ოდა თავისუფლებას

414_large_image

ჰენრი ჯორჯი (1839-1897)

ამერიკელი ეკონომისტი, ჟურნალისტი და რეფორმატორი პოლიტიკოსი, ჰენრი ჯორჯი, ყველაზე მეტად ცნობილია მისი დაჟინებული მაგრამ ამაო მოთხოვნიტ დაწესებულიყო მხოლოდ ერთი, მიწის გადასახადი და მხოლოდ ამ გზით დაფინანსებულიყო მთავრობის საქმიანობა. მან ეს იდეა 1871 წელს გამოქვეყნებულ პამფლეტში „ჩვენი მიწა და მიწათმოწყობის პოლიტიკა“ გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ახალი იდეა და უკვე გაჟღერებული ჰქონდათ დავიდ რიკარდოს, ჯეიმს და ჯონ სტიუარტ მილებს, მას დიდი გამოხმაურება მოყვა. ჯორჯის პოპულარულობა უაღრესად გაიზარდა, მას შემდეგ რაც მან 1879 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „პროგრესი და სიღარიბე“ და მას სულ მცირე დააკლდა, რომ ნიუ-იორკის მერად არჩეულიყო გაერთიანებულ მშრომელთა პარტიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის სათანადოდ აფასებდა თავისუფლების მნიშვნელობას კაცობრიობის განვითარებისათვის, მან ვერ გაანალიზა, რომ პიროვნული თავისუფლება ნაწარმოების საშუალებებზე და კონკრეტულად, მიწაზე კერზო საკუთრების გარეშე შეუძლებელია. მან ვერც ღია საბაზო ეკონომიკის როლი დაინახა, სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში და შესაძლებლად მიიჩნევდა, სახელისუფლებო ჩარევას „სამართლიანი თანასწორობის“ დასამყარებლად. შესაბამისად, ის აკრიტიკებდა მიწაზე კერძო საკუთრებას და მიიჩნევდა, რომ სიღარიბე შეურამყოფელი იყო იუდაველურ-ქრისტიანული ცივილიზაციისათვის. სწორედ ამ იდეებითაა განმსჭვალული „ოდა თავისუფლებას“, რომელიც მან პირველად 1877 წლის, 4 იანვარს, სან ფრანცისკოში გამოსვლის დროს წაიკითხა. შემდგომში აღნიშნული ნაწარმოები შეტანილ იქნა მისი ნაშრომის „პროგრესი და სიღარიბე“ ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით – „მთავარი სიმართლე“. მისი გვიანდელი შრომებია: „პროტექცია და თავისუფალი ვაჭრობა“, 1886, „ღია წერილი პაპს“, 1891, „პოლიტიკური ეკონომიკის საგანი“ 1897. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.henrygeorgefoundation.org; http://www.genrygeorge.org.

ჩვენ პატივს მივაგებთ თავისუფლების სახელს და არსს. თავისუფლებას ხოტბას ვასხამთ და სათაყვანებელ ძეგლებს ვუგებთ. თავისუფლება სრულად ითხოვს ჩვენს სამსახურს. თავისუფლება! ეს არის სიტყვა, რომელიც სასწაულებს ახდენს. ეს არის სიტყვა, რომელიც სმენას ატკბობს, რადგან თავისუფლება სამართლიანობას ნიშნავს, ხოლო სამართლიანობა ბუნების კანონია. სიჯანსაღის, სიმეტრიისა და ძლიერების, ძმობისა და თანამშრომლობის კანონი.

ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ თავისუფლებამ თავისი მისია უკვე ამოწურა, გააუქმა რა მემკვიდრეობითი პრივილეგიები და ადამიანებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა; ვინც ფიქრობენ, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან არავითარი შეხება აღარ აქვთ, ალბათ არასოდეს განუცდიათ მისი სიდიადე, და ბრიყვებად თუ თვლიან იმ პოეტებს, რომლებიც რაფსოდიებს უმღეროდნენ თავისუფლებას და მის დამცველებსაც, რომლებიც თავს წირავდნენ მისთვის.

როგორც მზეა სიცოცხლის და სინათლის წყარო, როგორც მზის სხივები გამოსჭვივიან ღრუბლებიდან, ასაზრდოებენ ყოველგვარ მოძრაობასა და განვითარებას, წარმოშობენ არსებობისა და მშვენიერების დაუსრულებელ განშტოებებს, რომლებიც მის გარეშე მხოლოდ ცივი და ინერტული მასა იქნებოდა, ასევეა თავისუფლება – კაცობრიობისთვის. ადამიანებს აბსტრაქციის გამო, სულაც არ უშრომიათ და არც თავი გაუწირავთ აბსტრაქციისათვის. თავისუფლებისთვის მებრძოლნი კი ყველა თავს სწირავდნენ.

თავისუფლება და სიმდიდრე, ცოდნა, გამომგონებლობა, ეროვნული ძლიერება, ეროვნული დამოუკიდებლობა ცალ-ცალკე მცნებებად განიხილება, მაგრამ თავისუფლება ამ ყველაფრის სათავეა, საზრდოა, აუცილებელი პირობაა. თავისუფლება გამომგონებლობის გენიაა, ეროვნული ძლიერების საფუძველია, ეროვნული დამოუკიდებლობის სულია. სადაც ტავისუფლება ჰყვავის, იქ სიმდიდრე იზრდება, ცოდნა ფართოვდება, გამომგონებლობა ადამიანთა შესაძლებლობებს ზრდის, ღირსება ფასდება და თავისუფალი ერი სულიერად და მატერიალურად ვითარდება, ისევე როგორც საული – ყველაზე აღმატებული და პატიოსანი მის ძმებს შორის. სადაც თავისუფლება ჭკნება, იქ სიკეთეც კვდება, სიმდიდრე ქრება, გამომგონებლობა იხუთება, და ოდესღაც უდიდესი კულტურის მქონე ძლევამოსილი იმპერიები, უფრო თავისუფლების მოყვარე ველურების უმწეო მსხვერპლად იქცევიან.

თავისუფლების მზე მხოლოდ და მხოლოდ ხანმოკლედ თუ გაიელვებს ხოლმე ადამიანებს შორის, მაგრამ ეს ხომ თავისუფლებამ დაუდო სათავე მთელი კაცობრიობის პროგრესს.

თავისუფლება მონების რასას ეწვია, რომლებიც ეგვიპტური შოლტის ქვეშ გმინავდნენ და უბიძგა მათ მონობის უღელი გადაეგდოთ. მან გამოაწრთო ეგვიპტელები უდაბნოში და საბოლოოდ, დამპყრობელთა მასად აქცია. მოზაიკური კანონის თავისუფალმა სულმა, მათ მოაზროვნეები უმაღლეს მწვერვალებამდე აიტაცა, სადაც მათ ღმერთის მთლიანობა შეიცნეს. თავისუფალმა სულმა ისეთი მუხტი შეიტანა მათ პოეტებში, რომ დღესაც კი, მათი პოეზია აზროვნების უდიდესი ზეიმის ნიმუშს წარმოადგენს. თავისუფლება ფინიკიის ნაპირზე დაბრძანდა, სადაც გიბრალტარის სრუტეს ჩაუარეს ზღვის ხომალდებმა უცნობ ოკეანესთან შესარკინებლად. თავისუფლებამ მხოლოდ მკრთალი ნათელი უწყალობა საბერძნეთს და მარმარილომ იდეალური მშვენიერების ფორმების ძიება დაიწყო, სიტყვები უსათუთესი ფიქრის ინსტრუმენტად გადაიქცნენ და თავისუფალ ქალაქებში, თავისუფლებამ თავისი სხივები მოავლო ოთხი აკრი მიწის პატრონ იტალიელ გლეხებს და დაბადა ძლიერება, მოვიდა ძალა და დაიპყრო მსოფლიო. სხივებმა გერმანელი მებრძოლების ფარებიდანაც გამოანათეს და ავგუსტუსიც აატირეს საკუთარი ლეგიონების დაკარგვის გამო.

ერთ ღამეს, თავისუფლების ონავარმა სხივებმა, კიდევ ერთხელ შეანათეს სიბნელეში ჩანთქმულ, თავისუფალ ქალაქებს. მივიწყებული ცოდნა გაცოცხლდა, თანამედროვე ცივილიზაცია დაიბადა და ახალი მსოფლიო წარმოჩინდა. როგორც თავისუფლება იზრდებოდა, ისევე იზრდებოდა ხელოვნებაც, სიმდიდრეც, ძალაც, ცოდნაც, ბრწყინვალებაც. ყველა ერის ისტორიაში შეიძლება წავიკითხოთ მსგავსი სიმართლე. ეს იყო თავისუფლების დიდი ქარტიის სული, რამაც დაამარცხა კრესი და აგინკურტი და დიდი რევოლუციის შედეგად ფრანგი გლეხები გაათავისუფლა. ტიუდორების დესპოტიზმმა ბიძგი მისცა თავისუფლების აღორძინებას, რომელმაც ელისაბედის ხანა გააბრწყინა. ეს იყო სული, რომელმაც მარცვალი დატესა თავისუფლების დიდი ხნის აღმოსაცენებლად. უძველესი თავისუფლების ენერგიამ გაერთიანებისთანავე უდიდესი ძლიერება მოუტანა ესპანეტშ და სისუსტის უმძიმეს მორევში ჩასძირა, როგორც კი ტირანიამ სძლია თავისუფლებას. შეხედეთ საფრანგეთს! მეჩვიდმეტე საუკუნის ტირანიამ მოსპო ყოველგვარი ინტელექტუალური ენერგია, მაგრამ იგი მეთვრამეტე საუკუნეში ახალი ძალით გაიფურჩქნა „დიდი რევოლუციის“ შედეგად. ფრანგი გლეხების გათავისუფლებამ სათავე დაუდო მის საოცარ ძლიერებას.

ვენდოთ მას?

როგორც უწინ, ასევე ახლა, ფარული ძალები უთანასწორობის წარმოშობით ანადგურებენ თავისუფლებას. ჰორიზონტზე ღრუბლები დაშვებას იწყებენ. თავისუფლება კვლავ გვიხმობს საშველად. ჩვენ მას ბოლომდე უნდა გავყვეთ, მთლიანად უნდა მივენდოთ. თავისუფლება მთლიანად უნდა შევითვისოთ, სხვა შემთხვევაში, მას ვერ შევინარჩუნებთ. ის, რომ ადამიანებმა არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სულაც არ არის საკმარისი. ის რომ, ისინი კანონის წინაშე თანაბარნი უნდა იყვნენ, ასევე არ არის საკმარისი. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, ისარგებლონ ცხოვრების შესაძლებლობებით. თუ ეს ასე არ მოხდა, თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება და მისი კაშკაშა მზე, მოციმციმე სხივებს უკან გაიხმობს. თუ ეს ასე არ მოხდა, მოვა სიბნელე და ის ძალები, რომლებიც პროგრესის შვილები იყვნენ, დესტრუქციულ ძალებად გადაიქცევიან. ეს უნივერსალური კანონია. ეს საუკუნეების გაკვეთილია. სოციალური სტრუქტურა ვერ დადგება ფეხზე, თუ ის სამართლიანობაზე აგებული არ არის.

ჩვენი საწყისი სოციალური წყობა სამართლიანობის უარყოფაა. ვაძლევთ რა უფლებას ერთ პიროვნებას ფლობდეს მიწას, რომელზეც უნდა იცხოვრონ და რომლითაც უნდა ისარგებლონ სხვა ადამიანებმა, ჩვენ ვხდით მათ ერთზე დამოკიდებულს და დამოკიდებულობის ხარისხი მატერიალურ პროგრესთან ერთად მატულობს. ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში ერთეულები სძალავენ მასებს, მათ შრომის ნაყოფს. ეს აკანონებს მონობას, უფრო მძიმეს და საშინელს, ვიდრე მრავალი საუკუნის წინ არსებულ მონობას. პოლიტიკური თავისუფლება პოლიტიკურ დეპოზიტიზმად გარდაიქმნება, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანარქიულ ინსტიტუტებად გადაქცევა ემუქრება. სწორედ ეს აქცევს მატერიალური პროგრესის სიკეთეს – წყევლად. სწორედ ეს აიძულებს ხალხს, თავი შეაფარონ ხმაურიან სარდაფებს და გადავსებულ სახლებს, რაც ავსებს ციხეებსა და ბორდელებს, რაც ადამიანებს ახალ სურვილებს უღვიძებს და გაუმაძღრობის ამაობათა ძიებისკენ უბიძგებს. ეს არის მოვლენა, რომელიც ქალს სრულყოფილ ქალობასა და სინაზეს ართმევს, რასაც მოაქვს ბავშვების სიხარული და დილის უმანკოება.

ასეთ საწყისებზე აგებული ცივილიზაცია დიდხანს ვერ იარსებებს. სამყაროს გარადაუვალი კანონები ამას კრძალავს. მკვდარი იმპერიების ნანგრევები ცხადყოფს და იდუმალი ხმა, რომელიც ყველა ჩვენთაგანის სულშია, გვეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „კეთილი ნება“, უფრო მეტია, ვიდრე „ქველმოქმედება“. ეს თვით სამართლიანობაა, რომელიც ჩვენგან ამ შეცდომის გამოსწორებას ითხოვს. სამართლიანობას ვერ უარყოფთ, სამართლიანობას ვერ ავუქცევთ გვერდს, ნუთუ თავს, მხოლოდ ლიტურგიებით და ლოცვებით დავიმშვიდებთ? ნუთუ ვაპირებთ თავი ავარიდოთ უცვლელი კანონის წესებს – ავაშენებთ ეკლესიებს, მაშინ როცა ბავშვები ტირიან და დედები კი გლოვობენ? მისი ენა შეიძლება ღმერთის ტკბილ გალობად გეჩვენოთ, მაგრამ ის ღვთის გმობაა, რომელიც სიღარიბის ტანჯვითა და ულმობლობით შეურაცხყოფს უზენაესის ამოუცნობ კანონებს, რომელიც მიწიერი ქალაქების დანაშაულსა და გახრწნილობის ტვირთს მამას ჩვენსას აკისრებს. ჩვენ უფალს შეევურაცხყოფთ. ჩვენ ცილს ვწამებთ სიმართლეს, უზენაეს სამართალს. გულმოწყალე ადამიანი უკეთესად მართავდა მსოფლიოს, სამართლიანი ადამიანი უბრალოდ ფეხით გასრესდა ამ შხამიანი ჭიანჭველების ბუდეს. ღმერთი კი არა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ცივილიზაციას გარყვნილება და უბედურება სტანჯავს. შემოქმედი უხვად გვწყალობს, ჩვენ ყველას საკმარისზე მეტ წყალობას გვჩუქნის.

ყველგან, ცივილიზაციის ყველა კუთხეში, იმდენ ტანჯვასა და სიღარიბეს ნახავთ, რომ შეუძლებელია გული არ დაგმძიმდეთ, თუ კი, რა თქმა უნდა, თვალებს არ დახუჭავთ და ნერვებს არ გაიმაგრებთ. ჩვენ კი ვბედავთ და ვევედრებით შემოქმედს, რომ ტანჯვა შეგვიმსუბუქოს. დავუშვათ, რომ ღმერთმა შეისმინა ჩვენი ვედრება და მისი ნებით სამყარო ახლებურად გაბრწყინდა, ჰაერი ახალი სურნელებით დაიჟღინთა, მიწა განოყიერდა, ერთი მცენარის მაგივრად ორი აღმოცენდა, და ერთი თესლმა ორმოცდაათის ნაცვლად ასი მოგვცა. რა, ამით სიღატაკე მოისპობა?! ან გაჭივებას ეშველება?! არამც და არამც! ჩვენ მხოლოდ დროებით სარგებელს მივიღებთ. ახალი ძალების წინსვლა მატერიალურ სამყაროში მხოლოდ მიწის მეშვეობითაა შესაძლებელი. მიწა კი, იმ კლასების კეძო საკუთრებაა, რომლებმაც შემოქმედის ბოძებული მონოპოლიზირება უკვე მოახდინეს და რომლებსაც, ასევე სურთ ღმერთის ახალი ძღვენის მონოპოლიზებაც. ამით, მხოლოდ მიწის მფლობელები იხეირებენ. მიწის გადასახადები დაიზრდება, მაგრამ ხელფასები კვლავ არ ასცდება შიმშილობის ზღვარს.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტ-ეკონომიური ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნა. ეს, ჩვენივე გამოცდილებით დამოწმებული ფაქტია. ეს ჩვენ ვიცით, რადგან ეს ჩვენ ვნახეთ. ჩვენს თვალწინ, ჩვენს დროში, ძალამ, რომელიც დგას ყველაზე მაღლა, რომელიც სულდგმულობს და არსებობს ყველაფერში, ძალა, რომელმაც შექმნა ყველაფერი, ძალა, რომელმაც მოგვცა ის, რაც მის გარეშე არასოდეს გვექნებოდა, ძალამ, რომლის სრული გამოხატულება ეს სამყაროა, ადამიანებისთვის წყალობა კიდევ უფრო უხვად გადმოაფრქვია. თითქოსდა ბუნების ნაყოფიერება ერთი ასად გადაიქცაო. ერთერთის გონებაში დაიბადა აზრი, რომელმაც კაცობრიობისათვის სასარგებლო ნაკადული გადაკეტა. მეორეს ყურში საიდუმლოდ ჩასჩუჩულეს ის, რაც სინათლეს აქრობს. სამრეწველო სამსახურებმა რკინის იარაღი აღმართეს და ფოლადის თითები აათამაშეს, რომლებმაც სიმდიდრის დაგროვებაზე დაახლოებით იგივე ეფექტი მოახდინეს, როგორიც ბუნების ნაყოფიერების გაზრდამ. რა მივიღეთ შედეგად? უბრალოდ ის, რომ მთელ ამ სარგებელს მიწის მფლობელები იხვეჭენ. ჩვენი საუკუნის უდიდეს აღმოჩენებს და გამოგონებებს სრულიადაც არ გაუზრდიათ ხელფასები და არ შეუმსუბუქებიათ შრომა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ცოტა გამდიდრდა, ხოლო ბევრად მეტი, უფრო უმწეო გახდა.

ნუთუ ვაპირებთ დაუსჯელად შევეგუოთ იმას, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი შემოქმედის წყალობას ასე უსინდისოდ ითვისებენ? ნუთუ ეს ხელწამოსაკრავი საკითხია, რომ მშრომელ ხალხს მუდმივად უნდა წაართვან მათი ნაშრომი, ხოლო გაუმაძღრობა კი სიმდიდრეში იოფლებოდეს? რომ ბევრი გაჭირვებაში ცხოვრობდეს, ცოტა კი მაძღრობით კვდებოდეს? გადახედეთ ისტორიას, ყველა გვერდზე წაიკითხავთ მაგალითს, რომ ასეთი უსამართლობა არასოდეს დარჩენილა დაუსჯელი, რომ ნემეზიდა, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს სამართლიანობის აღსრულებას, მუდამ ფხიზლადაა და არასოდეს ყოყმანობს. მიმოიხედეთ გარშემო! ნუთუ ეს მდგომარეობა კიდევ უნდა გაგრძელდეს? ჩვენ შეიძლება კიდევ ვთქვათ „ჩვენს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო!“ მაგრამ საქმე არც მთლად მასეა: სახელმწიფოს საყრდენები უკვე ირყევა, და საზოგადოების საძირკველი თრთის და კანკალებს დაგუბებული ენერგიის ფეხქვეშ. მოდის დრო, თუ უკვე არ დადგა, როდესაც ახალი ძალით იფეთქებს პროტესტი.

მაშინ, როდესაც პროგრესი ქვეყნად ახალ ენერგიას წარმოშობს, დედამიწაზე ახალი ძალები მოდიან, რომლებიც ან უფრო მაღალ დონეზე აგვიტაცებენ, ან გვშთანთქავენ, ისევე როგორც უამრავი ერი, ცივილიზაცია შთაინთქა. ეს არის ცრუ ილუზია, რომელიც წინ მოუძღვის სრულ ნგრევას, რომელიც სახალხო მღელვარებებში ეფემერული მიზეზების წარმავალ ეფექტს ხედავს. დემოკრატიული იდეებისა და საზოგადოების არისტოკრატული ნაწილს შორის შეურიგებელი კონფლიქტია. აქ, ამერიკაში, ისევე როგორც, ევროპაში, ჩვენ უბრალოდ ვეღარ მივცემთ ადამიანებს უფლებას მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ჩვენ ვეღარ მივცემთ საშუალებას ჩვენს ბავშვებს განათლება მიიღონ სახელმწიფო სკოლებში და შემდეგ პატიოსანი შრომით ცხოვრების საშუალება მოვუსპოთ. ჩვენ ვეღარ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, გავაგრძელოთ ადამიანთა ხელშეუხებელი უფლებების შესახებ ქადაგება და შემდეგ, ამ ადამიანებს, შემოქმედის მიერ ბოძებულზე უფლება წავართვათ. ამ წუთებშიც ახალი ღვინო ძველ ბითლებში დუღილს იწყებს, და სტიქიის ძალები საბრძოლველად ერთიანდებიან!

მაგრამ, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, თუ მივმართავთ სამართლიანობას, თუ ჩვენ ვენდობით თავისუფლებას და შევითვისებთ მას, დღევანდელი საფრთხე გაქრება, მავნე ძალები კი სულიერი სიმაღლის მოციქულებად იქცევიან. იფიქრეთ, რა ძალებს ვფლანგავთ. იფიქრეთ ცოდნის უსასრულო, ჯერ კიდევ დაუპყრობელ მწვერვალებზე. იფიქრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც წინ გადაგვეშლება, ამ საუკუნის საოცარი გამოგონებანი მხოლოდ და მხოლოდ მომავალი აღმოჩენების ნიშანია. თუ დავამარცხებთ გაჭირვებას, თუ გაუმაძღრობა კეთილშობილურ სურვილებად გადაიქცევა, თუ უთანხმოება მთესველს ეჭვსა და შიშს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული მეგობრობა შეცვლის, თუ მდაბალთ შვებას მივანიჭებთ, ვინ შეძლებს გაზომოს ცივილიზაციის სიმაღლეები! სიტყვებით შეუძლებელია ფიქრების გადმოცემა! ქაღალდზე ფიქრების სიტყვებით გადმოტანა ძნელია. ეს იქნება ოქროს ხანა, რომელსაც პოეტები უმღერიან და უმაღლესი სწავლულნი მეტაფორებში გამოხატავენ! ეს იქნება საოცარი სურათი, რომლის სხივები ყოველთვის თან სდევდა ადამიანებს. ეს არის ის, რაც მან დახუჭული თვალებით დაინახა პატმოსთან, როცა იგი ტრანსში იყო. ეს იქნება ქრისტიანობის უმაღლესი წერტილი – ღვთის ქალაქი მიწიერ სამყაროში, იასპის კედლებით და მარგალიტის კარით! ეს იქნება მშვიდობის ხელმწიფის მეფობა!

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s