გარემო საკუთრების უფლების გარეშე

world without people3

რიჩარდ ლ. სტროუპი

მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი და საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის წარმომადგენელია. იგი ფართოდ ციტირებული მეცნიერია ეკონომიკის სფეროში, განსაკუთრებით კი ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის საკითხებში. სტროპი ავტორია ნაშრომისა, “ეკონომიკა: რა უნდა იციდეს თითოეულმა ეკონომიკისა და გარემოს შესახებ“, რომლისთვისაც მან 2004 წელს სერ ენტონი ფიშერის სახელობის ჯილდო დაიმსახურა. სტროუპის სტატიები ძალზე ხშირად ქვეყნდება პრესის ფურცლებზეც.

ჯეინ ს. შოუ

კლასიკური ლიბერალიზმის პოპულიზატორი, გარემოს დაცვის აქტივისტი. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საკუთრებისა და გარემოს კვლევის ინსტიტუტთან თავისუფალი ბაზრის იდეების პოპულარიზაციის საქმეში და გამოსცემს ამავე ინსტიტუტის ბილეტენს, რომელიც თავისუფალი საბაზრო გარემოს შესახებ მძლავრი მეცნიერული კვლევების სტიმულს იძლევა.

(გამოქვეყნდა 1997 წელს)

1980-იანი წლების ბოლოსკენ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპამ თავისი საზღვრების გახსნა დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკი იქ გარემოს დაცვაში არსებულამ პრობლემამ გამოიწვია. ჟურნალისტები გვიყვებოდნენ მურა ნახშირითა და ქვანახშირით გამოწვეულ სმოგზე; ბავშვებზე, რომლებსაც ზამთრის უმეტესი ნაწილის დახურულ შენობებში გატარება უხდებოდათ ჰაერის დაბინძურების გამო; ცხენებზე, რომლებიც გარკვეულ ტერიტორიებზე რამოდენიმე წელი მუშაობის შემდეგ იქიდან გასაყვანი ხდებოდნენ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდებოდნენ.

ბევრი გარემოსდაცვითი პრობლემა აუაღრესად დაბალი დონის ტექნოლოგიების გამოყენებით იყო გამოწვეული. სოციალისტური ინდუსტრიის დასაყრდენს ძველი ქარხნები წარმოადგენენ, რომლებიც გარემოს დღესაც აბინძურებენ. ნელი და ძველი ავტომობილები გამონაბოლქვს აფრქვევენ. მდგომარეობა დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ამერიკის მოსახლეობის გონებაში წარსულის ბუნდოვან მოგონებად შემორჩა.

ენერგეტიკის დანაკარგები უაღრესად მაღალი იყო. თავად მათი სტატისტიკის შესაბამისად სოციალისტური ეკონომიკა სამჯერ უფრო მეტ ენერგიას იყენებდა ფოლადის ერთეულის წარმოებაზე, ვიდრე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები.1 ეკონომისტი ვ.ვ. როსტოვი 1991 წელს წერდა, რომ ძნელია უყურო მოსკოვს, ვარშავას, ბუდაპეშტს, ზაგრებს, კრაკოვს ან სარაევოს და არ იფიქრო, რომ ეს ქვეყნები ტექნოლოგიური თვალსაზრისით დროის წარსული დროის ხაფანგში არიან მომწყვდეული.2

იმ პერიოდში ეს ყველას არ ესმოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირში გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა პირდაპირ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ იქ კერძო საკუთრების უფლება არ იყო დაშვებული. ხელისუფლება რესურსების უმეტესი ნაწილის კერძო საკუთრებაში გადაცემას კრძალავდა. საბაზრო ურთიერთობები და გარიგებების უმეტესობა, ისევე როგორც სამეწარმეო საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. წარმოების დაგეგმარება ცენტრალიზებული წესით ხორციელდებოდა, ხოლო მიწა და სხვა რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაში შედიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მრავალრიცხოვანი რეპრესიული საკანონმდებლო აქტი იყო მიღებული, საკუთრების უფლების, ამ უფლების გასხვისებისა და ბაზრების უქონლობა საკამრისი იყო იმისთვის, რომ ბუნებრივი რესურსები უაღრესად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ რატომ მოხდა ბუნებრივი რესურსების ასეთ დონემდე განადგურება მოდით განვიხილოთ ის მიზეზები, რომელთა გამო კერძო საკუთრების უფლება გარემოს დაცვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე ასეთი მიზეზი არსებობს:3

1. მფლობელებს საკმარისი სტიმული გააჩნიათ იმისთვის, რომ პროდუქტიულად გამოიყენონ რესურსი და მისი კონსერვაცია უზრუნველყონ. მფლობელებს რესურსების პროდუქტიული გამოყენების შემთხვევაში სტიმულირების სახით გათვალისწინებული ფინანსური ჯილდოების მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა ისინი თავად არიან დაინტერესებული დანახარჯების შემცირებაში და რესურსების კონსერვაციაში სამომავლო სარგებლობის მიზნით. მოგების გაზრდის მიზნით ფირმები რესურსების ეკონომიურად ხარჟვაზე მიმართულ ტექნოლოგიებს ნერგავენ. ასეთი სტიმულები აღმოსავლეთის სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში არ არსებობდა. მოდით გავიხსენოთ ტრაბანტი, ფართო მომხარებლებზე გათვალისწინებული მანქანა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიაში 1959-1989 წლების განმავლობაში უშვებდნენ.4 (ამ მანქანის წარმოება ბერლინის კედლის დაცემასთან ერთად შეწყდა). მანქანა საბაზისო სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა და საექსპლუატაციოდ ადვილი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნელი (66 მილი საათში) და ხმაურიანი იყო და საშინელ გამონაბოლქვს გამოყოფდა. გარდა ამისა მას არ ჰქონდა საწვავის მოხმარების ინდიკატორი. გამონაბოლქვი იმდენად საშინელი იყო, რომ დასავლეთ გერმანიაში ამ მანქანის ყიდვა და ტარება იკრძალებოდა. როდესაც ჟურნალმა ,,მანქანა და მძღოლი“ ეს მანქანა შტატებში ჩაიყვანა, EPA-მ მისი ქუჩებში ტარება აკრძალა. ეს მანქანა იმიტომაც იყო ამდენად ცუდი, რომ მისი კონსტრუქცია თავდაპირველი მოდელისგან, რომელიც 1959 წელს გამოვიდა, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. ბოლო მოდელი – 601, 1964 წელს გამოვიდა და იგი პრაქტიკულად 25 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. საქმე იმაშია, რომ მწარმოებლები ამ მანქანის გაუმჯობესებისგან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებდნენ, ამიტომაც მათ უკეთესი ტექნოლოგიების დანერგვის არანაირი დაინტერესება არ გააჩნდათ. სწორედ იმიტომ, რომ ქარხნები სახელმწიფო მფლობელობაში იყო აღმოსავლეთ გერმანიაში მანქანების წარმოება არ ვითარდებოდა. შედეგად, მანქანები იმდენად მცირე რაოდენობით იწარმოებიდა, რომ ადამიანებს საშუალოდ 13 წელი უხდებოდათ ლოდინი, სანამ მათი რიგი მოვიდოდა.

2. საწარმოზე კერძო საკუთრების უფლება მისი სათანადო მართვის უფრო მეტ სტიმულს იძლევა, ვიდრე სახელმწიფო კონტროლის სისტემა. თუ რესურსი სათანადო მართვის ქვეშ არის, მისი ღირებულება და ამონაგები იზრდება, რის შედეგადაც თავად მფლობელის პირადი სიმდიდრეც იზრდება. თუ მფლობელი რესურსს არასწორად მართავს და გარემოს აბინძურებს, იგი პირადად აგებს პასუხს ასეთ ქმედებაზე და ვალდებული იქნება მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

საბჭოთა კავშირში კომუნიზმის ბატონობის პერიოდში რესურსების გაფლანგვა და უყაირათო მოხმარება გავრცელებული პრაქტიკა იყო. გასაგები მიზეზების გამო ძირითადად აქცენტი რესურსით სარგებლობაზე და არა მის წარმოებაზე იყო გადატანილი. ცენტრალური დაგეგმარების პირობებში ძირითადად რესურსის მოპოვებაში დაბანდებული სიმძლავრეების გამოთვლა ხდებოდა და ამის საფუძველზე ადგენდნენ, თუ რამდენად სრულდება გეგმა ამა თუ იმ ქარხნის თუ საწარმოს მიერ. ასე მაგალითად, ან-მარი სატრ ალანდერის ანგარიშის შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო სფეროში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მოსავლის რაოდენობა დაბალი იყო, სასუქები და პესტიციდები უაღრესად დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა.5 ეს იმითი აიხსნება, რომ ამ სასუქების გამოყენება იმის ინდიკატორი იყო, რომ სამუშაოები სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ქიმიკატების ასეთი დიდი რაოდენობით გამოყენება უაღრესად საზიანო შედეგების მომტანი იყო.

ესტონეთის ერთ-ერთ ნაწილში მიწისქვეშა წყლები, მათსი საავიაციო საწვავის შემცველობის ძალიან მაღალი კონცენტრაციის გამო ადვილად აალებადი იყო. საქმე იმაში იყო, რომ საწვავი ისე ინახებოდა, რომ იგი მიწისქვეშა წყლებში აღწევდა. ეს საწვავი ახლოს მდებარე საბჭოთა სამხედრო ბაზას ეკუთვნოდა და ამ ბაზაზე საცდელი ფრენები ტარდებოდა. იმისთვის, რომ დაედგინათ თუ რამდენად სრულდებოდა დადგენილი საფრენი საათების რაოდენობა, სამხედრო ხელმძღვანელობა ამ საწვავის რაოდენობას აკონტროლებდა. როდესაც პილოტებს ფრენა არ უდოდათ, ისინი ყალბ ანგარიშებს ავსებდნენ, ხოლო ამ სიცრუის დაფარვის მიზნით საწვავს ნიადაგში ღვრიდნენ.6

3. რესურსის მფლობელს იურიდიული უფლება გააჩნია და მას კანონის ძალით შეუძლია მოსთხოვოს პასუხი ნებისმიერ პირს, რომელიც მის ამ უფლებას შელახავს. რესურსის კერძო მფლობელი თავისი რესურსის შენარჩუნებაში უაღრესად დაინტერესებულია, გარდა ამისა მას კანონიერი უფლებები გააჩნია თავის საკუთრებაზე და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის მთავრობას) მიყენებული ზიანისთვის, იქნება ეს ფიზიკური ზიანი თუ დაბინძურება, პასუხი აგებინოს. ტყეების ან ფერმის კერძო მფლობელი ნამდვილად არ დარჩება უმოქმედოდ თუ ვინმე მისი ნებართვის გარეშე მოჭრის მის ხეებს ან მის ტერიტორიას საშიში ნივთიერებებით დააბინძურებს. იგი თავისი უფლებების დაცვის მიზნით სარჩელს აღძრავს. კერძო მფლობელი ალბათ ხელს შეუშლიდა საწვავის დაღვრას, რომელიც ესტონეთში ხდებოდა.

მაგრამ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში ასეთი დაცვის მექანიზმები არ არსებობდა. პიტერ ჟ. ჰილის ანგარიშის შესაბამისად ბულგარეთში საირიგაციო წყალში მძიმე ლითონების მაღალი შემადგებლობის გამო ფერმერების მიერ მოწეული მოსავლის რაოდენობა ძალიან მცირდებოდა. ამ ლითონებით დაბინძურების წყარო ცნობილი იყო, მაგრამ ფერმერებს არავითარი ზემოქმედების ან საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმი არ გააჩნდათ. თუ ასეთი პრობლემების სასამართლო გზით დარეგულირების შესაძლებლობა არ არსებობს, ფერმერებს არსებული პრობლემების სარჩელის აღძვრის გზით მოგვარება არ შეუძლიათ და გზა ძალადობას ეხსნება.7

4. საკუთრების უფლება რესურსის ღირებულების მაქსიმიზაციის გრძელვადიან დაინტერესებას განაპირობებს და ეს იმ ფერმერებსაც ეხება, რომლებიც პრინციპში რესურსის მოკლევადიან პერიოდში მოხმარებას გეგმავენ. თუ მიწა ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელის გასაშენებლად გამოიყენება, ბუნებრივია ეს მის მომავალ ნაყოფიერებაზე უარყოფითად აისახება, რის გამოც მიწის ღირებულება დღითიდღე უფრო დაბალი ხდება და მფლობელი ზარალობს. ეს იმიტომ ხდება, რომ მიწის ღირებულება მის მიმდინარე ღირებულებას და სამომავლო ღირებულებასაც ასახავს, ანუ იმ ღირებულებას, რომელიც მიწაზე მოყვანილი პროდუქციის სახით მიიღება. ამ ღირებულებას შემოსავლების გენერირებაზე გასაწევი ხარჯები აკლდება. (დათვლა მიმდინარე ფასებით ხდება).

ბაიკალის ტბა დედამიწაზე ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა. ეს ტბა ერთ დროს ყველაზე სუფთა იყო, მაგრამ ახლა იგი უაღრესად დაბინძურებულია, რადგანაც საბჭოთა დამგეგმარებლებმა იქ ქაღალდის მწარმოებელი ქარხნების აშენება გადაწყვიტეს, ხოლო დამაბინძურებელი ნივთიერებების წყალში ჩადინების შემცირებაზე საერთოდ არ უზრუნიათ. ერთ-ერთი წყაროს შესაბამისად ნარჩენები პირდაპირ ტბაში ჩაედინება, რის გამოც დაბინძურების არეალი 23 მილს უდრის.8 ნათელია, რომ ტბისა და მისიმიმდებარე ტერიტორიების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა დაბინძურების შედეგად.

კერძო საკუთრების პირობებში თუ ტბა ვისიმე საკუთრება ექნებოდა, იგი ბუნებრივია ამ ტბას ტურისტებისა და სახლების მფლობელების მიზიდვის მიზნით გამოიყენებდა. ასეთი მფლობელი დაინტერესებული იქნებოდა ამ საკუთრების ღირებულების შენარჩუნებაში და მის დაცვაში. სახელმწიფო მფლობელებს და დამგეგმარებლებს ასეთი სტიმული არ გააჩნიათ.

ეხლანდელ პირობებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ბოლო მოეღება. თუნდაც იმ ქარხნების დახურვა, რომლებიც ბუნებრივ რესურსებს ანადგურებენ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას, მაგრამ ის თუ რამდენად სწრაფად და წარმატებით მოხდება ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს აღდგენა, კერძო საკუთრების უფლების დაშვებაზეა დამოკიდებული.

___________________________

1. მაიქლ ბერნსტამი, ქვეყნების სიმდიდრე და გარემოს დაცვა (ლონდონი, ეკონომიკის ინსტიტუტი, 1991) გვ 24.

2. ვ.ვ. როსტოუ, აღმოსავლეთ ევროპა და საბჭოთა კავშირი: ტექნოლოგიური პერიოდის ხაფანგი, ლენინიზმის კრიზისი და მემარცხენეების მარცხი, დანიელ შიროს გამომცემლობა (სიეტლი, ვაშინგტონის პრესის უნივერსიტეტი, 1991), გვ. 60-73; 61.

3. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჯეიმს დ. გვართნის და რიჩარდ ლ. სტროუპის ,,ეკონომიკა: კერძო და საზოგადოებრივი არჩევანი“, მე-8 გამოცემა (Dryden press, 1977), თავი 28.

4. ტრაბანტის თაობაზე ინფორმაცია მოყვანილია ჟურნალ ,,მანქანა და მძღოლში” გამოქვეყნებული სტატიიდან, 1990 წლის აპრილისა და დეკემბრის ნომერი.

5. ან-მარი სატრ ელანდერი, ,,გარემოსდაცვითი პრობლემები და ეკონომიკის ნაკლოვანებები“ (Aldershot: Edward Elgar, 1994), გვ. 19.

6. ეს შემთხვევა ავტორს ესტონელმა ოფიციალურმა პირმა უამბო.

7. პიტერ ჯ. ჰილი, ,,გარემოსდაცვითი პრობლემები სოციალიზმის პირობებში“, ჟურნალი ჩატო, ტომი 12, II ნომერი (1992 წლსი შემოდგომა), გვ. 321-335, 328.

8. ჰილი, გვ. 322, ციტირებულია ჟურნალ ,,თიმე”-იდან, 1989 წლის იანვარი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s