმაროს ცალკეულ პიროვნებებს მათი განუმეორებელი თვითმყოფადობის განვითარებაში და ისეთ წარმონაქმნად გადაგვარდება, რომლებიც საკუთარი შეხედულებით არჩევს, თუ რას მიანიჭოს უპირატესობა სხვადასხვა ადამიანების კერძო მოთხოვნებს შორის და ნებას აძლევს ერთ ადამიანს აკეთოს ის, რასაც მეორეს უკრძალავს. ამასთან, ცენტრალური დაგეგმარება გულისხმობს, რომ საკანონმდებლო გზით დადგინდეს, თუ როგორი უნდა იყოს ცალკეული ადმიანების ფულადი უზრუნველყოფა და თუ რა ქონებას უნდა ფლობდეს ყოველი განსხვავებლი კატეგორიის ადამიანი.

კანონის უზენაესობა, ანუ ხელისუფლების მიერ გარკვეული ადამიანებისათვის დადგენილი საკანონმდებლო პრივილეგიების არარსებობა, კანონის წინაშე თანასწორობის ის გარანტიაა, რომელიც მთავრობის ნებელობით ძალმომრეობას უპირისპირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალისტები (და ნაცისტები) ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავდნენ „ზოგადი“ სამართლის მიმართ, რითაც ისინი უარყოფდნენ კანონებს, რომლებიც არ საზღვრავენ ცალკეული ადამიანების კეთილდღების საკითხებს. ამის საწინააღმდეგოდ ისინი „კანონის სოციალიზაციას“ მოითხოვდნენ და მოსამართლეთა დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.

გეგმიურ საზოგადოებაში კანონმა ყველა იმ მიზანსწრაფვისა და ჩანაფიქრის ლეგალიზება უნდა მოახდინოს, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს მოსდევს. თუ კანონი ამბობს, რომ ამა თუ იმ გამგეობას, ან მმართველ ორგანოს შეუძლია აკთოს ის, რაც მას სურს, მაშინ ყველაფერი, რასაც ასეთი გამგეობა ან მმართველი ორგანო აკეთებს, ლეგარულად ჩაითვლება – თუმცა ამგვარი ქმედება კანონის უზენაესობას სრულებითაც არ ნიშნავს. შეუზღუდავი ძალაუფლების ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია, რომ ყველაზე დესპოტური წესებიც კი კანონად იქცეს; ამ გზით დემოკრატია შესაძლოა გადაიზარდოს ყველაზე სრულყოფილ დესპოტიზმში, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ.

კანონის უზენაესობის შეგნება მხოლოდ ლიბერალურ ეპოქაში აღმოცენდა და ამ დროის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა. ის კანონებში განსახიერებული თავისუფლებაა. როგორც იმანუილ კანტი მბობდა: „კაცი თავისუფალი არის, თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილება სჭირდება“.

არის კი დაგეგმარება „გარდაუვალი“?

აშკარაა, რომ დამგეგმარებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი დღეს კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ცენტრალური დაგეგმარება სასურველია. მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ჩვენ იძულებულები ვართ დავემორჩილოთ მოვლენათა ასეთ განვითარებას იმ გარმოებების გამო, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვენს კონტროლს.

ყველაზე ხშირი იმის მომიზეზებაა, რომ ცნტრალური დაგეგმარების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე ცივილიზაციის სირთულეების დაძლევა. ეს არგუმენტი კონკურენციის მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ სრულიად არასწორ შეხედულებას ეფუძნება. არადა, სწორედ თანამედოვე პირობების სირთულე განაპირობებს, რომ კონკურენცია არის ის ერთადერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქმედებების კოორდინირების ადეკვატურობის მიღწევა.

იქ, სადაც მდგომარეობა იმდენად მარტივია, რომ ცალკეულ პიროვნებას, ან გამგეობას შეუძლია ფაქტების ეფექტური გამოკვლევა, არ წარმოიშვება სირთულეები კონტროლსა და დაგეგმარებაში. მაგრამ როგორც კი მხედველობაში მისაღები ფაქტორები მატულობს და კომპლექსური ხდება, უკვე ერთ ცენტრს აღარ შეუძლია, რომ მათ კვალში მისდიოს. სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნა-მიწოდების მუდმივად ცვალებადი პირობები ვერასოდეს იქნება სრულყოფილად ცნობილი ერთი ცენტრისათვის და ვერც ამას შეძლებს, რომ საკმარისად სწრაფად დაექვემდებაროს მის რეაგირებას.

ფასების წეს-წყობილება მხოლოდ კონკურენციის პირობებში წარმოაჩენს ყველა მნიშვნელოვან მონაცემს. ვერც ერთი სხვა ეკონომიკური წყობა ვერ პასუხობს ამ ამოცანას. მეწარმე, რომელიც თვალს მხოლოდ განსაზღვრული ნაწარმის ფასების დინამიკას ადევნებს, საკუთარი საქმიანობის მომხმარებლების მოთხონილებებთან მისადაგებას იოლად ახერხებს. მსგავსად ინჟინრისა, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ მაჩვენებელზე დაკვირვებით ახერხებს, რომ მექანიზმის მოქმედებას მიადევნოს თვალყ-ური.

ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ამ მეთოდთან შედარებით, რაც დეცენტრალიზაციას და ამასთან ერთად ფასების სისტემის ავტომატურ კოორდინაციას გულისხმობს, ცენტრალური მართვის მეთოდი წარმოუდგენლად მოუხერხებელი, პრიმიტიული და შებოჭილია. გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თუკი ჩვენი საწარმოო სისტემის ზრდის უზრუნველსაყოფად, იძულებული გავხდებოდით მიგვემართა ცენტრალური დაგეგმარებისათვის, ის ვერასოდეს მიაღწევდა მრავალფეროვნებისა და მოქნილობის იმ ხარისხს, რომელიც ამჯერად აქვს. თნამედროვე ცივილიზაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ საჭიროებს ყველაფრის ერთ ქარგაზე მორგებას. კონკრეტულ წყობაში შრომის დანაწილება იმაზე ბევრად უფრო სრულყოფილადაა განხორციელებული, ვიდრე ეს წინასწარი დაგეგმარების პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. ეკონომიკური სისტემის ყოველი შემდგომი გართულება კონკრეტული ხერხების გამოყენებას ადრინდელზე უფრო მეტად მნიშვნელოვანს ხდის, ხოლო ცენტრალური მმართველობის აუცილებლობას და მიზანმიმართული კონტოლის საჭიროებას კიდევ უფრო აკნინებს.

ასევე ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა კონკურენცია შეუძლებელი გახადა სულ უფრო მეტ სფეროში და ერთადერთი არჩევანი, რომელიც ჩვენ დაგვრჩა არის არჩევანი კერძო მონოპოლიების მიერ პროდუქციის კონტროლსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ მართვას შორის. თუმცა, მონოპოლიების ზრდა წარმოადგენს არა იმდენად ტექნოლოგიური წინსვლის გარდაუვალ გამოძახილს, რამდენადაც ქვეყნების უმრავლესობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგს.

ამ სიტუაციის ყველაზე საყურადღბო კვლევა ეროვნული ეკონომიკის დროებით კომიტეტს ეკუთვნის, რომელიც გადაჭარბებულ ლიბერალურ მიდრეკილებებში ნამდვილად ვერ იქნება დადანაშაულებული. კომიტეტი ადგენს: საწარმოთა უმრავლესობის შესაძლებლობები წარმოჩენილი ვერ იქნა. ცენტრალიზებული მართვის ხერხებმა, რომლებსაც სავარაუდოდ კონკურეცია უნდა ჩაენაცვლებინათ, თავადვე განიცადეს წარუმატებლობა მრავალ სფეროში… არ შეიძლება დაეთანხმო იმ დასკვნას, რომ წარმოების მასშტაბების გაზრდით მიღებული უპირატესობა აუცილებლად გამოიწვევს კონკურენციის გაუქმებას… გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის უშუალო დახმარებით მონოპოლიები ხშირად საიდუმლო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გზით ყალიბდება. კონკურენტული პირობები შეიძლება აღდგეს მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი შეთანხმებები გაუქმდება და სათანადო პოლიტიკა შეიცვლება.

ნებისმიერი ვინც აკვირდება, თუ როგორი თანმიმდევრულობით ესწრაფვიან მონოპოლისტები სახელმწიფოს დახმარებას საკუთარი კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად, მცირედითაც არ დაეჭვდება, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებაში გარდაუვალი არაფერია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერმა პროტექციონისტურმა პოლიტიკამ მონოპოლიების ზრდას ხელი შეუწყო. გერმანიაში კი, კარგად მოფიქრებული პოლიტიკის წყალობით, 1878 წლიდან კარტელების რიცხვი მუდმივად იზრდება. სწორედ აქ განხორციელდა სახელმწიფოს დახმარებით „მეცნიერული დაგეგმარებისა” და „წარმოების მიზანმიმართული ორგანიზების” პირველი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტები, რომლებმაც განაპირობეს კიდეც უდიდესი მონოპოლიების ჩამოყალიბება. გერმანიაში კონკურენციის შეზღუდვა წარმოადგენდა წინსწარ გათვლილი პოლიტიკის შედეგს, რომელიც განხორციელდა იმ იდეალის მისაღწევად, რასაც ახლა დაგეგმარება ეწოდება.

უდიდესი საფრთხე ძევს ორი უძლიერესი ჯგუფის, ორგანიზებული მეწარმეებისა და ორგანიზებული მშრომელების პოლიტიკაში, რომლებიც მხარს უჭერენ წარმოების მონოპოლისტურ ორგანიზებას. მონოპოლიების ზრდა ორგანიზებული მეწარმეების და ორგანიზებული მშრომელების კარგად მოფიქრებული თანამშრომლობის შედეგია, რომლის შედეგადაც მშრომელების პრივილეგირებული ჯგუფები ინაწილებენ მეწარმეთა მონოპოლიურ მოგებას საზოგადოებისა და განსაკუთრებით იმ მშრომელების ხარჯზე, რომლებიც ნაკლებად ორგანიზებულ საწარმოო დარგებში არიან დასაქმებული. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება გარდაუვალია.

მოძრაობა დაგეგმარებისკენ წარმოადგენს მიზანმიმართული პოლიტიკური ქმედებების შედეგს და არანაირი გარეშე აუცილებლობა არ გვაიძულებს ამას.

შესაძლებელია დაგეგმარებამ გაგვათავისუფლოს საზრუნავისაგან?

დამგეგმარებელთა უმეტესობას, ვინც გულისყურით ეკიდება თავიანთი ამოცანების პრაქტიკულ ასპექტებს, მცირედი ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ გეგმიური ეკონომიკა დიქტატორული გზებით უნდა იმართოს, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ ღონისძიებათა რთულ ერთობლიობას მოხელე ექსპერტები უნდა ხელმძღვანელობდნენ, რომელთა წინამძღოლის ხელში მოქცეული განუზომელი ძალაუფლება დემოკრატიულმა პროცდურებმა არ უნდა შეზღუდოს. დამგემარებლები გვამშვიდებენ იმით, რომ მთავრობის დირექტივები „მხოლოდ“ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება. ასეთ დაპირებებს თან სდევს ის რჩევაც, რომ ჩვენი სიცოცხლის ნაკლებად მნიშვნელოვან ასპექტებში თავისუფლების დათმობით ჩვენ შევძლებთ თავისუფლებას მივაღწიოთ სხვა, უფრო მაღალი ღირებულებების წვდომაში. ამის საფუძველზე ხალხი, ვინც ვერ იტანს პოლიტიკურ დიქტატურას, ხშირად ხმამაღლა მოითხოვს დიქტატურას ეკონომიკურ სფეროში. ვინ იქნება წინააღმდეგი, თუკი დაგეგმარება ნამდვილად გაგვათავისუფლებს ნაკლებად მნიშვნელოვანი საზრუნავისაგან და აქედან გამომდინარე გაგვიადვილებს არსებობას, რომ უფრო მშვიდად ვიცხოვროთ და მაღალფარდოვანი გააზრებებით დავკავდეთ?

საუბედუროდ, წმინდა ეკონომიკური მიზნები არ შეიძლება გამოცალკევდეს სხვა ცხოვრებისეული მიზნებისგან. ის, რაც მცდარად „ეკონომიკურ მოტივად იწოდება, უბრალოდ ბედნიერებისაკენ ზოგად სწრაფვას ნიშნავს. თუ ჩვენ ძალ-ღონეს ფულისთვის ვხარჯავთ, ეს იმიტომ, რომ ფული გვაძლევს უდიდეს არჩევანს, რომ დავტკბეთ საკუთარი საქმიანობის ნაყოფით. თუკი ერთხელ გამოვიმუშავებთ, ჩვენ თავისუფალნი ვართ, რომ ფული ისე დავხარჯოთ, როგორც მოგვესურვება.

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ფულადი შემოსავლები შეზღუდულია, ჩვენ ვგრძნობთ იმ საზღვრებს, რომელიც გვაყოვნებს შედარებით სიღარიბეში, ამიტომ ბევრს სძულს ფული, როგორც ამ შეზღუდვათა სიმბოლო. სინამდვილეში, ფული, ეს არის თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი, რომელიც ადამიანის მიერააა გამოგონილი. სწორედ ფული ხსნის გზას არჩევანის იმ თავბრუდამხვევი მრავალფეროვნებისკენ, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება სთავაზობს უბრალ;ო ადამიანებს – ეს არჩევანი დღეს ბევრად უფრო დიდია იმაზე, რაც სულ რამოდენიმე თაობის წინ მხოლოდ მდიდრებისათვის იყო ხელმისაწვდომი.

ჩვენ უკეთ გავიგებთ ფულის სამომხმარებლო დანიშნულებას, თუ რეალურად წარმოვიდგენთ რა მოხდებოდა, თუკი მრავალი სოციალისტის სახასიათო წინადადების მიხედვით „ფინანსურ მოტივებს“ არაეკონომიკური მოტივები“ ჩაენაცვლება. თუ ყველა ჯილდო, ფულადი ანაზღაურების ნაცვლად, საგანგებო პრივილეგიის მინიჭების გზით გაიცემა, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამ „წყალობის“ მიმღებს არჩევანის გაკეთების უფლება უკვე აღარ ექნება. ამიტომ ის, ვინც აწესებს ჯილდოს, განსაზღვრავს არა მარტო მის მოცულობას, არამედ მისი გამოყენების წესსაც.

ე.წ. ეკონომიკური თავისუფლება რომელსაც დამგეგმარებლები დაგვპირდნენ, უფრო ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გაგვიადვილდეს საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და აგვერიდოს ყველაზე მწარე ხვედრი, რასაც ცხოვრება გვიმზადებს. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე პირობებში ჩვენ თითქმის მთლიანად გარეშე პირების მომსახურებაზე ვართ დამოკიდებული, ეკონომიკური დაგეგმარება ძალაუნებურად ჩვენი ცხოვრების ყველა საკითხს შეეხება. ძნელად თუ მოიძებნება ჩვენი ცხოვრების რომელიმე ასპექტი, პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებებიდან დაწყებული, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობების, ჩვენი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებისა და თავისუფალი დროის გამოყენების ჩათვლით, რომ დამგეგმარებელმა არ ისარგებლოს თავისი „მიზანმიმართული ჩარევის“ უფლებით.

დამგეგმარებელთა ზეგავლენა ჩვენს პირად ცხოვრებაზე ნაკლებშესამჩნევი ძნელად თუ გახდება, თუკი ხელისუფლება წარმოებაზე კონტროლს შეინარჩუნებს, ხოლო მომხმარებელს შემოსავლების საკუთარი სურვილით განკარგვის მხოლოდ მინიმალური თავისუფლება ექნება. ჩვენი არჩევანის თავისუფლება კონკრეტულ საზოგადოებაში ემყარება იმ ფაქტს, რომ თუ ერთი პიროვნება უარს იტყვის დააკმაყოფილოს ჩვენი სურვილები, ჩვენ შეგვიძლია სხვას მივმართოთ, მაგრამ მონოპოლისტების წინაშე – მის მოწყალებაზე ვართ დამოკიდებული. ხოლო ხელისუფლება, რომელიც მართავს მთელ ეკონომიკურ ურთიერთობებს ყველაზე ძლევამოსილი მონოპოლისტია, რისი წარმოგენაც კი შეიძლება.

მას უნდა ჰქონდეს სრული ძალაუფლება გადაწყვიტოს თუ რა უნდა გვერგოს და რა ვადებში. მან არა მარტო უნდა განსაზღვროს, თუ რა საქონელი და მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რა რაოდენობით, არამედ უნდა მართოს კიდეც მათი განაწილება რეგიონებსა და ჯგუფებს შორის; ამასთან შეეძლოს, თუკი მოისურვებს, რომ საკუთარი სურვილის შესაბამისად მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ პიროვნებას. არა ჩვენი საკუთარი, არამედ ვიღაც სხვა პიროვნების შეხედულება იმაზე, თუ რა უნდა მოგვწონდეს და რა არა, განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა მივიღოთ.

ხელისუფლების ნება კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს და წარმართავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუკი ჩვენ სადმე ვმუშაობთ. ჩვენი უმრავლესობისთვის, დრო, რომელსაც სამსაურში ვხარჯავთ, ცხოვრების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. ხოლო ჩვენი სამსახური, როგორც წესი განსაზღვრავს, თუ სად და როგორი ხალხის გარემოცვაში ვცხოვრობთ, აქედან გამომდინარე სამუშაოს არჩევის თავისუფლება ჩვენთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც კია საკუთარი ბედნიერებისთვის, ვიდრე მოცალეობის ჟამს ჩვენი შემოსავლის განკარგვის თავისუფლება.

საუკეთესო ქვეყანაშიც კი, ზოგადი სახით ასეთი თავისუფლება ბუნებრივად შეზღუდულია. ხალხის ძალზე მცირე რაოდენობას აქვს მრავალფეროვნი არჩევანის საშუალება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაინც გვაქვს გარკვეული არჩევანი, არა ვართ აბსოლუტურად მიჯაჭვული ჩვენთვის მიჩენილ სამუშაო ადგილზე და თუ რაიმე აუტანელი გახდება, ან თუ სხვა რაიმე მიიპყრობს ჩვენს გულისყურს, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული მსხვერპლის ფასად ახალ მიზანს მივაღწიოთ. შესაძლოა ცუდია, რომ მხოლოდ მანქანის ჭანჭიკი იყო, მაგრამ კიდევ უარესია, როცა აღარ გაქვს ამ მდგომარეობიდან გასვლის საშუალება, თუკი მიჯაჭვულები ვართ იმ ადგილს და ხელმძღვანელებს, რომლებიც მოგვიჩინეს.

ჩვენს თანამედროვე სამყაროში არსებობს უამრავი საშუალება გავაუმჯობესოთ არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ „დაგეგმარება“ აუცილებლად საწინააღმდეგო მიმართულებით იმოქმედებს. დამგეგმარებელმა უნდა გასცეს ნებართვა ვაჭრობისა და სხვა საქმიანობის წამოწყებაზე, ან დაადგინოს გადახდის ვადები, ან ორივე ერთად. დაგეგმარების ყველა ცნობილ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ასეთი კონტროლი და შეზღუდვები წესდებოდა.

კონკურენციის პირობებში ნივთების უმეტესობას ფასი ადევს. ხშირად საშინლად მაღალი ფასიც კი. ჩვენ მსხვერპლად ერთი ნივთი უნდა გავიღოთ, რომ მივიღოთ მეორე ალტერნატივა, მაშასადამე, არა არჩევანის თავისუფლება, არამედ ბრძანება და აკრძალვაა, რომელიც აღსრულებული უნდა იქნეს.

ის, რომ ხალხს სურს თავიდან აიცილოს მძიმე სინამდვილისაგან თავს მოხვეული მწარე ხვედრი, გასაკვირი არაა. მაგრამ ძალიან ცოტას თუ უნდა, რომ თავი აარიდოს არჩევანს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მაგივრად, ეს სხვებმა გააკეთონ. ხალხს მხოლოდ ის სურს, რომ არჩევანის გაკეთება სულ არ იყოს საჭირო. ისინი სავსებით მზად არიან დაიჯერონ, რომ არჩევანი სულაც არ არის აუცილებელი და რომ ის, უბრალოდ, გამოწვეულია იმ განსაკუთრებული ეკონომიკური სისტემით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ის რაზეც ისინი სინმდვილეში სწუხან ეკონომიკური პრობლემა არის.

სასურველ ილუზიას, რომ ეს ნამდვილად აღარ არის ეკონომიკური პრობლემა, ხელი შეუწყო იმის მტკიცებამ, რომ გეგმიური ეკონომიკა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე კონკურენტული წყობა. ეს მტკიცება პრობლემის მკვლევართა უმეტესობის მიერ მეტ-ნაკლები თანმიმდევრულობით უარყოფილი იქნა. სოციალისტური შეხედულებების მქონე ბევრი ეკონომისტი ახლა მხოლოდ იმას იმედოვნებს, რომ გეგმიური საზოგადოება ისეთივე ეფექტური და შედეგიანი იქნება, როგორც კონკრეტული წეს-წყობილებაა. ისინი დაგეგმარების პრინციპს იმიტომ იცავნ, რომ ის საშუალებას მოგვცემს უზუნველვყოთ სიმდიდრის უფრო მიუკერძოებელი განაწილება. ხოლო თუკი გვინდა, რომ გამიზნულად დავადგინოთ ის, თუ ვის რა უნდა ერგოს, რომ ჩვენ მთლიანი ეკონომიკური წეს-წყობილება დაგეგმარებას უნდა დავუქვმდებაროთ.

რა პრინციპით ან ვალდებულებებით უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ, როდესაც ის ახორციელებს სიმდიდრის განაწილებას? არსებობს კი გარკვეული პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, თუ რა შედარებითი უპირატესობები წამოიწევს წინ?

ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ ერთი ზოგადი პრინციპი, ერთი მარტივი წესი იძლევა. ესაა ყოველი ცალკეული პიროვნების სრული თანასწორობა. ეს მიზანი განაწილებითი სამართლიანობის ბუნდოვან იდეას სულ ცოტა ნათელს მაინც მოჰფენდა. მაგრამ ხალხი, საზოგადოდ, ასეთი სახის მექანიკურ თანასწორობას სასურველად არ მიიჩნევს და სოციალიზმიც, არა სრულ თანასწორიობას, არამედ „უფრო მეტ თანასწორობას“ ჰპირდება.

ეს ფორმულა პრაქტიკულად ვერც ერთ კითხვას ვერ სცემს პასუხს. ის ვერ გვათავისუფლებს, ყოველ კერძო შემთხვევაში, თითოეული პიროვნების ან ჯგუფის დამსახურებების შეფასების აუცილებლობისაგან და, თან, ვერც ამ გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს. ერთადერთი, რაზეც ის მოგვითხრობს სინამდვილეში, არის ის, თუ როგორ წავართვათ მდიდარს რაც შეიძლება მეტი. ხოლო, როგორც კი საქმე ნარჩენების განაწილებაზე მიდგება, პრობლემა ისეთივე რჩება, როგორც „უფრო მეტი თანასწორობის“ ფორმულის არაარსებობის შემთხვევაში.

ნათქვამია, რომ პოლიტიკური თავისუფლება ეკონომიკური თავისუფლების გარეშე მოკლებულია მნიშვნელობას. ეს, რასაკვირველია, სრული სიმართლეა, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორითაც მას დაგეგმარების მომხრეები იყენებენ. ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლების წინაპირობაა, ვერ იქნება თავიუფლება ეკონომიკური საზრუნავიდან, რასაც სპეციალისტები გვპირდებიან. ეკონომიკური პრობლემებიდან თავის დაღწევა შესაძლებელი მხოლოდ არჩევანის უფლების ჩვენთვის მონდობით არის. ეს უნდა იყოს ეკონომიკური ქმედების ისეთი თავისუფლება, რომელიც არჩევანის უფლებასთან ერთად, გულისხმობს შესაბამისი უფლების გამოყენების რისკსა და პასუხისმგებლობას.

უსაფრთხოების ორი სახესხვაობა

ყალბად გაგებული „ეკონომიკური თავისუფლების“ მსგავსად, თუმცა უფრო სამართლიანად, ეკონომიკური უსაფრთხოება ყოველთვის ჭეშმარიტი თავისუფლების აუცილებელ პირობად არის წარმოდგენილი. გარკვეულწილად, ეს მართალიცაა და მნიშვნელოვანიც. დამოუკიდებელი აზროვნება ან ხასიათის სიმყარე იშვიათად თუ ვლინდება იმათ შორის, ვისაც არ შეუძლია თავისივე ძალისხმევით გაიკვლიოს გზა.

მაგრამ არსებობს უსაფრთხოების ორი სახესხვაობა: ყველას უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმით ან ცხოვრების ისეთი პირობების დაცვა, რომელშიც თითოეული პიროვნება ან ჯგუფი თვითმყოფადობის გამოვლენის უფლებით სარგებლობს.

ერთი შეხედვით, იმ საზგადოებაში, რომელმაც მიაღწია სიმდიდრის გარკვეულ დონეს, არ არსებობს საფუძველი, რომ პირველი სახესხვაობის უსაფრთხოება თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკმარისი მინიმალური ოდენობის საკვები, თავშესაფარი და ტანსაცმელი. აგრეთვე თითქოს არ არსებობს არავითარი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო-საყოფაცხოვრებო დაზღვევის ყოვლისმომცველი სისტემის შექმნაში რომელიც ცხოვრების იმ ბედუკუღმართობებისგან დაგვიცავს, რომელთა წინაშეც ცოტა ვინმე თუ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.

მაგრამ თავისუფლებას, სწორედ, უსაფრთხოების პირველი სახესხვაობა უთხრის ძირს. სინამდვილეში ის გამიზნულია, რომ ცალკეული პიროვნებებისა და მათი ჯგუფების შემოსავლები კლებისგან დაიცვას.

თუკი, როგორც ეს სულ უფრო მეტსა და მეტ შემთხვევში ხდება. ცალკეული ხელობების წარმომადგენლებს, რომელთა მდგომარეობა უმჯობესდება, ნება ეძლევათ, რომ ხელფასებისა ან მოგების სახით წარმოდგენილი საკუთარი მაღალი შემოსავლების დაცვის მიზნით, შესაბამის საქმიანობაში სხვების ჩართვა არ დაუშვან, მაშინ იმ ხელობების წარმომადგენლებს, რომლებზედაც მოთხოვნა მცირდება, მკვეთრად ეზღუდებათ სამოქმედო ასპარეზი და ეს ყოველივე უმუშევრობის ზრდას იწვევს.

აქ კი არ შეიძლება მცირედი ეჭვი არსებობდეს, რომ ყოველივე ეს ძირითადად უსაფრთხოებისათვის ბრძოლის ბოლო ათწლეულებში გამოყენებული იმ მეთოდების შედეგია, რომლებმაც უმუშევრობა და დაუცველობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

იმ ადამიანების მდგომარეობის სრული უიმედობა, რომლებიც პოლიტიკური მფარველობის მიღმა დარჩნენ, შესაძლოა მხოლოდ იმათგან იქნეს სათანადოდ შეფასებული, ვისაც ეს თავად აქვს გამოცდილი. ტოტალიტარულ საზოგადოებაში ასეთი ადამიანების ყოველგვარი აღმასვლა შეჩერებულია. არასოდეს არ ჰქონია ადგილი ერთი კლასის მიერ მეორის უფრო დაუნდობელ ჩაგვრას, ვიდრე კონკურენციის „რეგულირების“ შედეგად, მეწარმეთა უფრო უზრუნველყოფილი ნაწილის მიერ შედარებით ნაკლებად წარმატებულების მიმართ ხორცილდება. ზოგიერთმა ლოზუნგმა იმდენივე ზიანი და მსხვერპლი მოიტანა, რამდენიც ფასების განსაზღვრისა და გადასახადების სტაბილიზაციის გაიდეალებამ, რომელიც იცავს რა ზოგიერთების შემოსავლებს, თანდათან უფრო არასაიმედოს ხდის დანარჩენის მდგომარეობას.

ინგლისსა და ამერიკაში, საგანგებო პრივილეგიებმა, განსაკუთრებით კონკურენციის „რეგულირების“ სახით გარკვეული ფასებისა და ხელფასების „სტაბილურობამ“, მზარდი მნიშვნელობა შეიძინა. ერთი ჯგუფისთვის საგანგებო პირობების შექმნის ყოველი მცდელობა აუარესებს დანარჩენების მდგომარეობას. თუ თქვენ გარკვეულ ნაწილს უზრუნველყოფთ ნამცხვრის განსაზღვრული ოდენობით, მაშინ დანარჩენების წილი პროპორციულად შემცირდება ნამცხვრის მთლიან ზომასთან შედარებით. ამასთან, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი, რომელსაც კონკურენტული წყობა გვთავაზობს, ანუ შესაძლებლობათა დიდი მრავალფეროვნება, უფრო და უფრო მცირდება.

შემზღუდველი ზომების მეშვეობით, უსაფრთხოების მისაღწევად სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელებულმა ზოგადმა ძალისხმევამ, დროის გარკვეულ პერიოდში საზოგადოების პროგრესული ტრანსფორმაცია განაპირობა, რაშიც ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხში გერმანია პირველობდა და სხვა ქვეყნები უკან მიყვებოდნენ. ასეთი განვითარება დაჩქარებულ იქნა სოციალისტური მოძღვრების განსხვავებული ეფექტით. ნებისმიერი ხასიათის საქმიანობაში ეკონომიკური რისკისა და ზნეობრიობის წინასწარგამიზნული უგულვებელყოფა იყო ნახტომი ისეთი ზომებისაგან, რომელიც ამართლებდა რისკს, თუმცა ძალიან ცოტას თუ შეეძლო მისი დაგემოვნება.

ჩვენ არ შეგვიძლია ვუსაყვედუროთ ჩვენს ახალგაზრდობას, როდესაც ისინი სამეწარმეო რისკთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ დაცულ, ანაზღაურებად თანამდებობდეს მას შემდეგ, რაც მათ სიყმაწვილიდანვე ესმით, რომ ეს არის უფრო საპატივსაცემო, უანგარო და მიუკერძოებელი საქმიანობა. სამეწარმეო სულისკვეთება წარმოდგენილი იყო, როგორც სამარცხვინო, ხოლო მოგების მიღება, როგორც უზნეობა; სადაც 100 პიროვნების სამუშაოდ აყვანა იყო ექსპლუატაცია, ხოლო იმავე რაოდენობის ადამიანებზე მბრძანებლობა სასიქადულო საქმე.

შედარებით ასაკიან ხალხს შესაძლოა ეს გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ უნივერსიტეტის მასწავლებლის ყოველდღიური გამოცდილება მცირე ეჭვს თუ ტოვებს, რომ ანტი-კაპიტალისტური პროპაგანდის შედეგად, საზოგადოებრივი ღირებულებები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ჯერ შენარჩუნებულია ამა თუ იმ სახით. ისმის კითხვა, ხომ არ დავანგრევთ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ინსტიტუციონალური ცვლილებებით იმ ღირებულებებს, რომლებსაც კვლავ უფრო მეტად ვაფასებთ?

ძირეული წინააღმდეგობა, რომელთანაც ჩვენ საქმე გვაქვს მდგომარეობს საზოგადოების ორგანიზების ორ სახესხვაობის შეუთავსებლობაში, რომელთაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სავაჭროს და სამხედროს.

სამხედრო ნაწილში, სამუშაო და სამხედრო პირი ერთნაირად არის დაქვემდებარებული ხელმძღვანელზე და ეს არის ერთადერთი წყობა, რომელშიც პიროვნებამ შეიძლება თავი მოიტყუოს იმით, რომ გააჩნია სრული ეკონომიკური უსაფრთხოება. თუმცაღა, ასეთი უსაფრთხოება, მიუხედავად ყველაფრისა, განუყოფელია თავისუფლების შეზღუდვებისა და მხედრული ცხოვრების იერარქიული მმართველობისგან და ეს არის ყაზარმული უსაფრთხოება.

საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს თავისუფლებას, ძნელი წარმოსადგენია ადამიანების უმრავლესობა უსაფრთხოების ამ ფასად შესაძენად იყოს მზად. მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც დღეს ანიჭებენ უპირატესობას, სწრაფად ჰქმნის პირობებს, რომელშიც უსაფრთხოებისკენ სწრაფვა უფრო ძლიერდება, ვიდრე თავისუფლების სიყვარული.

თუ ჩვენ არ ვანგრევთ პიროვნულ თავისუფლებას, კონკურენცია არ უნდა შეიზღუდოს. დავუშვათ, რომ თანაბარი საარსებო პირობები ყველასთვის იქნება უზრუნველყოფილი; მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვაღიაროთ, რომ ამავდროულად ცალკეული კლასებისთვის ყოველგვარი პრივილეგიები უნდა გაუქმდეს, რომ უარყოფილი იქნეს ყველა წინაპირობა, რომელიც ხელს უშლის ახალმოსულებს, რომ საერთო კეთილდღეობა გაიზიარონ და შესაბამისი პირობები სათავისოდაც უზრუნველყონ.

შესაძლებელია, საკამათო არ იყოს ზოგიერთი საჭიროებისგან სათანადო დაცვა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რომ უნდა გახდეს, მაგრამ არაფერია უფრო დამღუპველი, ვიდრე თნამედროე ინტელექტუალურ ლიდერთა საქციელი, რომლებიც უსაფრთხოებას თავისუფლების ხარჯზე განადიდებენ. ფაქტის საჯაროდ აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის ხელახლა გათავისებას, რომ თავისუფლების მისაღწევად საჭიროა ფასის გადახდა და ჩვენ, როგორც თვითმყოფადი არსებები მისი შენარჩუნებისათვის გარკვეული მატერიალური მსხვერპლის გასაღებად მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის რწმენა, რომელსაც ეფუძნებოდა თავისუფლება ანგლო-საქსურ ქვეყნებში და რომელიც ბენჟამინ ფრანკლინმა გამოხატა არა მხოლოდ ერების, არამედ ჩვენდამი, როგორც ცალკეული პიროვნებებისადმი განკუთვნილ გამონათქვამში: „ისინი, ვინც დათმობენ ძირითად თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მოსაპოვებლად, არ იმსახურებენ არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას“.

უკეთსი სამყაროსკენ

უკეთესი სამყარო რომ ავაშენოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს სიმამაცე ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. ჩვენ გზა ყველა იმ წინაღობისგან უნდა გავასუფთაოთ, რომლითაც ბოლო დროს ადამიანთა წინდაუხედაობამ ჩვენი სავალი ბილიკი ჩახერგა და გამოვათავისუფლოთ პიროვნებათა შემქმედებითი ენერგია. ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრესისათვის ხელსაყრელი პირობები და არა „დაგეგმარებული პროგრესი“.

მაგრამ ისინი ვინც მზად არიან, რომ განახლებისთვის აუცილებელი სიმამაცე გამოიჩინონ, იმათ რიგებში როდი არიან, ვინც „დაგეგმარებას“ მისტირის და არც მათთან დგას, ვინც „ახალ წესრიგს“ ქადაგებდა და ვისაც ჰიტლერის ხელმეორედ განსახიერებაზე უკეთესი რამის მოფიქრება არ ძალუძს, რაც თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა მე-20 საუკუნის პირველი 40 წლის ტენდენციების გაგრძელება. სწორედ ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა მისტიროდა გეგმიურ ეკონომიკას, ყველაზე მეტად არიან იმ იდეების გავლენის ქვეშ, რომელთაც გამოიწვიეს მეორე მსოფლიო ომი და ჩვენი მტანჯველი უბედურებების უმეტესი ნაწილი.

თავისუფალი ადამიანების სამყაროს შექმნის მცდელობის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს: პიროვნული თავისუფლების პოლიტიკა, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტად პროგრესული პოლიტიკა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s